Federico Garcia Lorca / El Romance de la pena negra
ფედერიკო გარსია ლორკა / სოლედად მონტოიას აჩრდილი
(შავი ნაღველის რომანსი)
*სოლედად: ესპან. მარტოობა
"ციკლში, "ბოშური რომანსერო", არის მხოლოდ ერთი პერსონაჟი: კაეშანი!
უზარმაზარი და მუქი, როგორც ზაფხულის ცა, რომელიც იტევს თავის არსში ყველაფერს!
კაეშანი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო: არც სევდასთან, არც ტანჯვასთან, არც სხვა რომელიმე სულიერ განცდასთან (ეს უფრო ზეციური გრძნობაა, ვიდრე მიწიერი)...
ანდალუსიური კაეშანი არის ბრძოლა გონებისა და სულისა საიდუმლოსთან, რომელიც მათ გარს ახვევია და რომლის ამოხსნაც მათ ძალას აღემატება!
ამრიგად, "შავი ნაღველის რომანსი" ყველაზე სახასიათო ლექსია "ბოშური რომანსეროსთვის"" / ფედერიკო გარსია ლორკა
.
მამლები განთიადს უხმობენ...
ყივილმა ცისკარი დახია...
და ამ დროს სოლედად მონტოია
ეშვება მთის დამრეც კალთიდან...
ნისლის და ბალახის სურნელი,
ნათება, ოქროსფრად, აჩრდილის...
კვნესით ედარდება განცდილი,
მკერდში კი, დაშნა აქვს გაყრილი!
- ამ ბინდში ვის ეძებ, სოლედად...
ან შავი ღამისგან რა გინდა?
- შენ რაღას მიპოვი დანაკარგს!
დავეძებ, რასაც რომ დავეძებ:
ჩემს თავს და ალისფერ... განთიადს!
- ოჰ, სოლედად, შენ ჩემი დარდი ხარ!
ცხენები ელოდონ განსაცდელს...
შუადღით ზღვა თუ კვლავ გაცოფდა...
ნაპირებს მოლეკავს გაღმიდან!
- ნუღარ გამახსენებ ზღვას!
და მისი უძირო სტომაქის,
ბნელი სამარის სიცივეს...
შავი ნაღველის ღვარძლს!
- ოჰ, სოლედად, შენ ჩემი დარდი ხარ!
მწარეა ეგ შენი ნამღერი
და ცრემლი - ტკივილის ნალექი!
- ჩემი ჯავრია ასეთი:
მირბის და კედელს ეხლება!
ნაწნავად - დაბლა ეშვება,
მიიკლაკნება მიწაზე,
საწოლს გარშემო ეხვევა!
სევდად დავდივარ ასეთი:
შავი სამოსი მაცვია!
ამ ჩემი კაბის მაქმანი,
ბედკრულ ვაების დარია!
- ეს დილის ცვარი იპკურე;
ჯავრი ვითომც არ გქონია!
ტანჯული შენი სული კი,
იმშვიდე, სოლედად მონტოია!
მდინარეები... ზეცას გადადიან,
ტოვებენ ღრუბლების კვალს!
დილა, კვლავ, გვირგვინს იდგამს
წითური აისის მსგავსს!
ბოშათა დიდო ნაღველო,
ობლობის სიმწარე შეუნდე ცას;
დავიწყებული ჭეშმარიტების ფასი
და გადავიწყებული ხსნა!
Federico Garcia Lorca / La balada del agua del mar
ფედერიკო გარსია ლორკა / ზღვის გემო (ბალადა ზღვის წყალზე)
იცინის ზღვა,
შორს, ქარიან ყურეში...
თერი ეშვებით,
მწვანე ტუჩებით!
- ლამაზო გოგონავ,
ამას რას ჰყიდი, თვალებდახრილი,
რად დაგიდარდია?!
- იყიდეთ, სენიორ,
ეს წყალია...
ზღვის წყალია!
- შავტუხა ყმაწვილო, ეს რა ხმაურია?
სისხლის ყივილია თუ ხორხოცა გრიგალია?!
- ეს სისხლი არ არის, სენიორ,
იყიდეთ,
ზღვის წყალია!
- შენ სტირი, დედა!
ასე სველი და მწარე -
მაგ ცრემლის ღვარია?!
- ეს ცრემლი არ არის, სენიორ,
შეხედეთ,
ზღვის წყალია!
- გულო, მითხარი:
ეს ჩემი ჯავრი - ასეთი რა ჯავრია?!
- ეს ჯავრი არ არის, სენიორ,
უსმინე,
ზღვის წყალია!
იცინის ზღვა,
შორს, ქარიან ყურეში...
თერი ეშვებით,
მწვანე ტუჩებით!
Federico Garcia Lorca / El nino mudo
ფედერიკო გარსია ლორკა / მუნჯი ბიჭუნა
.
ბიჭუნა ეძებდა თავის ხმას...
(კალიების პრინცის გადამალულს)...
ბიჭუნა ეძებდა თავის ხმას -
ყვავილების, ცვრიან, კალათებში ჩაწნულს!
- მე ხმისგან გამოვძერწავდი...
ბეჭედს, ლამაზზე - ლამაზად...
და ამ ბეჭედში, შემდეგ, შევძლებდი -
ჩემი დუმილის დამალვას!
ბიჭუნა ეძებდა თავის ხმას,
ყვავილის ნამიან ფურცლებში,
სიცხისგან გათანგული!
(ხმა კი, სადღაც, შორს, ჟღერდა...
მწვანე კალიად გადაცმული)...
Federico Garcia Lorca / Caracola
ფედერიკო გარსია ლორკა / ნიჟარა
.
ნიჟარა მაჩუქეს...
ზღვა, გლობუსიდან, მასში ამღერდა!
გულს მოეფინა ქაფი და შხეფები...
ზვირთის და თევზების შუქი - ჩრდილებით
როკვით აცეკვდა!
მე ის მაჩუქეს!
ზღვა, გლობუსიდან, მასში ამღერდა...
Federico Garcia Lorca / Memento
ფედერიკო გარსია ლორკა / ანდერძი (სახსოვრად)
.
როცა მოვკვდები...
მდინარის სილაში ჩამმარხეთ -
გიტარის ჰანგით!
როცა მოვკვდები...
ფორთოხლის ძველ ბაღში -
ყველა ყვავილში ჩამსვით!
როცა მოვკვდები...
კოშკურის წვერზე ალამი ვიქნები -
ქარში!
წყნარად!
როცა მოვკვდები მაშინ...
Salvador Dali
Federico García Lorca / Si mis manos pudieran deshojar
ფედერიკო გარსია ლორკა / რომ შემძლებოდა
(ჩემს ხელებს, რომ შესძლებოდათ მშვენიერების განადგურება)
.
მე შენსას ვიმეორებ სახელს...
ყოველი ღამის სიჩუმის უკუნეთში!
როგორც კი, გაკრთებიან ვარსკვლავები -
მთვარის, წყალმოვერცხლილ, ნესტში!
ჩამომჭკნარი ფოთლები, რომ ჩასთვლემენ -
გარანდული ბილიკების ზევით...
მეჩვენება ჩემი თავი ამ დროს -
ცარიელი... ბგერების და ტკივილების ექოდ!
წუთისოფლის გაშმაგებულ როკვად...
წარსულზე რომ, უნებურად, მღერის!
მე შენსას ვიმეორებ სახელს...
დღევანდელი ღამის სიჩუმის უკუნეთში
და ის, ისე განწირული,
როგორც არასდროს, ისმის შორეთში!
შორს არის...
უფრო შორს, ვიდრე ვარსკვლავების მოციმციმე წნული...
და უფრო სევდიანი, ვიდრე წვიმა მოთქმით დაქანცული!
შეგიყვარებ კი, ისევ თავიდან, ნეტავ,
როგორც ოდესღაც შემეძლო შენი სიყვარული?
ნუთუ გულია, ჩემი, დამნაშავე შენთან?
და როგორად გადარჩება გრძნობა,
როცა თეთრ ნისლებს გაფანტავს ელდა?
იქნება ჩუმი და იქნება ნათელი?
არ ვიცი!
რომ შემძლებოდა, მთვარის შუქზე, ბედისწერის წაკითხვა...
ხომ გვირილასავით ფურცელ - ფურცელ გავცლიდი!
Federico García Lorca / El paso de la siguiriya
ფედერიკო გარსია ლორკა / სიმღერა (სიგირიის გაელვება)
.
ეხლება შავგვრემან მხრებს -
პეპლების გუნდი, შავი!
ნისლის უნასები, თეთრი,
შლიან ალისფერ კვალს!
და ცა მიწიერი...
ზეციურ დედამიწას დაჰყურებს თავს!
იგი რითმებს თან მიჰყვება - ტყვედ...
დაწევით კი, ვერ ეწევა:
ვერცხლის გულის დარდით,
ხელისგულზე ხანჯლით!
საით მიგაქვს, სიგირიავ,
აგონია მჟღერი ტანის?
რომელ მთვარეს უანდერძე -
სევდა ოლეანდრის და ნაცრის?
და ცა მიწიერი, კვლავ,
ზეციურ დედამიწას დაჰყურებს თავს!
*სიგირია
კანტე ჰონდოს ერთ-ერთი ფორმა: ოთხსტროფიანი ანდალუსიური სიმღერა...
"ბოშური სიგირია იწყება, სამყაროს ორად გამხლეჩი, სასოწარკვეთილი, კვნესით:
ეს გამქრალი თაობების განწირული ყვირილია, მწარე მოთქმაა გარდასულ საუკუნეებზე და ნათელი ხსოვნაა სიყვარულისა - სულ სხვა მთვარის ქვეშ და სულ სხვა დროში!
შემდეგ მელოდია გადადის ბგერების იდუმალებაში, დაეძებს მტირალა მარგალიტებს: მჟღერად ცრემლს ხმაში...
არცერთ ანდალუსიელს არ შეუძლია, თრთოლვის გარეშე მოუსმინოს ამ ყვირილს!
არცერთ ესპანურ სიმღერას არა აქვს ასეთი პოეტური ძალა... და იშვიათად, ძალზე იშვიათად, შეუქმნია ადამიანის სულს - რამე უფრო მხატვრული!" / ფედერიკო გარსია ლორკა
II
Camino
გზა
.
ამხედრებულა, შავოსანი, ასი მხედარი...
თავებდახრილებს წარსული ჰკიცხავს!
ცა გახუნებული, ხეების ჩრდილით,
გადაუვლიათ ნისლად...
არც სევილიასთან, არც კორდობასთან
არ უწერიათ შეხვედრა მათ!
არც გრანადასთან არ უწერიათ, რომლისგანაც
ასე შორია ზღვა!
ცხენები ზანტად მიირწევიან,
თითქოსდა ვერ გრძნობდნენ მხედრების ტანს,
ქალაქში ჯვრების,
სადაც სიმღერა ღამეულ კვნესას ჰგავს!
შვიდგზის განწირული კივილი -
გაუპობს მათ გულის კარს!
პირქვედამხობილი, უსასრულო, ზეცისკენ -
წინ უდევთ გრძელი გზა!
V
Muerte de la Petenera
პეტენერას სიკვდილი
.
თეთრ ქოხში ტანჯვას დაასრულებს, მალე,
პეტენერა, ბოშა ქალი - მომღერალი სილფიდა...
ცხენებს უფრიალებთ ფაფარნი,
მხედრები მიცვლილან!
ლაპლაპებს, იწვის,
სანთელი... მის სუსტ თითებში დნება!
აბრეშუმის კაბის ნაოჭი,
ბრინჯაოს წელზე, შემკრთალი კრთება...
ცხენებს უფრიალებთ ფაფარნი,
მხედრები მიცვლილან!
შავი, მახვილი, ჩრდილები
იწელებიან ცისკენ...
და წყდებიან გიტარის სიმები,
კვნესით...
ისევ ისე!
ცხენებს უფრიალებთ ფაფარნი,
მხედრები მიცვლილან!
VII
De "Profundis" (ლათინ. მონანიების ლოცვა / 129 ფსალმუნი)
ლოცვა
.
სიყვარულისგან თავდაცვის ძიებაში...
დაუძინია ას შეყვარებულს -
ცრემლგამშრალ მიწაში!
შორეთი ასწორებს
ანდალუსიის ალისფერი გზებს...
ზეთისხილის ხეებს შორის, კორლოვში,
დაასობენ უბრალო ჯვრებს!
დავიწყებას რომ არ მიეცნენ, ჟამთა დენაში,
საუკუნოდ მიძინებულნი -
სიყვარულისგან თავდაცვის ძებნაში...
Federico García Lorca / Gráfico de la Petenera (Cante Jondo)
ფედერიკო გარსია ლორკა / პეტენერას სილუეტი (კანტე ჰონდო)
I
Campana (Bordón)
ზარი (მისამღერი)
.
ყვითელ კოშკზე
რეკავს
ზარი!
ქარის ყვითელ ფრთებზე,
ზენიტში, ფეთქავს
რეკვა!
ყვითელი კოშკის წვერზე
დნება კვალი!
მტვრისგან
ნიავქარი... ვერცხლის მასრებს ჭედავს...
III
Las seis cuerdas
ექვსი სიმი
.
გიტარავ,
სიზმარშიც შენი გოდება მესმის...
მოთქმა - დაღლილი სულის!
სულის გარდაცვლილის...
ამბავი პატარა -
შენს მრგვალ ბაგეებს სწყდება,
გიტარავ!
ქსელავს ობობა, დაუღალავად,
ვარსკვლავს - განწირული ბედის!
ჩასაფრებია ოხვრებს და კვნესებს -
იდუმალად მოშრიალეებს შენს შავ მორევში...
IV
Danza (En el huerto de la Petenera)
ცეკვა (პეტენერას ბაღში)
.
ღამის ბაღში,
შეფიფქული ცარცით,
ცეკვავს ბოშა ქალი, ექვსი,
თეთრ კარავში...
ღამის ბაღში:
ყაყაჩოები და ვარდი,
გვირგვინები ქაღალდის -
მოხატული ფანქრით!
ღამის ბაღში,
თითქოს, სანთლის ალი...
ბინდს უკიდებს ცეცხლს -
ქათქათი მარგალიტის დარი!
ღამის ბაღში,
განთიადის ცდაში,
ჩრდილები ეშვებიან და ბრუნდებიან
ცაში!
VI
Falseta (Entierro de la Petenera)
ფალცეტი (პეტენერას დაკრძალვა)
.
ეჰ, ბოშა პეტენერა!
ეჰ, პეტენერა - ალმა!
საფლავიც კი, სადაც განისვენებ,
მივიწყებულია ალბათ!
უმანკო სახიანიც
იყვნენ გოგონები,
რომელთაც არ ისურვეს
შენთვის, საბოლოო, თავის დაკვრა!
მაგრამ ხალხი, ყველასგან გარიყული,
სამძიმარზე მოდიოდა - ქოროდ...
ისინი, ვისი გონებაც არ განსჯის -
გულს უყვარს მხოლოდ!
ცრემლით და გლოვით მიგაცილებდნენ
ვიწრო ქუჩების ბოლოს...
ეჰ, ჩემო პეტენერა,
ბოშურო სიმღერავ!
VIII
Clamor
კივილი
.
ყვითელ კოშკზე
რეკავს
ზარი!
ქარის ყვითელ ფრთებზე,
ზენიტში, ფეთქავს
რეკვა!
გოდებით მოფენილ გზას...
სიკვდილი ფეხქვეშ თელავს!
შემჭკნარ გვირგვინში
დააბიჯებს,
ძველისძველ, მელოდიას კვეცავს!
მღერის იგი, მღერის,
როგორც თეთრი გიტარის სევდა...
ყვითელი კოშკის წვერზე
დნება კვალი!
მტვრისგან
ნიავქარი... ვერცხლის მასრებს ჭედავს!
მღერის იგი, მღერის,
როგორც თეთრი გიტარის სევდა...
ყვითელი კოშკის წვერზე
ქრება კვალი!
მტვრისგან
ნიავქარი... ვერცხლის მასრებს ჭედავს...
*პეტენერა
ანდალუსიურ - ბოშური სიმღერის სახესხვაობა, აღმოცენებული კანტე ჰონდოს საფუძველზე (XVIII სკ. ბოლოს)...
სახელი დაერქვა: ლეგენდარული, ბოშა, მოღერალი ქალის - პეტენერას გამო!
(პეტენერა / პატერნერა; ე.ი. ანდალუსიის პატარა ქალაქის "პატერნის" მკვიდრი)...
Federico García Lorca / Cancion del muchacho de siete corazones
ფედერიკო გარსია ლორკა / სიმღერა (ვაჟის სიმღერა შვიდ გულზე)
.
შვიდი გული
დამაქვს ქვეყნად...
ჯადოქრების მთებში, დედა,
წავედი ქართან შესახვედრად!
შვიდი ლამაზმანის ქიშპმა
შვიდი რაზის ქვეშ ჩამკეტა!
ამ ჩემი ხმის შვიდფერა მღერამ -
ცის კაბადონი ფარფატით გადასერა...
ამარანტისფერი, უაფრო, გემი
ნაპირთან მოცურებულიყო - კენტად!
სხვებისთვის ვიცხოვრე ამქვეყნად
და ვცხოვრობ...
ჩემივე სული...
გროშადაც არ უღირს ჩემს სანუკვარ სურვილს -
და გარს გამოფენილა, ურცხვი!
სალი კლდის ქიმზე, დედა,
(იქ, სადაც გული დამკარგვია,
როცა მისი ფეთქვა, ექოსთან ერთად, შეწყდა)
მე ნისლების მწვერვალებს შევწვდი!
შვიდი გული
დამაქვს ქვეყნად...
საკუთარს კი, ჯერაც ვერ შევხვდი!
Hans Christian Andersen / The little mermaid
Federico García Lorca / Sirena
ფედერიკო გარსია ლორკა / სირინოზი
.
მოელვარე შორეთი!
მერე ჩემი დარდი?!
(მოგაგნებს და წაგლეკავს,
როგორც ქვიშას ტალღა)
მოკაშკაშე შორეთი!
მერე ჩემი დარდი?
(ჩემს მკლავებში,
ნეტავ, იგი გედარდება რაში?!)
სანუკვარი შორეთი!
მერე ჩემი დარდი?
(ჩაიფერფლე ჩემში
და მასში)...
Federico Garcia Lorca / La realidad
ფედერიკო გარსია ლორკა / ცხადში
.
დედაჩემი კითხულობდა ჰიუგოს დრამას...
იფერფლებოდა, მწუხრში,
წაბლის შიშველი ფესვი...
ლელიანიდან გამოცურებული
წითური გედივით
ღაფავდა სულს მზე -
სასტუმრო ოთახის სიბნელის ფეხთით!
იანვრისგან შეჭირხლული მინდვრების
სუსხადენილ კვამლში -
მოაპობდა ცხვრების ფარას
მოჩვენება მწყემსის!
იმ დღეს, ალბათ, მალულად,
მე მოვწყვიტე ვარდი...
ალისფერი ვარდი -
ეკლიანი მზერით!
ელვარებდნენ ალაკრული აივნები...
ცეცხლოვანი გიზგიზებდნენ გრდემლნი!
Federico García Lorca / Madrigal a la ciudad de Santiago
ფედერიკო გარსია ლორკა / მადრიგალი - ქალაქ სანტიაგოს
.
სანტიაგოში წვიმს...
გული კი, სიყვარულით არის სავსე!
თეთრ კამელიად, ცაში,
ანათებს ლაქა მზის!
სანტიაგოში წვიმს...
ბნელი ღამეების - ღამეული ფიქრები,
ბალახის ანარეკლი და სიზმრების ფარსი -
მთვარეს უქარგავენ პირს!
ხედავ, მოკირწლულ ქუჩებს ზევით,
ციმციმით, ეცემა ბროლი?!
ხედავ, გიგზავნის ზღვა
მტვრიან ქარს, სველს, სევდით?!
გიგზავნის შენი ზღვა ნესტიან სალამს...
მზეს დავიწყებია სანტიაგო
და ამ ჩემს გულშიც, დილიდან,
იმედი ცრემლებს მალავს!
Federico Garcia Lorca / Muerto de amor
ფედერიკო გარსია ლორკა / სიყვარულის გარდაცვალება
(სიყვარულისგან მკვდარი)
.
- ეს რა ანათებს, ნეტავ, შორიდან:
ამსიმაღლე და ასე კაშკაშა?
- უკვე თერთმეტი საათი გამხდარა, შვილო,
დროა დაუშვა ფარდები, დაკეტო დარაბა!
- ოთხი კოცონი ანთია, მგონი:
მონუსხულივით ვერ მომიშორებია თვალი!
- ალბათ, სპილენძის ჭურჭელს თუ
აპრიალებენ ამ გვიან ღამით!
შავლეგა ცაზე... მრუდედ გამოფენილიყო,
განმგმირავი ტკივილისგან ფერმიხდილი,
ნივრისკბილა მთვარე -
ყვითელ სამრეკლოებს
ქერა კულულებს რომ აპნევს...
ქუჩებში კი,
ფეხაკრეფით, დაიპარებოდა შუაღამე...
მხოლოდ დაკეტილ დარაბებთან
მშფოთვარებდა - ბორგვით!
თან დასდევდა გაავებული ყეფა,
ძაღლების ხროვის!
და ღვინის ქარვისფერი სუნი -
ღამეულ დერეფნებს რომ ირიბად სერავდა...
ქარის ნესტიანი ქროლა
და ხრინწიანი ჩურჩული ჩრდილის,
ღამის ძირძველი თაღის ქვეშ,
უეცრად, გაღვიძებულ შიშს
გულგრილად თესავდა!
ხარები სთვლემდნენ,
ვარდები იხრჩობოდნენ მირონში,
და მხოლოდ, ფანჯრის მიღმა,
ოთხი სხივი იფრქვეოდა - ცეცხლად,
როგორც მრისხანე წმინდა გიორგი!
უმანკო ყლორტებს მოეწყინათ სულ მთლად...
სისხლი კი,
უგულოდ, ფატრავდა ძარღვებს:
მოწყვეტილი ყვავილებივით - ჩუმად,
ნორჩი სხეულებივით - მწარედ!
ჭაღარა მდინარეები მიდუდუნებდნენ,
აცრემლებულნი,
დანისლული მთების უმძიმესი ტონით
და გაქვავებულ წამში იხლართებოდნენ
ბგერების ნაფლეთები, ნარჩენები დროის!
კედლების და აივნების ჩრდილებისგან
ღამე იდგა კუთხოვანი, თეთრად ამო...
ანგელოზები ფორიაქობდნენ!
ბოშები აკვნესებდნენ გარმონს!
- მე თუ მოვკვდები, დედა,
ნეტავ, ვინ გამიგებს ამას - ამქვეყნად?
ტელეგრამები ლურჯი,
შენ გაუგზავნე.
სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე, ყველას!
შვიდგზის კვნესამ -
შვიდი ჭრილობა ალისფრად ააკვნესა!
შვიდი ველური ყაყაჩოს ბრიალმა,
გაცრეცილი, დაბზარა მთვარეები -
სიბნელით გადაჭედილ ოთახებში...
და წამახული ნაწიბური - მოკვეთილი ხელის,
აბურდულ თმაში ჩაწნული
გვირგვინი ყვავილების!
ერთი ღმერთმა უწყის:
სად გადმოხეთქა ცრუ ფიცის ზღვამ
და როგორ ჩამოიქცა ზეცა,
გამაყრუებელი, გრიალ - თქეშით...
თუ რა მოხდა, რაც მოხდა მაშინ,
როცა ღამის ჭერმაღალ დარბაზებში
ტიროდა ცეცხლი!
"ყველაზე სევდიანი სიხარულია: იყო პოეტი!
დანარჩენი არაფერია სათვალავში ჩასაგდები...
და მათ შორის სიკვდილიც!
მე თვითონ კი,
როცა ჩემი დრო მოვა,
ვისურვებდი მხოლოდ ერთს - დარჩენას!
რომ ჩემი სხეული დამარხონ ბაღში...
და თუ, რადგანაც, არ მიწერია ზეცა -
(ბოლოს და ბოლოს, ზეცაში რა დამრჩენია?!)
დაე, ვიქცე მიწად!" / ფედერიკო გარსია ლორკა
Роберт Рождественский / Эхо любви
რობერტ რაჟდესტვენსკი / სიყვარულის ექო
.
გაანათებს ზეცას ვარსკვლავების მტვერი
და ყლორტებს ამოიყრის დედამიწა...
მე შენს ხმას გავიგებ, თუნდაც,
სიშორიდან - ათასი ვერსის!
ჩვენ ვართ ექო... ჩვენ ვართ ექო...
ჩვენ ხანგრძლივი ექო ვართ ერთმანეთის!
ჩვენ ვართ ექო... ჩვენ ვართ ექო...
ჩვენ ყველაზე ხანგრძლივი ექო ვართ ერთმანეთის!
და მე, რა შორსაც არ უნდა ვიყო,
გულით შენს გულს რომ შევეხო - მარტივია, იცი!
აი, ისევ სიყვარულმა მიგვიხმო ღრუბლებს ზევით...
ჩვენ ვართ გრძნობა... ჩვენ ვართ გრძნობა...
ჩვენ მარადიული გრძნობა ვართ ერთმანეთის!
ჩვენ ვართ გრძნობა... ჩვენ ვართ გრძნობა...
ჩვენ სათუთი გრძნობა ვართ ერთმანეთის!
და თვით მხარეშიც კი, უკუნი ბნელეთის;
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს იქით...
რომ არ დავშორდებით - მე ეს ვიცი!
ჩვენ ვართ ხსოვნა... ჩვენ ვართ ხსოვნა...
ჩვენ საუკუნო ხსოვნა ვართ ერთმანეთის!
ჩვენ ვართ ხსოვნა... ჩვენ ვართ ხსოვნა...
ჩვენ მარადი ხსოვნა ვართ ერთმანეთის!
ჩვენ ვართ ექო... ჩვენ ვართ ექო...
ჩვენ ხანგრძლივი ექო ვართ ერთმანეთის!
ჩვენ ვართ ექო... ჩვენ ვართ ექო...
ჩვენ ყველაზე ხანგრძლივი ექო ვართ ერთმანეთის!
პეტრე გლადილინი / ძაფი (Петр Гладилин / Ниточка)
.
ბავშვები... ბავშვები... ბავშვები... ცაში უშვებენ ფრანს...
და რაც უფრო ზევით მიფრინავს, მით მეტად ახარებს თვალს!
იყურებიან ზევით... მაღლა... სულ მაღლა - მაღლა;
ისინი - ქვემოთ რომ დადიან და ისინიც - სახურავზე რომ დგანან!
ამ დღენათელ შემოდგომას შენ მე ეს რა დამმართე -
გულზე ძაფი შემაბი და ამისროლე ზეცამდე!
და მე, გამობმული ძაფზე, მივფრინავ... ძაფზე გამობმული მივფრინავ!
სიხარულისგან თან მაჟრჟოლებს... სახეზე კი, ღიმილი მიბრწყინავს!
უფრო ზევით ავფრინდი: ღმერთო ჩემო, მიშველე!
და შევფრინდი ზეცის გულში - ცა კუშტ მზერას მიღერებს!
მე შენს თვალებს ვეღარ ვხედავ, ვეღარც სახეს ვარჩევ...
ღრუბლებს ქვემოთ... ნიბლია... ეტოლება მართვეს!
ამ დღენათელ შემოდგომას შენ მე ეს რა დამმართე -
გულზე ძაფი შემაბი და ამისროლე ზეცამდე!
და მე, გამობმული ძაფზე, მივფრინავ... ძაფზე გამობმული მივფრინავ!
სიხარულისგან თან მაჟრჟოლებს... სახეზე კი, ღიმილი მიბრწყინავს!
ხოლო ერთხელ, განთიადზე, გაწყდა ძაფი...
ჩემს ზურგსუკან ჩაირაზა ჭიშკარი!
აღარა ვარ გამობმული ძაფის წვერზე - უკვე ისე მივფრინავ...
ტკივილისგან მაჟრჟოლებს და სახეზე კი, კვლავ ღიმილი მიბრწყინავს!
ამ დღენათელ შემოდგომას შენ მე ეს რა დამმართე -
გულზე ძაფი შემაბი და ამისროლე ზეცამდე!
ვდარდობ... ვტირი... და სიამე ვერ მახარებს ვერცერთი!
ვერ დავქრივარ ქარდაქარ, ვერ დავქრივარ, ახლა უკვე ვეცემი!
ბავშვები... ბავშვები... ბავშვები... ცაში უშვებენ ფრანს...
და რაც უფრო ზევით მიფრინავს, მით მეტად ახარებს თვალს!
იყურებიან ზევით... მაღლა... სულ მაღლა - მაღლა;
ისინი - ქვემოთ რომ დადიან და ისინიც - სახურავზე რომ დგანან!
White Swans...
Lolly Jane Blue / White Swan
ლოლი ჯეინ ბლუ / თეთრი გედი
.
თეთრო გედო,
შენი ფრთის ქვეშ შემიფარე!
ფაფუკი ბუმბული საბნად დამაფარე!
ტბა გადავცუროთ მე და შენ ერთად -
ტალღების ნაირფერ კამკამზე
ვუმზიროთ ღრუბლების პენტვას!
მინდა დავივიწყო საიდან მოვდივარ...
საითკენ მივდივარ - სულაც არ ვიცოდე ნეტავ!
თეთრო გედო,
თეთრო გედო,
შენი ფრთების ქვეშ საიმედოდ დამმალე!
ფაფუკი ბუმბული საბნად გადამაფარე!
მოციმციმე ნამცეცები, ზეცის, თავზე გადმომაყარე!
ტბის ზედაპირს გაანათებს
შუქ-ჩრდილები მოფარფატე ფრთების;
თითქოს და,
შუქურის იყოს ბრწყინვა - ღამის უკუნეთში...
თითქოს და, სარკე იყოს სულის შენი...
თეთრო გედო,
თეთრო გედო,
გული დარდითა მაქვს სავსე
და არ მსურს ეს გული -
საერთოდ ყველაფრის გამო!
არასდროს არ მინდოდა აქ ყოფნა:
აქაური სიმწარის, რომ გამეგო გემო!
ამ შავბნელ სიჩუმეში
ვერ ვიძინებ,
თეთრო გედო!
Federico García Lorca / Preludio
ფედერიკო გარსია ლორკა / პრელუდია
.
დაკოდილი ხარი...
აუჩქარებლად,
წამწამებს დახრის
ზაფხულის ხვატში!
ეს... პრელუდია გრძელდება
ღამის!
Junichiro Tanizaki / Tatuaje
ძიუნიტირო ტანიძაკი / სვირინგი
იმ დროში, ქარაფშუტობა ითვლებოდა უშუალო ხასიათის სირბილედ და ცხოვრება იყო უფრო მარტივი... გაცილებით მარტივი, ვიდრე დღეს - გაუთვალიწინებელი მოვლენებისა თუ რადიკალური ცვლილებების ეპოქაში!
დიახ, იყო ისეთი გადაპრანჭული დღესასწაულების საუკუნე, როცა მჭევრმეტყველება, უდარდელი - მაამებელი მასხარებისა, გავლენიანი ხალხის გუნება-განწყობისთვის იყო განკუთვნილი და რაღა თქმა უნდა, სასახლის კარის დიდებული ქალბატონებისა თუ გეიშების გასამხიარულებლად, ხოლო სათაყვანო გმირები: სადაკურო, ძირაია და ნარუკამი, ილუსტრირებული რომანების ფურცლებზე (ისევე, როგორც თეატრალურ წარმოდგენებში), ქალებს ანსახიერებდნენ...
Ernest Hemingway / Cat In The Rain
ერნესტ ჰემინგუეი / კატა წვიმაში
სასტუმროში სულ ორი ამერიკელი იყო და ისინი არცერთ მათგანს არ იცნობდნენ, ვისაც კიბეებზე ხვდებოდნენ, როდესაც საკუთარ ნომერში ადიოდნენ...
ოთახი მეორე (ბრიტ. მესამე) სართულზე ჰქონდათ, რომელიც ზღვას გადაჰყურებდა:
ფანჯრიდან, ასევე, მოსჩანდა ქალაქის პარკი (ცენტრში ომის მონუმენტით) მაღალი პალმებითა და გრძელი, მწვანე, სკამებით... კარგ ამინდში იქ ყოველთვის შენიშნავდით რომელიმე მხატვარს - გაშლილი მოლბერტით!
(მხატვრებს მოსწონდათ ხედი: უზარმაზარი პალმებით და სასტუმროების ფერად-ფერადი ფასადებით, რომელებიც ბაღებსა და ზღვას გადმოჰყურებდნენ)...
იტალიელები საიდან აღარ ჩამოდიოდნენ ომის მონუმენტის მოსანახულებლად: იგი ბრინჯაოსგან იყო ჩამოსხმული და წვიმისგან, სულ მთლად, ლაპლაპებდა!
Federico García Lorca / Canción del jinete
ფედერიკო გარსია ლორკა / მხედრის სიმღერა
.
კორდობა
შორეულია და მარტოდმარტოა ქვეყანაზე!
ჩემი შავი ცხენი... ცაზე სავსე მთვარე...
და საგზლად, ზეთისხილი უნაგირის კავზე!
თითქოს გზა კი ვიცი, მაგრამ მაინც
ვერ მიმიღწევია კორდობამდე!
ზენა ქარის ქროლა ზედ - ზეგანზე!
შავი ცხენი... წითელი მთვარე...
და თვით მიქელ-გაბრიელი:
კორდობის მაღალი კოშკიდან რომ
ავად მიბრიალებს თვალებს!
ოჰ, გზა უსასრულო!
ოჰ, ჩემი უშიშარი ცხენი მოიშუშებს, კვლავ, იარებს...
ოჰ, მე სიკვდილს გადავყრილვარ უწინ,
ვიდრე თვალს შევავლებ კორდობის ტანად თაღებს!
კორდობა
შორეულია და მარტოდმარტოა ქვეყანაზე...
Филипп Киркоров / Снег
Philip Kirkorov / Snow
.
Why so cold is snow - it leaves your tracks?!
Why around the circle all runs?!
Where you running away from me - again?!
Don't lets me sleep - till morning... the melted snow is water... ever...
But you must know one thing... I love you forever!
Don't lets me sleep - till morning... the melted snow is water... ever...
But you must know one thing... I love you forever!
Why light of stars in the shadow barely seen?!
Wind brought the rain's tears, but I don't it need!
I unlearn: how to look - into the distance...
I unlearn: how to count days - even...
And how is February loves - I unlearn!
Cause... it took away you forever!
I unlearn: how to look - into the distance...
I unlearn: how to count days - even...
And how is February loves - I unlearn!
Cause... it took away you forever!
Contact is break - when is false... When is darkness - falling asleep...
And when is the body shiver - it make crazy!
If you want to go - go on!
If you want to forget - forget it!
But you should know, that at the end of path... will not return - no part!
If you want to go - go on!
If you want to forget - forget it!
But you should know, that at the end of path... will not return - no one!
You should know, that at the end of path... will not return - no one!
Марыля Родович / Кони Привередливые(Владимир Высоцкий)
Maryla Rodowicz / Finicky Horses(Vladimir Vysotsky)
.
Along the cliff - over the precipice...
According to the most on the edge...
I will lashing my horses -
will quilting and running them away!
There's some air for me - I feel alone...
I'm drinking wind!
I'm swallowing fog!
I'm smelling with baneful delight -
how I'm falling of...
I'm falling of...
A little slower, horses!
A little slower!
Don't listen to stiff whip!
But that the finicky horses I have got...
I could not be in time for life whole!
I'll be not in time for my song end!
I'll satiated the horses!
I'll finish sing this verse!
A bit yet I'll standing on the edge...
I'll disappear as fuzz -
storm will sweep me out the palm!
And in sleigh into a canter,
in morning, me on the snow will entail...
You, with a leisurely walk -
go on, my horses, go on!
A bit yet, but extend -
the path to the last port...
A little slower, horses!
A little slower!
Aren't cursors for you this whip and knout...
But that the finicky horses I have got...
I could not be in time for life whole!
I'll be not in time for my song end!
I'll satiated the horses!
I'll finish sing this verse!
A bit yet I'll standing on the edge...
We could be in time for visit to God -
don't happen delays!
And what with such evil voices -
there are singing the angels?!
Or this bell...
whole choked from sobs?!
Or I'm shouting to the horses,
that were not carrying sled so prompt?!
A little slower, horses!
A little slower!
I beseech you: not to fly off at a gallop!
But that the finicky horses I have got...
I could not be in time for life whole!
So, at least... I would my singing to end...
I'll satiated the horses!
I'll finish sing this verse!
A bit yet I'll standing on the edge...