top of page

Federico Garcia Lorca / La realidad
ფედერიკო გარსია ლორკა / ცხადში
.
დედაჩემი კითხულობდა ჰიუგოს დრამას...
იფერფლებოდა, მწუხრში,
წაბლის შიშველი ფესვი...
ლელიანიდან გამოცურებული
წითური გედივით
ღაფავდა სულს მზე -
სასტუმრო ოთახის სიბნელის ფეხთით!
იანვრისგან შეჭირხლული მინდვრების
სუსხადენილ კვამლში -
მოაპობდა ცხვრების ფარას
მოჩვენება მწყემსის!
იმ დღეს, ალბათ, მალულად,
მე მოვწყვიტე ვარდი...
ალისფერი ვარდი -
ეკლიანი მზერით!
ელვარებდნენ ალაკრული აივნები...
ცეცხლოვანი გიზგიზებდნენ გრდემლნი!
bottom of page