top of page

სილამაზის ეტალონი
.
ამჯერად ქართულ სილამაზეზე მინდა მოგახსენოთ... და დავიწყებ იმით, რომ რადგანაც მხოლოდ ადამიანს აქვს სილამაზის აღქმისა თუ ესთეტიკური ტკბობის განცდის უნარი, რამეთუ ერთადერთი მოაზროვნე ცხოველია, აქედან გამომდინარე, გონიერება ესთეტიკის პირდაპირპროპორციულია, შესაბამისად, რაც უფრო გონიერია კაცთა მოდგმის წარმომადგენელი - მით მკვეთრად გამოხატული ესთეტია!

ამასთან, ქართველებს გემოვნებაც განსაკუთრებული გვაქვს (დახვეწილი გემოვნება გენეტიკურად მოგვდგამს) და მეც, პირველ რიგში, თავად ვარ სილამაზის უდიდესი თაყვანისმცემელი: სილამაზის ნებისმიერი გამოვლინება ჩემთვის ერთგვარ სულიერ საზრდოს წარმოადგენს, უდიდეს სიხარულს მანიჭებს, უზომო აღფრთოვანებას მგვრის და ა.შ...

სილამაზე გახლავთ ერთობ ვიწრო ცნება: მკაცრი სტანდარტები და განსაზღვრული ჩარჩოები აქვს (მით უმეტეს, ადამიანის გარეგნობას)...
რამეთუ სილამაზის არსი, გაგება, განმარტება... ზედმიწევნით ზუსტად განისაზღვრება და თავისი კრიტერიუმებით ფასდება - შემოიფარგლება, ხოლო ულამაზობა (ან სიმახინჯე), პირიქით, ფართო ცნებაა, რადგან უამრავნაირი დარღვევის სახით გვხვდება, უთვალავნაირი ცდომილება არსებობს, შესაბამისად, საზღვრებგარეშეა, ამიტომ, ხშირად, სილამაზესთან არაფერი აქვთ საერთო მათ, ვისაც ხალხის მასები "ლამაზს" და "ულამაზესს" უწოდებენ!
(მეტიც, გაოცებისგან პირი ღია დამრჩენია, ისეთ უხეიროდ გამოჩორკნილებზე გაიძახიან: ულამაზესიაო)...

ეს გამიზნულადაც ხდება და უვიცობის გამოც:
გამიზნულად ცრუობენ უშნოები და შურიანები, რომლებიც შეუხედავების ქება-დიდებით საკუთარ თავსაც აქებ-ადიდებენ და შურით დაბოღმილები ნამდვილ სილამაზესაც აუფასურებენ (თავისი მოკლე ჭკუით)... ხოლო ბრიყვები, რასაც კი ყურს მოჰკრავენ, ყველაფერს თუთიყუშებივით იმეორებენ!
(მათ მეტი არც მოეთხოვებათ)...

საქმეც იმაშია, რომ სილამაზის განმარტება გახლავთ მოკლე და კონკრეტული:
ეს არის სიმეტრიები, პროპორციები და ამ სიმეტრიული პროპორციების შეხამება - ჰარმონია (ანუ სიმეტრიებისა და ზუსტი პროპორციებისგან შემდგარ - შეხამებული, ჰარმონიული კომპოზიცია)...

აუცილებლად ერთი მთლიანობა, აუცილებლად სრულყოფილება, რადგანაც პროპორციებში არსებული ხარვეზები, თუ სიმეტრიებში - დარღვევები, როგორ კარგადაც არ უნდა ეხამებოდნენ ერთმანეთს - ეს უკვე სილამაზე აღარ არის, სულ სხვა ეპითეტები შეეფერება: შესაძლოა იყოს სიმპათიური, სასიამოვნო, მიმზიდველი, მომხიბვლელი, საყვარელი, "მშვენიერია, რას ერჩი?!", "წავა პივაზე!" და ა.შ...

ხოლო მკვეთრად გამოხატული დისპროპორცია, ასიმეტრია და დისჰარმონია - უკვე არის სიუშნოვე!

აგრეთვე, უდიდეს სისულელედ მიმაჩნია კამათი იმაზე: ვინ უფრო ლამაზია (ან რა უფრო ლამაზია), რადგანაც სილამაზე არის სილამაზე!

ეს იგივეა იკამათო, რომელი ყვავილი უფრო ლამაზია: ვარდი, ორქიდეა თუ სხვა დანარჩენი?!
ან რომელი პეიზაჟი სჯობს: ტროპიკული, სუბტროპიკული თუ სხვა დანარჩენი?!

ვინაიდან სილამაზის ნებისმიერი გამოვლინება არის თავისთავადი, არსებული მშვენიერება... უბრალოდ, მის ნებისმიერ გამოვლინებას თავისებური ხიბლი აქვს, ხოლო ერთი ტიპის სილამაზე მეორზე ლამაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება: თუ რამდენად სრულყოფილია ერთი მეორესთან შედარებით!
(ანუ მეტოქეებს შორის - რომელს უფრო მეტი ნაკლი აღმოაჩნდება: თუ რომელი მათგანია ყველაზე ახლოს ეტალონთან)...

და ყველაზე დიდ იშვიათობას, ზუსტადაც, სრულყოფილება წარმოადგენს!
(იდეალური სიმეტრიები და იდეალური პროპორციები)...

მაგალითად, უიშვიათესია სარკისებრი სიმეტრიები: იდენტური ცხვირის ნესტოები, იდენტური ყურის ნიჟარები, იდენტური პროფილი (მარჯვენა-მარცხენა) და ა.შ....
(ნებისმიერი ნაკვთი, ნებისმიერი სხეულის ნაწილი, რომელიც წყვილად გვაქვს)...

საუბარია, მხოლოდ, სილამაზით განთქმულ ქალებზე, თორემ ულამაზო ადამიანს ყველა ნაკვთი და სხეულის ნებისმიერი ნაწილი ასიმეტრიული აქვს, როგორც წესი!

ასევე დიდ იშვიათობას წარმოადგენს სიმეტრიული კიდურები, ფალანგები, სახისა და სხეულის ცალკეული ნაწილები, შესაბამისად, იშვიათად რომ ლამაზ ქალს ჰქონდეს ლამაზი ყურის ნიჟარები (ამასთან იდენტურიც), ან ლამაზი ხელ-ფეხის მტევნები...

ერთი სიტყვით და ორი გაგებით, მოკლედ და კონკრეტულად, ამასთანავე მხატვრულად რომ ვთქვათ: სილამაზე გახლავთ ფიბონაჩის ოქროს კვეთა!
(ანუ სილამაზის საზომი, ეტალონი, ბუნების შედევრი, სრულყოფილება და ასე შემდეგ)...

ნიცშესი არ იყოს: "Совершенная женщина есть более высокий тип человека, чем совершенный мужчина, но и нечто гораздо более редкое!"...
(რადგანაც მამაკაცის სრულყოფილი გარეგნობის მიმართ გაცილებით ნაკლები მოთხოვნებია და სულ სხვა კრიტერიუმებში ჯდება)...

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ყურის ნიჟარებიც იშვიათობას წარმოადგენს - მაინც მინახავს!
(მაქვს კოლექციაში ფოტოები: ორად ორი მომიპოვებია, როგორც აღმოჩნდა)...

ლამაზი ხელებიც მინახავს: ინეტში მოპოვებული რამდენიმე ვარიანტი მაქვს კოლექციაში, მაგრამ უამრავჯერ მინახავს ქართველი ქალის და მამაკაცის ისეთი ლამაზი ხელის მტევნები, რომ თვალი ვერ მომიშორებია (სამწუხაროდ, ფოტოს გადაღება აზრად არ მომსვლია)... ხოლო იმდენად, რამდენადაც მე სილამაზის არანაირი გამოვლინება არ გამომეპარება, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისეთი ლამაზი და დახვეწილი ხელის მტევნები, როგორიც ქართველების უმრავლესობას აქვს - იმდენად იშვიათად გვხვდება სხვა ეთნოსის წარმომადგენლებში, რომ რა გითხრათ!
(მაგალითად, ზოგიერთი ეთნოსის წარმომადგენლებში გამონაკლისის სახითაც არ გვხვდება)...

ქართული სილამაზის უამრავი ნიმუში მაქვს მოგროვებული და გამოქვეყნებასაც ვაპირებ, ასე რომ, ფოტოალბომებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ...
(აგრეთვე, ცალკე მინდა გავაკეთო ალბომი - სადაც დავდებ ქართული ცხვირების ფოტოებს)...

ეს ხალხი იმ დონეზე აფრენს, რომ წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოიტანეს მსგავსი სისულელე: ქართველებს დიდი და უშნო ცხვირები აქვთო!... :O)

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ამ მონაჩმახს სხვებზე ხშირად და დაბეჯითებით აღმოსავლეთ სლავები იმეორებენ, რომელთაც, როგორც წესი, მაუზერებიც ადევთ სახეზე და ამასთან უშნო - უფორმოც!
(რამეთუ მაუზერიც სხვადასხვანაირი არსებობს, აქედან გამომდინარე, ერთობ მოხდენილი მოზრდილი ცხვირებიც მინახავს და უშნო - პატარებიც)... ;)

გარდა ამისა, ისეთ უშნოებზე გაიძახიან "красивая" და "очень красивая"ო, რომ პირდაპირ სასაცილოა!... :D

რომ ჰკითხო, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები გვყავსო (ამდროს, ორიოდე ლამაზი ქალი თუ ჰყავთ ამხელა უშველებელ: რუსეთ - უკრაინა - ბელორუსიაში), მაგრამ ფილმებშიც კი, ისეთი უშნო ქალებს იღებენ, რომ უამრავჯერ გამომირთავს ვიდეო სწორედ ამის გამო, რამეთუ ჩემთვის, როგორც ნამდვილი ესთეტისთვის, უსახურობა შემაწუხებელია!
(სხვათა შორის, კომენტებში შეგიძლიათ იხილოთ, იმ უშნოებზე თუ როგორ გაიძახიან: "красивая" - "очень красивая"ო, მაგრამ ყველაზე კომიკურად მაინც ის გამოიყურება, როდესაც სიუჟეტის მიხედვით ულამაზეს გმირებზეა საუბარი ან საბედისწერო ქალზე, რომლებსაც, რატომღაც, ისეთი უშნოები თამაშობენ, რომ რა გითხრათ)... :O)

ახლა რაც შეეხება, კერძოდ, ჩემს კოლექციას...
მაქვს ლამაზი სახეები, ცალკეული ნაკვთები, სხეულის ცალკეული ნაწილები, მაგრამ ჯერაც ვერ მივაგენი:

ვერც სილამაზის ეტალონს: 90X60X90
(აქ სანტიმეტრებზე არ გახლავთ საუბარი, რამეთუ გარშემოწერილობა სიმაღლესთან შეფარდებითია... შესაბამისად, მკერდისა და თეძოს გარშემოწერილობა უნდა იყოს იდენტური, ხოლო წელის - 30 სანტიმეტრით ნაკლები)...

ვერც ლამაზ ფეხის ტერფებს მივაგენი და თუ ვინმეს მოგეპოვებათ - მაჩვენეთ, მართლა ძალიან მაინტერესებს!

მე მგონი, ბუნებაში არც არსებობს, მაგრამ ერთ ქართველ მზეთუნახავს მაინც აქვს: იდეალური პროპორციებიც და არნახული სილამაზის ფეხის ტერფებიც!

მაგალითად, ძალიან მიყვარს ტანიძაკის "სვირინგი", მაგრამ გულიანად გამეცინა მასში აღწერილი ფეხის ტერფების გამო, რამაც მთავარი გმირი მონუსხა!... :D

გაცინებით-კი იმან გამაცინა, რომ გამორიცხულია: აზიატს (მით უმეტეს, მონგოლოიდს) ჰქონდეს ლამაზი კიდურები, ლამაზი ტანი, ხელ-ფეხის ფალანგები ხომ, საერთოდ გამორიცხულია, გამონაკლისის სახითაც არ ექნება!

ამიტომ, მწერალს შესაძლოა ნანახიც არ ჰქონდა მსგავსი არაფერი და ალბათ, მარტოოდენ თავისი ფანტაზია აღწერა, ხოლო მე, მისმა ფანტაზიამ, ამ ჩვენი ქართველი მზეთუნახავის ტერფები გამახსენა!
(ასე რომ, ქართული სილამაზისთვის, თავისდა უნებურად, იაპონელ მწერალსაც შეუსხამს ხოტბა)... ;)

მეც უამრავი რამ მითქვამს მისი სილამაზის შესახებ: როდესაც სიუჟეტში მჭირდება ულამაზესი ქალი - ამ ჩვენს მზეთუნახავს აღვწერ (გარეგნულად თუ შინაგანად) და ეგ არის, საქმეც მოკვარახჭინებულია, ასე რომ, ჩემი უამრავი გმირის უზუსტესი ასლია!

და იმდენად, რამდენადაც ბევრი ვუტრიალე, ბევრი ვუკირკიტე, მაგრამ ნაკლი მაინც ვერ ვუპოვე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენი პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალბატონი გახლავთ ტომით ქართველი, რაც, რაღა დაგიმალოთ და, ეგზომ მახარებს - მეამაყება!
(ერთი ქართულ ენას ვუტრიალე ყოველი მხრიდან და ნაკლი ვერ ვუპოვე, ხოლო მეორე ქართულ სილამაზეს)... ;)

ბატონი კონსტანტინე ბრძანებს: "ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები."ო, მაგრამ მთელი უბედურებაც ზუსტად ამაშია, რომ იმ "ყვავებიდან" ერთი მაინც არის ქართველი?!

ამიტომაც, დარწმუნებული ვარ: ნებისმიერ ქართველს გაახარებს საამაყო ქართველი, ხოლო ყვავებს გაამწარებს და მწარედ ააჩხავლებს, აბა რას იზამს?!... ;)

გარდა ამისა, ვთვლი, რომ ბედნიერი ადამიანების ყურებას არაფერი სჯობს, რადგან ბედნიერი ადამიანი სიმშვიდეს, სიკეთეს და სიხარულს ასხივებს, ხოლო ვინც ნაკლებად ბედნიერია - მით მეტად დათრგუნული, აფორიაქებული, გაღიზიანებული, გულდაწყვეტილი და გაბოროტებულია!

ამიტომ უზომოდ მეცოდება ყველა, ვისაც მშვენიერებას უსახურობა ურჩევნია, უნაკლობას - ნაკლოვანება, ნათელ ჭკუა-გონებას - ჭკუამოკლეობა, ხოლო კეთილშობილებას - უგვანობა!
ვისაც ბედნიერი ადამიანის ყურება ამწუხრებს (სხვისა სიკეთესა ზედა), სხვისი უბედურება კი ახარებს...

იმიტომ მებრალებიან, რომ სამწუხაროდ, ეს მათ ძალას აღემატება, რამეთუ რაც უფრო დაბალი დონის და შეუგნებელია კაცთაგანი, მით უფრო შურიანი და ბოღმიანია, რამეთუ თვითშეფასებაც უმდაბლესი ექნება, რასაც, შესაძლოა, ვერც კი აცნობიერებდეს!
(რადგანაც მხოლოდ ქვეცნობიერად გვესმის ნებისმიერი ჭეშმარიტება, თან მთელი თავისი სიგრძე-სიგანით)...

შესაბამისად, რაც უფრო მაღალი კულტურა - თვითშეგნების მქონეა ადამიანი, მით ნაკლებად იქნება შურისგან გულგასიებულ - დაბოღმილი, რამეთუ თვითშეფასებასც უმაღლესი ექნება!

ისიც ზედაპირულად, თორემ სიღრმისეულად: ვერც წარმოიდგენთ ეს რა საშინელებაა, რამეთუ გახლავთ ანომალია, ნორმიდან გადახრა და სრულიად არაბუნებრივია!

თავისი არსით იგივეა, იმდენად ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, როგორც, მაგალითად, ის, რომ ადამიანმა კეთილდღეობას გაჭირვება ამჯობინოს, ფუფუნებაში ცხოვრებას გაძაღლებული ყოფა არჩიოს, რაც, მოგეხსენებათ, გამორიცხულია, ვინაიდან და რადგანაც, ერთი მხრივ, დავუშვათ, საუბარია კატეგორიაზე, რომელსაც არანაირი გემოვნება არ გააჩნია, ან უფრო უარესი, ყველაფერს უკუღმა აღიქვამენ: კარგი მათთვის ცუდია, შესაბამისად, სილამაზეც - ულამაზობაა, მაგრამ თუ ასეა, მაშინ ლამაზი პეიზაჟი განურჩევლად ყველას რატომღა ურჩევნია ნაგვსაყრელს, ხოლო ყვავილები (მშვენიერება) განურჩევლად ყველას რატომღა ურჩევნია ეკალ-ბარდებს?!

ან ახალი, ლამაზი ტანსაცმელი განურჩევლად ყველას რატომღა ურჩევნია ძონძებს?!
(ზუსტად იმიტომ ვირთვებით, იმიტომ ვიწყობთ სახლ-კარს, რომ უზომოდ გვახარებს ლამაზი ნივთების ყურება - გამოყენება, თორემ უსახურობა რომ გვიხარებდეს გულს, თავს რატომღა შევიწუხებდით?!)...

ნუთუ არსებობს ისეთი გამონაკლისი - გომურში ცხოვრება რომ ერჩიოს კეთილმოწყობილ - მყუდრო ბინას?!
(რაღა თქმა უნდა, არ არსებობს)...

აქედან გამომდინარე, ის ვინც შავზე უტიფრად იძახის თეთრიაო: ურცხვად ცრუობს!
(როგორც წესი, საკუთარ თავზე ამბობს: რადგან მე თეთრი ვერ ვარ - შავი ვარ, ამიტომ თეთრც შავიაო)...

ზუსტად ამის გამო აქებენ უნიჭოები უნიჭობას, უშნოები - სიუშნოვეს და ა.შ...
(ამახინჯებენ-რა, თავიანთი სიცრუით, არსებულ სინამდვილეს)...

ქართველებს, მით უმეტეს, როგორც უკვე აღვნიშნე, გენებში გვაქვს დახვეწილი გემოვნება, აქედან გამომდინარე, სილამაზის შეფასება - დაფასება ჩვენი მოგონილია და როგორც უკვე აღვნიშნე, თავადაც ვგიჟდები ლამაზ, ჭკვიან თუ კეთილშობილ ხალხზე:

რამეთუ სილამაზე თვალს მიხარებს - აღტაცებას მგვრის, ნათელი ჭკუა-გონება - ნიჭიერება გულს მიხარებს - აღტაცებას მგვრის, ხოლო კეთილშობილები გულს მიხარებენ, სულს მიამებენ და იმედს მინერგავენ, რამეთუ მათ იმედად ვართ: ჭირშიც და ლხინშიც, თორემ უვარგისების იმედად ყოფნას მტერსაც არ ვუსურვებ!

ან კიდევ, რა გვეშველებოდა გენიოსები რომ არ დაბადებულიყვნენ, რომლებიც იმისთვის დაიბადნენ, რომ ჩვენთვის გადმოეცათ ფასდაუდებელი ცოდნა - გამოცდილება, რამეთუ წარმოდგენაც მზარავს - რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მათ გარეშე!

ან კიდევ, ჭკვიანი ხალხი რომ არ იბადებოდეს რა გვეშველებოდა?!
(არც არაფერი; პირველყოფილ ველურებად დავრჩებოდით დღემდე, რამეთუ ჩვეულებრივი ადამიანები ერთმანეთისგან არაჩვეულებრივს რას ისწავლიდნენ?!)...

ხოლო კეთილშობილებაში მთლად თავმოყრილ - გაერთიანებულია სილამაზეც და ჭკუა-გონებაც, რამეთუ ეს გახლავთ: გასაოცარი სილამაზის შინაგანი სამყარო და უდიდესი სიბრძნე!
(ვინაიდან, სილამაზე თავისი არსით გახლავთ: სიზუსტე, სისწორე, იდილია - ჰარმონია, სრულფასოვნება და ასე შემდეგ)...

ერთი სიტყვით, ნოველა ეძღვნება ქართულ სილამაზეს, რომელსაც ანალოგი არც აქვს და არც ჰყავს:
http://surl.li/aalvs

როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალბატონი "ფერია" გახლავთ უამრავი ჩემი გმირის პროტოტიპი და ყველას თუ არა, ორიოდე მათგანს მაინც წარმოგიდგენთ:

Миледи
https://proza.ru/2019/11/02/1874

Эльма-нур
https://proza.ru/2019/02/05/1713

ეს მოთხრობა ჩემი მეგობრისთვის დავწერე, რომელიც სარეჟისოროზე სწავლობდა და საგამოცდოდ სჭირდებოდა!
(აუცილებელი პირობა იყო: ისტორიული სიუჟეტი - მოულოდნელი ფინალით)...

და რადგან, ამ შემთხვევაში, სიუჟეტის დიდი ნაწილი შეთზულია, მოთხრობის გმირი კი, სინამდვილეში, თანამედროვე ქართველი ქალბატონია (ვინაიდან გურჯი-ხათუნზე თითქმის არაფერია ცნობილი, ხოლო რაც, ვითომდა, "ცნობილია" იქიდანაც უმეტესობა ხალხის მოგონილია) - სახელები იმიტომაც შევცვალე!

ჩემი აზრით, როდესაც ნაწარმოებში ისტორიული გმირები მოიხსენიება... მაშინ ისტორიაც ზედმიწევნითი სიზუსტით უნდა იყოს ასახულ - გადმოცემული და მწერლის ფანტაზია მხოლოდ ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე უნდა იყოს აგებული, ამასთან მიმაჩნია, რომ თამარ ბაგრატიონზე ბევრად მეტი იქნებოდა წმინდა სისხლის ქართველი!
(მაგალითად, ქართველი გლეხის გოგო რომ ყოფილიყო მის ადგილზე, სამეფო კარზე აღზრდილი, ტოლს დაუდებდა კი არა, ვერცერთი ბაგრატიონი ვერ შეედრებოდა ვერაფრით)...

bottom of page