top of page

კარი  პირველი:
აქა  ამბავი, ხელმოცარულის  მაძიებლისა!... :O)

 

ჩემგან  ექსკლუზიური  პრიზი იმას, ვინც "მიპასუხებს" ერთ  რიტორიკულ  კითხვაზე: ამ  ვითომ-ქართველებს  ჰორმონალური  პრობლემები  რატომ  აქვთ, თანაც  ასე  ქრონიკულად - მოურჩენელი?!... :O)

მოკლედ, მთელი  ინეტი  გავცვითე  ძებნა - ძიებით  და  უბრალო, ჩვეულებრივ  ლიტერატურულ  საიტს  ვერ  მივაგენი (უჩვეულო - არაჩვეულებრივზე  არც  მიოცნებია)...
საკვირველია  პირდაპირ  და  აი, რატომ:
მაგალითად, რა  სახის, ფერის, ფორმისა  თუ  ტიპის  რუსული  საიტი  არ  არსებობს: პროზა.რუ, პოეზია.რუ, სტიხი.რუ, ასეთი.რუ, ისეთი.რუ... დამხმარე  რუ-ებიც  კი  არსებობს, სადაც რითმების (სარითმო  წყვილების) ბაზა დევს... ერთი  სიტყვით, ჟივი  ი  რადუისია!... ;)
დარეგისტრირდი 2-წუთში, შემდეგ: დღეში, თუ  გინდა, 100  ნაწარმოები  გამოაქვეყნე  და  თუ  გინდა, მილიონი! - რა  პრობლემაა?!...
არავისთან  არ  გჭირდება: შეთანხმება, დათანხმება, დამოწმება, უფლების  მიცემ-მოცემა, მოდერაცია (მინიმუმ 3-დღიანი  ლოდინი) და  ა.შ...

გარდა  ამისა, ყველა  ნაწარმოები  შეგიძლია  ინდივიდუალურ  გვერდად  ჩატვირთო, გააფორმო  ლამაზი  ილუსტრაციებით  და  თან, ყოველ  მათგანს  ეძლევა  პუბლიკაციის  მოწმობა - თავისი  უნიკალური  ნომრით... აგრეთვე, გენიჭება  საპრიზო  ქულები, რაც  იგივე  ვირტუალური  ფულია, რომელიც  შეგიძლია  გამოიყენო, მაგალითად, საკუთარი  ნამუშევრის  რომელიმე  ალმანახში  გამოსაქვეყნებლად (გთავაზობენ  სხვადასხვა  ლიტერატურულ  ალმანახს, სადაც  შეგიძლია  ნაწარმოების  გამოქვეყნება), ან  წიგნის  გამოსაცემად  გამოიყენო...
ანუ: საიტზევე  შეგიძლია  შეუკვეთო  ტირაჟი, ყდა (აირჩიო  ხარისხი  და  გაფორმება), თაბახის  ფურცელი (აირჩიო  ხარისხი, ზომა  და  ფორმატი)... მოკლედ, რა  გინდა  სულო  და  გულო; დაგიბეჭდავენ  და  ფოსტით  გამოგიგზავნიან...

ერთი  სიტყვით, მაგარია  რა; მარტივი, მოსახერხებელი  და  ძალიან  კომფორტული!

ჩვენ  კიდევ, რა  გვჭირს  ასეთი  უსაშველო?!... მეტი  საქმე  არა  აქვთ  ქართული  ლიტ. პორტალების  მოდერატორებს? - ყველა  მოცლილის  ნაბოდვარს  რომ  კითხულობენ  და  აფასებენ?!... :O)
ესე  იგი, გამოდის  რომ, თუ  ადამიანი  თავისთვის  წერს  რაღაცას, მაგალითად  ერთობა: არც  აკაკი  წერეთელია  და  არც  ვაჟა-ფშაველა... ნუ, დარეგისტრირდა  რომელიმე  საიტზე... შემდეგ  კი, თავის  საკუთარ  გვერდზე  წეროს  და  იკითხოს  რაც  უნდა! - ვისი  რა  მიდის?!... :O)
საიტის  რეიტინგს  ხომ, ამაღლებს... მასალას  ხომ, დებს... ხალხს  ხომ, გირთობთ (თუ  კომენტარებსაც  აკეთებს, მით  უმეტეს) და  სხვა  რა  ჯანდაბა  გინდათ?!... :O)

იმაზე  აღარაფერს  ვამბობ... ქართული  ტესტ - ჰოსტინგი, რომ  საერთოდ  არ  არსებობს!... :O
მთელი  მსოფლიო  აშენდა  ამ  ინეტ. რესურსებით, ქართველებს  კი, დაუღიათ  პირი  და  ყლაპავენ  ბუზებს (ჰორმონალურ  პრეპარატებთან  ერთად, რაღა  თქმა  უნდა)... როგორც  ყოველთვის, ყველგან  და  ყველაფერში!... : /
ნეტა, რა  გვეშველება  საერთოდ?! (მე  კი  არა, მამა  ღმერთმაც  არ  იცის  მემგონი)... : /

ჯამში, "ადიოს_რა!" - გავიფიქრე  გულუბრყვილოდ, მაგრამ  რომ  მეგონა  დავემშვიდობე  ამაო  ძებნა - ძიებას, ზუსტად  მაშინ  მემომეყარა  გზად  მორიგი  ქართული  ლიტ. პორტალი  და  შესაბამისად, ერთობ  სავალალო!... :O
მხატვრულ - იგავურად  რომ  ვთქვათ: უხეიროდ  შეკოწიწებულ  ჭრელ  ფუთას  წააგავს, თან  ნახვრეტებიანს... ესკრემენტებით  სავსეს, რომელშიც, რაოდენ  უცნაურადაც  არ  უნდა  მოგეჩვენოთ, თვალ-მარგალიტიც  უხვად  მოიძებნება... ხოლო, რაც  შეეხება  ჩემს  შთაბეჭდილებებს, გამოგიტყდებით  და, შთაბეჭდილებებით  სავსე  ვარ, ასე  რომ, მოგახსენებთ, შეძლებისდაგვარად, დაწვრილებით... ;)

აქა  ამბავი, დოქტორის  ხარისხ-ში  აყვანილ  ლი-წერა-წურულ  სისხლის  აღრევასა  ზედა:

აქა  ამბავი, ნაშრომ-ნაღვაწისა  აღგვილისა  პირისაგან  მიწისა  ჰარაკპარაკსა  ზედა:

აქა  ამბავი  რელიგიასა  ზედა:

Екатерина Медичи

Глава I

Екатерина Медичи

Нострадамус

Глава II
Нострадамус

Царь Крез

Царь Крез

Манускрипт  Войнича

Манускрипт  Войнича

Кинорецензии

Кинорецензии

ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
10
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
ელექტრონული  დღიური
bottom of page