top of page

სიყვარულის დღეს გილოცავთ, კსტაწი!...

ამჯერად შორიდან დავიწყებ...
შესავლის მაგივრად, თითქმის საუკუნის წინანდელი, არნახული სიყვარულის ისტორია უნდა გიამბოთ და ყური კარგად მიგდეთ!


საბედო
.

ახოვანი, თვალ-ტანადი, გრუზა ყმაწვილკაცი იყო, გოლიათი დაბადებულა, ლამის ექვს კილომდე, და გოლა დაურქმევიათ...

ოც წელს რომ გადასცილდა... "ამ ხნისა მოიყარეო!", "როდისღა უნდა დაოჯახდეო?!", "რაღას უდგეხარო?!" - ხან აქედან აძახეს, ხან იქიდან!

"შეძახილმა ხე გაახმოო!" და... ერთ მშვენიერ დღესაც: "ნეტა, სახლში ჯდომა რას მარგებსო?!" - გამოიყვანა ბედაური საჯინიბოდან, შეკაზმა...
დატრიალდა: საგზალ-სამგზავრო გაიმზადა, ჩაიცვა, დაიხურა, მოახტა ცხენს და საბედოს საძებნად გასწია!

მიჰქრის, მიაგელვებს ბედაურს და უცბად თვალი ჰკიდა ჩია კაცსა; თითქოს მიწიდან ამოძვრაო - ისე უცაბედად შემოეყარა...

შეაყენა ცხენი - "სალამს ვეტყვიო!"...
იმან კიდევ: "ჩამო, დაისვენე, ცოტაც წავიხემსოთო"...

გადაუხვიეს, იქვე, მწვანედ მობიბინე ჭალაკში, დასხდნენ უზარმაზარი კაკლის ძირში: დაისვენეს, მუხლი გამართეს, მოლზე სუფრა გაშალეს, პური გატეხეს და...
ჩიამ, "საით გაგიწევიაო?"
- "საბედოს საძებნადო!"

ჩიამ, "ძვალწვრილი ქალი არ შეირთო, სუსტი და აზიზი იქნებაო!"...
"ჯანიანი ნახე ვინმე, სახლ-კარს კარგად მიგიხედოსო!"...

"ისე, მართალია ეს კაციო" - გაიფიქრა სასიძომ...
"ეს რა სასარგებლო რჩევა მომცაო" - ეამა!

გააგრძელა გზა...

მიჰქრის, მიაგელვებს ბედაურს... მიადგა მდინარის განიერ ნაპირზე მომლოდინე ბორანსა და მწითურ მებორნეს...

- "ჩამოიქვეითე, მუხლი გაშალე, პურ-ღვინო დამიჭაშნიკეო" - მწითურმა...
- "აგაშენებს ღმერთიო!" - დაილოცა გოლა...

დასხდნენ იქვე, მებორნის ფანჩატურში, მოჰყვნენ ამ მთისას და იმ ბარისას...

მწითურმა: "საით გაგიწევიაო?"
სასიძომ: "საბედოს დავეძებო!"

- "თუ ასეა საქმე, ერთ სასარგებლო რჩევას მოგცემ და ყურად იღეო: გაუცინარი ეძებე, თვალჟუჟუნა - ღიმილიანი ქალი არ გამოგადგება... ქარაფშუტა, მატრაკვეცა და შარახვეტია იქნებაო!"

ვაჟი დაფიქრდა და: "ეს რა ჭკვიანური რჩევა მომცა, აბა, ქარაფშუტა ცოლი რა თავში სახლელად მინდაო?!"

ასე დასვენებულ - ნასადილებ - პატივნაცემ - დამოძღვრილი მოახტა ცხენს და გააგრძელა გზა...

წინ, ჯერ კოხტა კაცი შემოხვდა, წვერ-ულვაშ დაწკეპილი... და უშურველად დაარიგა: "უმზითვო ქალი არ მოიყვანო, მზითვიანი ეძებე, არ წააგებო!"

- "ეჰ, მთავარია გოგო მომეწონოს, იმის მზითევი რად მინდა?! - ქონებაც მაქვს და ცხოვრებაც! - ცოლის მზითევს დავხარბდეო?!"

კოხტამ კიდევ: "ზედმეტი ლუკმა ყელზე ვის დასდგომიაო?!"
"ისე, მართალია ეს კაცი და კაი გონიერი რჩევაც მომცაო!" - ამ ჩვენმა...

მერე ქოსა შეხვდა და იმანაც თავისი უთხრა: "ძალიან ლამაზი ქალი არ შეირთო; პრანჭია იქნება და აბა, სულ სარკის წინ მოტრიალე ცოლი რაში გამოგადგებაო?!"

ჩვენი სასიძო კიდევ, მიდის - მიუხარია: "ეს რა კარგ ფეხზე გამოვსულვარ, რამდენი სასარგებლო რამ შევიტყვეო... ახლა უკვე, მე ვიცოდე და ჩემმა ბიჭობამო!"...

ამ ფიქრებში შემოაღამდა კიდეც:
ჩამოქვეითდა, მიდგა-მოდგა და ღამის გასათევიც ხელდახელ შეარჩია...

ცხენი საბალახოდ მიუშვა, თავად ნაბადი დაიფინა, წამოწვა და ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ჭვრეტით ტკბება...

ამ ვარსკვლავების ციაგში ჩაძინებულს ესიზმრა, რომ ვითომ სამოთხის ბაღშია: აქეთ ღელე მოჩხრიალებს, იქით ნაირფერი ყვავილებით გადაპენტილი მინდორი აფრქვევს თავბრუდამხვევ სურნელებას, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ბულბული გალობს და გარშემო ყველა სულიერი სულგანაბული გარინდულა - გასაოცარი ჰანგების მოსმენით დამტკბარი...

გამოეღვიძა... მზე თავს დასჩახჩახებს... მიიხედ-მოიხედა: ფურისულებით მოჩითულ მინდორში წევს და ირგვლივ ისეთი ნელსურნელება ტრიალებს, თითქოს, ქვეყნად თუ რამ ყვავილია - ყველა ამ მინდოში ჰყვავის!

წამოიწია და რას ხედავს: იქვე, ღელეში, ყმაწვილი ქალი ჩამდგარა (ქალი კი არა - შველი) და ბატებს არწყულებს...
ისეთი პირმშვენიერია, რომ კალმით ნახატი გეგონება!

ძველი, გახუნებული, გაცრეცილ - დაკემსილ - გაფლაშული ჩითის კაბა ჩაუცვამს... მძიმე, თავთუხისფერი ნაწნავი ლამის მუხლამდე სცემს... ხელში სამწყემსი წკეპლა უჭირავს და თეთრყირმიზ სახეზე ისეთი ნათელი გადასდის (თვალებიც კი უცინის), თითქოსდა, წკეპლის მაგივრად საიმპერატორო კვერთხი ეპყრას ხელთ!

- "გოგო, ვისი ხარ შენო?" - გასძახა!
იმან კიდევ: "არავისიც არ ვარ, ობოლი ვარ - სოფელმა გამზარდაო!"

- "მაშ, ვის ვსთხოვო შენი თავიო?"
- "აბა, მე რა ვიცი; ვისაც გინდა იმას სთხოვეო!" - გულუბრყვილოდ შესცინა, ბატები წინ გაირეკა და ღიღინ-ღიღინით დაადგა ბილიკს...

გოლამ: "მოიცა, გოგო, სად გარბიხარ, მთელ სოფელს ხომ არ ვსთხოვ შენს თავს?!"
"ისე წამომყევი, არ ვარ დასაწუნი ბიჭიო!"...

იმანაც, განა რამე უპასუხა: გაუღიმა და თავი დაუქნია, თანხმობის ნიშნად!
ამ ჩვენმა სასიძომაც, შემოისვა თავისი საბედო ცხენზე - გამოსწია შინისკენ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე ისე უყვარდა ეს თავისი უმშვენიერესი, შვლისფეხება, ხორბლისფერ დალალებიანი, სახეგაცისკროვნებული, უმზითვო ცოლი, რომ მზე და მთვარე მასზე ამოსდიოდა!

ჭირი იქა და ლხინი აქა!

ეჰ, მოგეცათ სიკეთე, ზღაპარს ყოველთვის ზღაპრული დასასრული აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს ამბავი არაზღაპრულად დასრულებულა:

ჯერ ტყუპი ქალ-ვაჟი შესძენვიათ, შემდეგ თვალებხატულა გოგო და ცხოვრობდნენ ისე ტკბილად, ისე ბედნიერად - რომ თავის თავს დანატროდნენ!

მერე ზამთარი დამდგარიყო: ცივი, სუსხიანი და უხვთოვლიანი... ჰოდა ერთ დღესაც, დაუბანია ეს თავისი მზისფერი დალალები, გოლას შვლისფეხება ცოლსა და ნაბანავები გამოსულა გარეთ (ვიღაცის დასახვედრად თუ გასაცილებლად) - ასე გაციებულა, საბრალო; მძიმედ გამხდარა ავად; ფილტვების ანთება დამართნია, მაღალი სიცხეებით და ვეღარც გადაურჩენიათ!
 
ოცდაშვიდი წლისა ყოფილა, მეტის კი არა... გოლიათი გოლა - ოცდაცხრისა და სადღაც ერთი თვეში, უკან მიჰყოლია საყვარელ მეუღლეს!
(ვერ გადაუტანია ცოლის სიკვდილი და დარდისგან გული გაჰხეთქვია)...

მათი ობლები მამიდებს გაუზრდიათ და საუკეთესოდაც აღუზრდიათ:
წარმოსადეგი დები ჰყოლია გოლას და უაღრესად კეთილშობილი!
(მათზე სულ იმას იძახდნენ: "გაიხაროს მაგათმა გამჩენმა, ცივ ქვაზე დაასახლებენ და აცხოვრებენ კაცსაო, ისეთი მადლიანები არიანო... ისეთი ხელმარჯვეები, ისეთი გამრჯენიო!")...

მადლიანები იყვნენ, აბა, რა?! - სამ ობოლ მარგალიტს, რომ გამოზრდი და ობლობას არ აგრძნობინებ, ამაზე დიდი მადლი რაღა გინდათ?!

აი, რა ვქნა რა, მადლიც სიყვარული მგონია... სიკეთეც, სათნოებაც, გულის სითბოც და სხვაც ყველაფერი - თუკი რამ საუკეთესოა ამქვეყნად: ვგონებ, ყველაფერი სიყვარული უნდა იყოს!

ვფიქრობ, სიცოცხლეც სიყვარულია... ჰოდა სიცოცხლით სავსე სიყვარული, დაიარება კარდაკარ და სასწაულებს ახდენს!
თან უკვდავია... მარადიული და უსასრულო, როგორც სამყარო!
შესაძლოა, სამყაროზე ბევრად მეტიც კი არის; ვინ იცის...

"სიყვარული აროდეს არ გარდავა, თუმც რომ განქარდეს წუთისოფელი, დადუმდეს ენა და უქმი გახდეს ცოდნა ყოველი!"...
(დასასრული)


ამბავი გამოგონილი არ გეგონოთ, ზუსტადაც რომ, ნამდვილია:
ჩემი დიდი ბებია - ბაბუის (დედის მხრიდან) სიყვარულის ისტორიაზე მაქვს საუბარი!

სიმართლე გითხრათ, მაგდენი ნამდვილად არ ვიცი, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი, როგორ და რა ვითარებაში... მაგრამ ეპილოგი სრული სიმართლეა:
საოცარი სილამაზის წყვილი ყოფილა (დედის მხრიდან ძალიან ლამაზი ნათესავები მყავს) და სიგიჟემდე ჰყვარებიათ ერთმანეთი!

ბებიაჩემი 3 წლის იყო მშობლები რომ გარდაეცვალა და უფროს და-ძმასთან ერთად მამიდებმა გაზარდეს:
საუკეთესო განათლებაც მისცეს ძმიშვილებს და სხვა მხრივაც ზედ გადაჰყვნენ!
(ბებიაჩემი, მაგალითად, დღემდე თავისი სამზითვო ნივთებით და ძვირფასეულობით იწონებს თავს)... :D

მშობლები, რა თქმა უნდა, არ ახსოვს (პატარა იყო ძალიან), მხოლოდ ფოტოებით იცნობს, ასე ვთქვათ, მაგრამ მისი და-ძმა გაცილებით უფროსები იყვნენ და შესაბამისად, ყველაფერი უკეთ ახსოვდათ...

ბებიაჩემის დისგან გამიგონია: მამაჩემი რომ ამბობდა, ჩემს ცოლზე მეტად ვერავის შევიყვარებო, ძალიან მწყინდა (მეგონა, არ ვუყვარვათ შვილებიო), მაგრამ დრო რომ გავიდა და ჭკუაში ჩავვარდი, მერე კი მივხდი - რა მამა მყოლიაო!
(ის რომ მახსენდება, თუ როგორ განიცდიდა დედაჩემის გარდაცვალებას ხომ, საერთოდ; მისი ცოდვით ვიწვებიო)...

და ეს ნამდვილად არ გახლავთ - რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, რამეთუ არაერთი მსგავსი ისტორია მსმენია, ქართულ სინამდვილეში, რომ ქმარმა ვერ გადაიტანა ცოლის გარდაცვალება!

სხვათა შორის, ერთი ისეთი ამბავიც გამიგია, რომ შესაძლოა ვინმეს ეცნოს, რამეთუ ქმარი იყო პოეტი (რამდენადაც ვიცი), ხოლო მისი ცოლი (ეთერი ერქვა) მშრალ ხიდზე ვაჭრობდა...
ძალიან საყვარელი ქალი იყო: კულტურული, ინტელიგენტი... და პირველ რიგში, მასთან მივდიოდით ხოლმე რამის შესაძენად!
(სახლშიც ხშირად წაგვიყვანია მანქანით და აქედან ვიცი, რომ ვაჟაზე ცხოვრობდა)...

ერთხელაც მივედით, მაგრამ მის ადგილზე დაგვხვდა სხვა ქალი... მოვიკითხეთ, გვითხრეს მისი გარდაცვალების ამბავი და ისიც დააყოლეს, რომ ქმარი ძალიან განიცდიდა და ფანჯრიდან გადამხტარაო!

ნუ, განცდით, ალბათ, ნებისმიერი ადამიანი განიცდის მეუღლის გადაცვალებას: ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად (სულ რომ ვერ იტანდეს, რაღაც განცდა მაინც ექნება, ყველა გარიანტში) - საუბარი იმაზე მაქვს, თუ ვინ ვის ჩაჰყოლია საფლავში!
მე, პირადად, მსგავსი არაფერი მსმენია, სადმე სხვაგან, საქართველოს გარდა... იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მხოლოდ ქართველებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული სიყვარულის ნიჭი და მეც, რაც მართლა უნიკალური გვაქვს, იმაზე მოვყევი თორემ, ის რა სალაპარაკოა, რაც ნებისმიერ ერს უხვად აყრია თავზე?!
(მით უმეტეს, გარყვნილებაზე ღაღადისი რა საკადრისია, თან ლექსად?!)... : /

ისე, არ არის გამორიცხული, რომ ამ უდიდესი სიყვარულის ნიჭმა გადაგვარჩინა ეს ერთი მუჭა ხალხი... ეტყობა, ისე გვიყვარდა სიცოცხლე, რომ როგორღაც თავი გაგვქონდა, მხოლოდ იმიტომ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გვეყურებინა მზისთვის და ჩვენც გვეარსება ამ ცისქვეშეთში!

კიდევ სხვა მრავალ, თვალსაჩინო მაგალითებსაც მოგიყვანთ, თან ცხელ-ცხელს!
(საუკუნეები გავიდა, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა ამ მხრივ და გეტყვით რატომაც)...

თუნდაც თანამედროვე ავტორების შემოქმედებას გადავხედოთ:


დედის ბეჭედი / გიო ზედვაკელი
დილით  ადრე  ვდგები და / გიო ზედვაკელი
ოდა სახლი / გიორგი ყელბერაშვილი
ყოველ დილით, სადღაც შვიდ  საათზე თუ  რვის  რაღაც  წუთებზე, ჩემი დის ტელეფონი რეკავს და  მატყობინებს, რომ უკვე გათენდა... / გია არგანაშვილი

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ნაწერების მხატვრულ ღირებულებაზე არ მაქვს საუბარი!
რაღა თქმა უნდა, საუბარი მხოლოდ შინაარსზე მაქვს - თან ისეთზე, უდიდესი სითბო და სიყვარული რომ ათქმევინებს კაცს, თორემ უმეტესობას ადამიანებისა თავშიც ნაკლებად მოუვა აზრად - მსგავსი რამ დაწეროს... შესაბამისად, თვალიც კი არ მომიკრავს არსად, რომ ქართველის გარდა ასეთ დედაშვილურ სიყვარულზე მოეთხროს ვინმეს, ასეთ დაძმობაზე, ბებია - ბაბუის მიმართ ამხელა სიყვარულზე, პატივისცემაზე, მონატრებაზე და ა.შ...

გარდა ამისა, სულ ახლახანს, ახალგაზრდა პოეტი ქალბატონი გადაიცვალა და ისე მწარედ დაიტირეს მეგობრებმა, ისეთი საოცარი ლექსები მიუძღვნეს, რომ მე, პირადად, მსგავსს არაფერს შევსწრებივარ სადმე სხვაგან, საქართველოს გარდა!

და ნურც იმაში შემედავება ვინმე, რომ არც მწუხარების თამაშის უნარი გაგვაჩნია კაცთა მოდგმას, არც სიხარულის და არც სიყვარულისა:
მე თუ მკითხავთ, არარსებულის თამაშის უნარი საუკეთესო მსახიობებსაც კი არ გააჩნიათ, შესაბამისად, ნებისმიერი მსახიობი თამაშობს თავის თავს - სცენაზეც და ცხოვრებაშიც!... რამეთუ, ვერცერთი, თუნდაც გენიალური, მსახიობი, უბრალოდ ვერ შესძლებს იმის გადმოცემა - გამოხატვას, რაც მასში არ დევს; როგორი კარგი იმიტაციის უნარიც არ უნდა ჰქონდეს - მაინც ვერ შესძლებს!

ასევე ნებისმიერი არამსახიობი, მთელი ცხოვრება, თამაშობს, მხოლოდ, საკუთარ თავს: ვინ კარგად, ვინ ცუდად... მოკლედ, ვინც როგორ ახერხებს!
("კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!", ანუ)... ;)

თქმის კი, იმის თქმა მინდოდა, თუ რამხელა სიყვარულის უნარი მოგვდგამს გენეტიკურად და თქვენ კიდევ: "ინცესტიო"!
(კარგით რა, ნამუსი აღარ არის?!)... : /

დავიშოკე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხსენებული "ლექსი" რომ წავიკითხე... : /

აქ შეგნებულად არ გამოვფენ მსგავს ამორალობას, მხოლოდ კომენტარებით შემოვიფარგლები:

 

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
18 ოქტომბერი, 2018

ლოცვა უსირცხვილობისათვის

კომენტარები (17) ილუსტრაციები (0) რეცენზიები (0)
1. როგორი აქტუალურია, ტკივილიანი და კარგად წასაკითხი, გულთან და გულში  მისატანი.
ქეთი გაბინაშვილი. 2018-10-19 09:26:10

"აქტუალურია"ო?!... : /

გურამ დოჩანაშვილს დავესესხები: "ქალბატონო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ"?!... :O)

ნუ, ახლა, იმისთვის ვინც ნეხვის გროვაში იქექება დღენიადაგ... ნებისმიერი უწმინდურობა, რაც განავალში მოიაზრება, აქტუალური იქნება, ყველა ვარიანტში!
(ჩემთვის აქტუალური კი არა და, გაოცებისგან პირდაღებული დავრჩი; ჯერ კიდევ შოკში ვარ)... : /

2. თემა უმძიმესი
ლექსი ძალიან კარგი
ყოჩაღ ქალბატონო ნინო
მაგარია ძალიან
ალალი 5
ამინ
ნ-ი-კ-ი. 2018-10-19 10:02:30

რა გითხრათ, აბაა, ვისთვის როგორ!
(ჩემთვის ისეთი შეურაცხმყოფელი იყო ამის წაკითხვა, რომ სიტყვებით ვერ გადმოვცემ)... : /

"ყოჩაღ" კი არა, ამით, დამწერმა, ნებისმიერი ქართველი მიწასთან გაასწორა იმდენად, რამდენადაც არა მხოლოდ ქართულად შეუთხზავს - დაუწერია, არამედ, ზუსტადაც რომ, ქართველებზე შეუთხზავს - დაუწერია; ასე გამოუვიდა!
(აი, ცხვირი რომ შეურცხვეს და თავსლაფი რომ დავასხი: ძვირის მთქმელსაც და მისთვის ტაშის დამკვრელსაც)... : /

3. 5
ოთარ რურუა. 2018-10-19 12:3
6:49

ამ ოთარ რურუას დიდ პატრიოტ მამულიშვილად მოაქვს თავი... და ეტყობა, პატრიოტობა - მამულიშვილობა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების სროლა ჰგონია!

ვაი-პატრიოტებს კი, პატრიოტობა ის ჰგონიათ: რაც კარგი გვაქვს (საუკეთესო, მით უმეტეს) იმაზე რომ ხმას არ იღებენ, ხოლო ყველაფერ ცუდზე - ურცხვად რომ გაჰკივიან, ბოლო ხმაზე, შეურაცხადებივით!... : /

"რუბრიკიდან „მთის სურნელი“", ავტორი: ოთარ რურუა
ბარელი ვაჟის წერილი
„სიყვარულს მალვა უნდაო“, თქმულა... ნაწილობრივ არ ვეთანხმები, რატომ უნდა დამალოს ადამიანმა, როცა მას უყვარს?!
ჰოდა, რა დასამალია, ერთი ხევსურის ქალაი შემიყვარდა, ნარნარი და ტანწერწეტა, ლამაზი და ნიჭიერი, მაგრამ ხევსურები ამაყი ხალხია, მცირეოდენ წყენასაც კი არავის აპატიებენ!
ბარისა და მთის ხალხი ცა და დედამიწასავით განსხვავებულია, ბარელი ვარ და ვიცი: ისეთი სიყვარული შეგვიძლია, ალენ დელონსაც რომ შეშურდება!
არ ვიცი როგორ მიიღებს ხევსურის ქალაი ბარელის ამ სიყვარულს, ან საერთოდ მიიღებს თუ არა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: სიყვარულს ისეთი ძალა აქვს, ამაყი ხევსურის დამორჩილებასაც შესძლებს!
ოთარ რურუა
ოთარ რურუა. 2019-03-21 14:41:44

დახეთ, "„სიყვარულს მალვა უნდაო“, თქმულა... ნაწილობრივ არ ვეთანხმები, რატომ უნდა დამალოს ადამიანმა, როცა მას უყვარს?!"ო... :O)

სიყვარული, ალბათ, უფრო იმიტომ უნდა დამალოს, რომ:
ჯერ ერთი, სასიყვარულო ამბები ერთობ პირადულია!
მერე მეორე, იმდენი მტერი და მოშურნე შეიძლება გამოუჩნდეს კარგ წყვილს, რომ ავი ენების ტარტალით ერთმანეთსაც კი დააშორონ შეყვარებულები!

ხოლო მსგავს სიბილწეს (აგერ 5 რომ დაუწერია, დიდი ამბით) მალვა იმიტომ უნდა, რომ:
ჯერ ერთი, სირცხვილია ამაზე საუბარი!
მერე მეორე, ერთი ნათქვამი სიბილწე უამრავ მსგავს სიბილწეს, თუღა, წარმოშობს, თორემ სხვა მისგან რა ხეირი?!... : /

"ზვიადი და მერაბი", ავტორი: ოთარ რურუა
1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.
თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“
ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო. :)

ისევ ავბღავლდი ხარივით,
მტკივა ქართული იარა,
არ დააყაროთ მარილი,
შველა მსურს, სხვა რამ კი არა.

რამე ისეთი მიმღერეთ
გულზედ მომხვდეს და წამლეკოს,
მახსოვს დედაც კი სტიროდა,
როცა ვმღეროდი „შავლეგოს“.

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მერაბისა და ზვიადის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“ მეც დღემდე ვაგრძელებ ქრისტესმიერ ძმათა გზით სიარულს.

მე ოთხმოციანელთა თაობის წარმომადგენელი ვარ! - იმ ოთხმოციანელთა, რომელთაც ბავშვობა წაართვეს, რომელთაც ომების მეტი არაფერი უნახავთ. ჯერ იყო ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი, შემდეგ კიდევ ერთი - აგვისტოს ომი.

დაბოლოს:

ზვიადი და მერაბი

„ერთადერთი სამშობლო დღესაც ერთადერთია!“ მორის ფოცხიშვილი
ზვიადი და მერაბი,
მერაბი და ზვიადი,
პირნათელი წავიდა
ღმერთთან ორი დიადი.

რა არ ნახეს ამქვეყნად,
რა არ გამოიარეს,
ერთად საქართველოსთვის
ბეწვის ხიდზეც იარეს.

ჩვენც - მიმდევართ მათი გზის
გვსურს ამ ერის დიდება,
ჩვენც მათსავით განვიცდით,
თავგანწირვა გვინდება.

ვწერთ და ვეტრფით მათსავით
საქართველოს ერთიანს!
„ერთადერთი სამშობლო
დღესაც ერთადერთია!“

ოთარ რურუა
ოთარ რურუა. 2019-03-26 15:16:03

აგე, „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“ო!... :O)

ნუ, ახლა, ეგ ვისთვის როგორ:
ვისთვის - დიდგორზე გადის და ვისთვის - ინცესტის პრობლემის გადაჭრის საკითხის საჯაროდ განხილვაზე, თან "ლექსად"ა!... : /

4. 5!
<3
ნინა გორდაძე. 2018-10-19 12:43:54

ნინა გორდაძემ: მართალია ერთობ სიტყვაძუნწად, მაგრამ უმაღლეს შეფასებას გიწერ, მიყვარხარ და მევასებიო!... :O)

ეტყობა, ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო, რომ ორთავ ხელი წაერთვა და მეტის დაწერა ვერაფრით ვერ მოახერხა!
(საინტერესოა, ჩემთან რა წაიკითხა ისეთი, რომ ამ სიტყვაძვირ "მკითხველს" ლაპარაკის საღერღელი აუშალა, თან იმ დონეზე, რომ კაი გვარიანი "ტირადა" წარმოათქმევინა, წერილობით, რასაკვირველია, მაგრამ ამაზე მოგვიანებით გიამბობთ)... ;)

5. მტკივნეული ამბავი  საოცარი ოსტატობით გადმოცემული .
ნიკიიი, თუ მგეწონა დაწერე "ამინ" თუ არა და "გაატარე" - გამახსენა შენმა ამინმა :)))))))))
ნინო ქადაგიძე. 2018-10-19 20:39:28

უყურეთ თქვენ, ნინო ქადაგიძეც გამოცხადებულა: "მტკივნეული" გომ-პლიმენტიც უთხლეშია და არც ჰიუმორი დაუშურებია!
(ყოჩაღ დიაცო, ანუ)... :O)

6. მართლაც მტკივნეული თემაა.
გამართული ნაწერია, მაგრამ ეს"ძუძუკოები"ისეთია,  ყურის ბარაბანში რომ გაიჭედა,ძირითადად დაახშო დანარჩენი.
ქ-ნო ნინო, გკითხულობთ და გულწრფელად გაფასებთ, ჩემი მოკრძალებული შეხედულობით.
სკაფანდრს მოვიმარჯვებ მაინც.:))
თქვენ ბევრი წარმატება!
ანა ჯავახიშვილი. 2018-10-19 22:56:37

7. მას კობა ჩემო კარგებო. ვვარაუდობდი, რომ ამ ლექსს ყველა დუმილით ჩაუვლიდა და თითოეული კომენტარი უსაზღვროდ მახარებს.
ანა საყვარელო, როდის ყოფილა შემთხვევა, რომ მე არ გამხარებოდა  ჩემი რომელიმე ტექსტის მიერ ვინმეს გამოთქმული შენიშვნა?
მაგ სიტყვაზე ბევრი ვარიანტი მოვსინჯე, ზოგი იზამს ი მეჩვენა, ზოგი ირონიული და ა. შ
ხომ არა გაქვთ რამე  უკეთესი ვარიანტი, რომ  მომაშველოთ?
ნინო დარბაისელი. 2018-10-20 00:22:18

დავუშვათ: მკვახე ლეღვივით გამობურცული (ან ამობურცული) კოკრები, ან ბორცვები (მკვახე ლეღვის გარეშე)...
(თუმცა, იმას რაღა მნიშვნელობა აქვს: მხატვრულად ითქვა მსგავსი რამ, თუ არამხატვრულად?!)... : /

8.
ბრავო, ესეც ითქვა ბოლოს და ბოლოს. 5.
ნეფერტარი. 2018-10-20 02:36:17

:D :D :D  დახეთ, ნეფრიკოსა, რავარი მოსწონებია ინცესტზე ქადაგისი: "ბრავო,"ო, "ესეც ითქვა ბოლოს და ბოლოს."ო, "5."ო, ჯაყოის მზემანო!... :D

(სასაცილო კი არა სატირელია ის, რომ გულუბრყვილოდ მეგონა: ნეფრიკოზე უარესი ცხოვრებაში არავინ მინახავს, ამაზე უარესს იმედია აღარც ვნახავ, ნურც ნურასდროს მენახოს-თქო და აჰა, თუ არა; "კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო")... : /

9.
მათრახის გატყლაშუნებასავით  ლექსია ...
jonatan livingstoni. 2018-10-20 14:17:54

თურმე, სიბილწეზე საჯაროდ ღნავილს "მათრახის გატყლაშუნება" რქმევია ქუთეისურად?!... :O)

10. :(
გულიანა. 2018-10-20 16:53:54

11. წინა კომენტარი ჩქარ- ჩქარა დავწერე და დაპოსტვის მერე არც დამიხედავს. ახლა ვნახე და გულს შემომეყარა.
ვდებ ჩასწორებულს.
მადლობა, ჩემო კარგებო!
ვვარაუდობდი, რომ ამ ლექსს ყველა დუმილით ჩაუვლიდა გვერდს და თითოეული კომენტარი უსაზღვროდ მახარებს.
ანა საყვარელო, როდის ყოფილა შემთხვევა, რომ მე არ გამხარებოდა  ჩემი რომელიმე ტექსტის მიმართ ვინმეს გამოთქმული შენიშვნა?
მაგ სიტყვაზე ბევრი ვარიანტი მოვსინჯე, ზოგი უხამსი მეჩვენა, ზოგი -  ირონიული  ზოგი -  მეტისმეტად ცივი და დისტანციური და ა. შ
ხომ არა გაქვთ რამე  უკეთესი ვარიანტი, რომ  მომაშველოთ?
ნინ
ნინო დარბაისელი. 2018-10-21 12:17:05

ასეთი კითხვა მებადება: ლიტ. პორტალზე, ავტორმა, რასთან დაკავშირები უნდა დაწეროს კომენტი "ჩქარ- ჩქარა"?!

მოსდევს ვინმე, უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს კომენტარის დატოვება, თუ რა?!... :O)

რა სისულელეა!
თუ მოსდევს ვინმე, გზას ბარაქა დააყაროს - თავს უშველოს!
(ვის რაში ჭირდება მისი ჩიქორთული ნაბოდვარი?!)

მაინც რა დანიშნულება და ღირებულება აქვს?!
მით უმეტეს, თუ აზრი სათანადოდ არ არის დაწერილ - გადმოცემული, ისევ და ისევ ლიტერატურულ რესურსზე, საერთოდ რატომ უნდა დაწეროს?!
(ნუ, რასაკვირველია, სინდისის ნატამალი რომ გააჩნდეს)... : /

12. ლექსი- ამბოხი.  აუცილებლად წასაკითხი, აუცილებლად გასაზირებელი და აუცილებლად მხარდასაჭერი!!!!
ანა-ბანა. 2018-10-21 13:59:58

13. მადლობა, ანა-ბანა!
ნინო დარბაისელი. 2018-10-24 11:02:51

14. კარგია და დროული ამ სატკივარის გამომზეურება.
ელადა. 2018-10-29 13:56:51

მოკლედ, ეს ხალხი იმ დონეზე ჰგავს ერთმანეთს, რომ თავის გადაპარსვაც არ სჭირდებათ; ისედაც ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან!
(ჩემთვის, პირადად, გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ლიტ. პორტალზე თითქმის არ მოიძებნება ავტორი, რომლსაც კომენტარის დაწერა შეუძლია)... : /

15. ქალბატონო ნინო,
ვინაიდან ქულები ამომეწურა იძულებული ვარ ჩემი რჩეული ლექსი ამ ნაწარმოების ქვეშ განვათავსო.
ვფიქრობ ძალიან მოუხდება ინგლისური ენა )))

The world  (სათაურის თარგმნაში მოგეხმარეთ ) ))))

იქმნა სამყარო, ადამიანიც
და გოლიათებს ეჭირათ მხრებით,
ასე ჰყვებიან

და სჯერა ალბათ ვიღაც მიამიტს.
(თუ დაუჯერებ არსებობს ბედიც)
გედავებიან.

ზოგი იძახის: "კუს ბაკანზე ვცხოვრობდით თურმე
და ნება-ნება მისდევდა ნაპირს"
გაგიჟდა ხალხი!

მე კი გეტყვი, რომ ნურავის უსმენ
ადექი, წადი, სამყაროს გაცდი
მითები დაგღლის!

გუშინ, ქუჩაში დავინახე გამხდარი ბიჭი
მხრებით სამყარო რომ დაჰქონდა
ცრუ რწმენის შემრცხვა

"მა, ნახე მტრედი" -გაიხედა აქეთ და იქით
ისე, უბრალოდ მომაგონდა
მხარზე შესმული მისი შვილი სწვდებოდა ზეცას

და მივხვდი, ჩვენი სამყარო გვაქვს და ჩვენი მითი
დაბრუნებული რწმენასავით.. გამხდარი ბიჭი...
სერენა რომერსონ. 2018-11-06 19:23:14

:D :D :D  დახეთ, სირენოვანს რავარი "ლექსი" აუ-რჩევია და როგორ "გაუმხნევებია" ინცესტზედ ფრიად შეჭირვებული აფტორთაგანი... :O)

ეს საბრალონი, სულ ქულებზე როგორ უნდა მოსთქვამდნენ და გოდებდნენ... წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ როგორი ქვაწვია უნდა იყოს კაცი, რომელსაც ვიტუალური ქულები ენანება ვირტუალური შეფასებისთვის და ეს მშოკავს!.. : /

ამასაც არ დასჯერდნენ და მოგვიანებით იმაზე აზუზუნდნენ: ქულები მეხარჯება, კომენტს აქ ვერ დავწერ, იქ დავწერო!... :O)

ნეტა, ის მაინც ვიცოდე რაში სჭირდებათ ქულები, რომელსაც, ფაქტიურად, ვერაფერში გამოიყენებ?!
თან, დანახარჯზე ზუსტად ისინი წუწუნებენ, ვინც უამრავ კომენტს ტოვებს!
(კომენტარების წერაში ქულები ემატებათ; ანუ სხვასთან დაწერს კომენტს და ისევ აიმატებს ქულებს)...

გარდა ამისა, თვეში ერთხელ 500 ქულა ერიცხება ნებისმიერ იუზერს... ჰოდა, ამიხსენით რა, საუკუნეში ერთხელ რომ გაიმეტონ დასახარჯი ქულები უხმოდ, წუწურაქობის გარეშე, დიდი ძალა დაადგებათ, თუ საგვარეულო ადგილ-მამულებს ჩამოართმევს ვინმე?! ... :O)

ეს ისედაც ვიცოდი, რომ კაცი თუ დამწვარ-დადაგულია ბუნებით, იმას აღარაფერი ეშველება... მაგრამ ვირტუალური წუწურაქი - მათხოვრები კი, ნამდვილად პირველად ვიხილე, ამასთან "ხელოვანნი"!... :O)

მთელი უბედურება იმაშია, რომ სიძუნწე, თავისი არსით, არის გლახაკის ფსიქოლოგია, შესაბამისად, შანსი არ არის რომ გამდიდრდეს ადამიანი, რომელიც ამ დონის მეწვრილმანეა, შესაბამისად, მოუწევს მთელი ცხოვრება ხელის კანკალით გროშების თვლა, მაგრამ ამ დაგლახავებულ ხალხთან ხელოვნება რა კავშირშია ვერ ვხვდები!
(მაინც რასთან დაკავშირებით გადაწყვიტეს რომ შესაძლოა, ხელოვნების რომელიმე სფეროსთან რამე ესაქმებოდეთ?!)... : /

16. ბევრის მიჩუმათებული ტკივილი რა ოსტატურად გამოამზეურე!
აი, ლექსი - შინაარსით, ფორმით, შესრულების ტექნიკით და ემოციური პლასტით, ძალიან კარგია, ჩემო ნინო!
თანანა. 2018-11-08 20:43:54

17. საოცრად კარგია
ხასიათი მეწვის. 2018-12-07 16:13:30

ერთი სიტყვით, ასეთი ამბებია!
არადა, სიმართლე გითხრათ, ეს ავტორი მომწონდა, შესაბამისად, ორმაგად დაშოკილი ვარ: მსგავსი რამ, რამ დააწერინა?!... : /

"ლოცვა უსირცხვილობისათვის"ო?!

ანუ: მთქმელის ღრმა რწმენით, ამდაგვარი - უკიდურესი ზნედაცემულობა, მხოლოდ "უსირცხვილობაა" და მეტი არაფერი?!
(და თავად რომ მსგავსი "უსირცხვილობა" უსირცხვილოდ გალექსა და საქვეყნოდ გამოფინა, ეს უსირცხვილობა არ არის?!)... : /

და თან, "ლოცვა"ო?!
რა ლოცვა, ხალხო, ნუ გადამრიეთ რა: უღმერთობაში მაინც მოერიდეთ ღმერთის სახელით სპეკულაციას!
(ღმერთი რომ არსებობდეს, უმწეოს დააჩაგვრინებს ვინმეს და მით უმეტეს, ღვთის მგმობელ - ჯოჯოხეთის მოციქულებს დააჩაგვრინებს?!)... : /

"ღმერთო, უშველე"ო?!
და მაინც, როგორ უშველოს?!
(ნუ, გასაგებია, ხომ, რომ ვერ შველის)... :O)

უარესი: ბიბლიაში ინცესტის მეტი რა არის?!
(ისევე, როგორც ნებისმიერ ანტიკურ რელიგიურ მოძღვრებაში)...

ანტიკურ ღმერთებზე საუბარი აღარ მაქვს!
ადამიანებზე გაცილებით მეტი ძალა ჰქონდათო და მათზე გაცილებით მეტს სჩადიოდნენო: ავსაც და კარგსაცო, თან უხვადო!
(მოკვდავნი როგორც უბნობენ)... ;)

სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს ის ფაქტი ფაქტთაგანი, რომ ადამიანებმა ღმერთი (არაერთი) მოიგონეს, მარა რა მოიგონეს: მთელი რიგი "ნაშრომებისა" შეუქმნ-გამოუგონეს და მიუძღვნეს, მაგრამ იმდენი კი ვეღარ მოიფიქრეს თუ როგორ გაემართლებინათ მისი სრული უუნარობა!
ფაქტიურად, ყველაზე უსუსურნიც ვერ დაუცვია მოძალადე მტარვალ-მწვალებელთაგან, მაგრამ მერედა რა, ეგ არავის ადარდებს, მთავარი ის არის: ზღაპრების სჯეროდეთ, რისიც დიდად არც სჯერათ!
(უფრო სწორად: უნდათ სჯერათ, უნდათ არ სჯერათ - გააჩნია როგორ აწყობთ)... :O)

ხოლო, თავად ლექსის იდეას რაც შეეხება... ვერ ვხვდები, დამწერს, ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ქართველებში "ინცესტი" მიღებულ - გავრცელებულია, თუ გლობალურ პრობლემაზე აქვს საუბარი?!
(მერედა, ქართულად რასთან დაკავშირებით დაუწერ - გამოუფენია?!)... : /

მე კი ვიტყოდი, რომ ჩემს ახლომახლო, მსგავსი რამ ამბადაც არ გამიგია, ყურმოკვრითაც კი!
(და ნურც ნურასდროს გამეგოს)...

ან საიდან უნდა გამეგო და რატომ, როცა რომ, თუ ვინმეს აქვს სიყვარული ნიჭი ამქვეყნად, პირველ რიგში, ქართველებს აქვთ, ხოლო ახლო ნათესავის სიყვარული გახლავთ სიყვარულის უმაღლესი ხარისხი - უმაღლესი იერარქია, რამეთუ ეს არის იმდენად ამაღლებული გრძნობა, როდესაც სიყვარულის ობიექტს, თითქოს, ფიზიკური სხეული არ გააჩნია; ხორციელ ადამიანზე ზე-აღმატებული ხდება; სულ სხვა რანგში გადადის... და ზუსტად ამ მიზეზით არ არსებობს ხორციელი ლტოლვა მოსიყვარულე ახლო ნათესავებს შორის და შეუძლებელია რომ არსებობდეს, რამეთუ მათ შორის არსებული სიყვარული, ხორციელ სიყვარულზე გაცილებით მეტია, თან ბევრად მეტი!

ჩვენში, არათუ ნათესაური სიყვარული, მეგობრობაც კი ისეთი იციან, რომ მეგობრის ცოლს (ქმარს) არ შეხედავენ ცერად, რამეთუ თავისი მეგობრის ოჯახი უახლოვეს ნათესავებად მიაჩნიათ!
და უამრავი ასეთი მაგალითი მინახავს (ისევე, როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანს), რომ გადაცვლილი მეგობრის ოჯახს, მისი სამეგობრო, წლების განმავლობაში ეხმარება ფინანსურად თუ მორალურად და არც გადაცვლილი მეგობრის მეუღლესთან იკადრებს, რომელიმე მათგანი, რამე უკადრებელს, თქვენ კიდევ: "ინცესტიო"!
(კარგით რა, სამართალი აღარ არის?!)... : /

იგავსაც შეგახსენებთ ვერაგ სატრფოზე:
ვაჟს ვერაგი ქალი შეუყვარდა, რომელმაც პირობა წაუყენა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში წაჰყვებოდა ცოლად, თუ დედამისს გულს ამოაცლიდა და ცხელ-ცხელს მიართმევდა...
დაღონდა ვაჟი...
დედა ეკითხება, "რამ დაგაღონაო?" და მოუყვა წვრილად, თუ რა ხდებოდა მის თავს...
დედამ: "ამომაცალე გული და წაუღე შენს სატრფოსო!"...
შვილსაც ბევრი არ უფიქრია; გაუპო მკერდი, ამოაცალა გული და მირბის გახარებული, რომ ცხელ-ცხელი მიართვას ვერაგ სატრფოს... მაგრამ ქვას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა!
დედის გულმა კი, მწარედ ამოიკვნესა: "რამე ხომ არ იტკინე, დედა გენაცვალოსო!"...

და არ მითხრათ ახლა, რომ ასეთი თავგანწირული ქართველი დედა (დედაც და მამაც) ცოტა გინახავთ და თქვენ კიდევ: "ინცესტიო"!...
(მოიცათ რა, სინდისიც კარგი საქონელია)... : /

როგორ გგონიათ, დედა, რომელიც შვილისთვის სიცოცხლეს დასთმობს დაუფიქრებლად, მის თავს დააჩაგვრინებს ვიღაც ნაძირალას და არ შეაკვდება?!
(ნუთუ მართლა?!)...

აი თუნდაც, რა სოცარი სითბოთი, სიყვარულით და გულისამაჩუყებელი სევდით სავსე პუბლიკაციებია:

საათების მთვლელი დედაჩემი / თინათინ უგრეხელიძე
მშობლების სახლი / გიო ზედვაკელი
ცხელი წვიმა (ბიძაჩემს) / ბენ-ჰური

თქვენ კი, დამწერსაც და ტაშის დამკვრელსაც, ისე გამოგდით: ვითომდა, არაკაცებს ჰკიცხავთ და ფაქტიურად, ქართული ოჯახის კულტს არად აგდებთ, დედაშვილობის კულტს არად აგდებთ, მამაშვილობის კულტს არად აგდებთ!... : /

კარგად მოგეხსენებათ, ჩვენს წინაპრებს საფიცრად ჰქონდათ დედაშვილობაც და მამაშვილობაც!
(დედაშვილობას იფიცებდნენ, მამაშვილობას იფიცებდნენ და დღეს განა რა შეიცვალა ამ მხრივ?!)...

სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ხოლო არაკაცებს რაც შეეხება: ორფეხა პირუტყვს ეროვნება არ გააჩნია!
ორფეხა პირუტყვი არის - ორფეხა პირუტყვი და რასაკვირველია, საქართველოშიც იქნებიან: ვითომ-ქართველებიც, არაქართველებიც (მის ფარგლებს გარეთაც იქნებიან), მაგრამ მათი ხსენება, ქართულად, ქართულ ლიტერატურულ საიტზე რა წესია ან რა საკადრისია?!... : /

და ყველაზე მთავარი:
მსგავსი, ამორალური, პრობლემები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამით, რამე უკეთესობისკენ შეიცვლება!
(ანუ გააჩნია რა სახით და ფორმით იქნება ნათქვამი)...

ნუთუ, მსგავსი სახით ნათქვამი შესძლებს რამის გამოსწორებას, თუ პირიქით - უფრო დაამძიმებს სიტუაციას?!

აი, მაგალითად, უამრავი ცუდი მშობელი (ისევე, როგორც არამშობელი - პირუტყვი) არსებობს ამქვეყნად, რომელიც ყოველგვარი საძაგლობის ხილვის შემდეგ, მხოლოდ იმას იფიქრებს, რომ მასზე ბევრად უარესი მშობლები არსებობენ აგერ და თავი უცოდველ კრავად მოეჩვენება!

ამასთან ზოგი მათგანი, ყოველ მიზეზ გარეშე, აიტაცებს კიდეც ნანახ-გაგონილ საზიზღრობას (იმიტომ, რომ საზიზღარია ბუნებით) და მის განხორციელებაზე იფიქრებს!
(ანუ, რაღაც კუთხით, ეს არის ერთგვარი პროპაგანდა ისევე, როგორც ნებისმიერი რამ, რასაც თვითოეული ჩვენგანი სჩადის: სიტყვით თუ საქმით)...
 
ასე რომ, ძალადობას ოდები კი არ უნდა უძღვნათ, "სიმართლის მთქმელებმა", უნდა მიხვიდეთ: ჯერ პირში უნდა მიახალოთ სათქმელი იმ მოარულ სიბილწეს, ვისთვისაც ლექსი "მიგიძღვნიათ" ტაშის გრიალით, და შემდეგ პასუხგებაში უნდა მისცეთ!

"გვერდით დგომა"ო, რაც მთავარია გამოდგა ინცესტზე იქადაგა და ამაზე "კარგი" საქმე რაღა უნდა გაეკეთებინა?!... : /

"ანა ჯავახიშვილის ,, სარდაფის ცოლები” ინგლისურად თარგმნილი ნინო სტრონის მიერ", ავტორი: ნინო დარბაისელი
მადლობა ლოლა, სერენა, ნიკი.
ნიკი, როცა ადამიანი ხედავს, როგორ უვლით ამ საიტს, რამდენად კარგ საქმეს აკეთებთ ამით, როგორ შეიძლება, არ მოუნდეს თქვენს გვერდით დგომა, რამდენადაც შეუძლია.
ერთიანად გილოცავთ ყველანაირ შობა-ახალ წლებს. იხარეთ მრავალჟამიერ!
ნინო დარბაისელი. 2019-01-20 05:05:26

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2019

უპასუხონი

ვაკვირდები მე ჩემს თბილისს,
არა ბონს და ბადენ-ბადენს,
ყველაფერი ცრემლებს მადენს,
ყველაფერი "კითხვებს ბადებს".

იგინება ირგვლივ ყველა.
იძახიან: იმ ჩემს...! ამ ჩემს...!
თვით სარჩენი არჩენს სარჩენს.
ყველაფერი "კითხვებს აჩენს".

ცივ ქუჩაში ჰყიდის ლიმონს,
ვინც ლოგინში უნდა იწვეს.
გულში ნასობს ვებრძვი ხიწვებს.
ყველაფერი "კითხვებს იწვევს".

ნანგრევებში ძველი ავტო
მირახრახებს, მორუხრუხებს
და სახეებს ვხედავ რუხებს.
ვინ რად გვიჭერს ამ მარწუხებს?
ვეკითხებით, რაც გვაწუხებს,
ჩვენთვის - ძუნწებს, სხვისთვის - უხვებს,
მაგრამ არ ჩანს,
მაგრამ არ ჩანს,
არსად  არ ჩანს  მოპასუხე!

კომენტარები (6) ილუსტრაციები (0) რეცენზიები (0)
6.
"არსაიდან ხმა..."
jonatan livingstoni. 2019-01-20 21:28:41
5. კითხვას რაც შეეხება, “ვინ რად გვიჭერს, ამ მარწუხებს”
სხვა არავინ, მხოლოდ ჩვენ.
დათო ქარჩავა. 2019-01-20 19:48:21
4. მართალია და რამდენადაც გულთან მისატანი არ უნდა იყოს, ამოსავალი წერტილი, ამ რიგი პრობლემებისა, შეიძლება ის არის, რაც ხალხს დაკარგული აქვს და მატერიადაა ქცეული.
დათო ქარჩავა. 2019-01-20 19:46:50
3. სამწუხარო რეალობაა...
ოთარ რურუა. 2019-01-20 16:19:49
2. მართალი ხართ, ბექა, დარდიანი ლექსია. გული მაქვს გასენილი. აღარ დამთავრდა ეს უბედურებები!
ნინო დარბაისელი. 2019-01-20 05:20:34
1. :(
ხერგიანი ბექა. 2019-01-20 00:31:31

ვაჰ, გაგონილა!
ყველა სიკეთესთან ერთად, თბილისზე ცრემლმოდენილი მამულიშვილი, ისეთი დამწვარი და დადაგულია, რომ ვირტუალურ ქულებს კი არ ითვლის, სწონის, თან მისხალ-მისხალ!
(ანუ უტიფრად სხვებს განიკითხავს, თავად კი, ვირტუალური ქულები ენანება და ნეტავ ღირებულს ვისთვის რას გაიმეტებს?!)...

ან კიდევ, უწმაწური რეპლიკები არ სჯობს ინცესტზე სჯა-ბაასს?!
(რაღა თქმა უნდა, სჯობს, თან ბევრად)...

არც ის მინახავს, რომ ამ ქალბატონს საქებარი ეთქვას როდესმე!
(ანუ ცუდის მეტს ვერაფერს ხედავს და რა ჰქნას: მრუდე სარკეში, მოგეხსენებათ, ანარეკლი როგორ მიბრეცილ-მობრეცილად გამოიყურება)... :O)

საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, ეს ავტორი როგორ მომწონდა...
თუმცა რა გასაკვირია: მე, ინცესტზე მსჯელობის მოყვარულისგან განსხვავებით, მრუდე სარკე კი არა და, მთლად ვარდისფერი სათვალით ვუყურებ სამყაროს!
(რაღა თქმა უნდა, სანამ ვინმე ჯიქურ არ მომხსნის ვარდისფერ შუშებს და არ მაიძულებს, რომ თვალში კარგად გამოვიხედო)... : /

ჩემთვის ისიც დღესავით ნათელია, რომ:

"Если долго всматриваться в бездну, то бездна начнет всматриваться в тебя!" / Ницше

უდიდესი სიბრძნეა და რასაკვირველია, სრული ჭეშმარიტება გახლავთ!
და რასაკვირველია, ნებისმიერ ადამიანში თვალნათლივ სჩანს ყველაფერი, თუკი რამესთან ჰქონია შეხება!

ეს გასაგებია, მაგრამ ვთვლი, რომ არავის აქვს იმის მორალური უფლება, განურჩევლად ყველას უამბოს ყველაფერი, რასთანაც შეხება ჰქონია, რამეთუ "როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება", ელემენტარულად!

შესაბამისად, ასეთ სიბინძურეზე საუბარიც კი, უდიდეს ამორალობად მიმაჩნია, ხოლო თუ მაინცდამაინც, მავანს, ძალადობაზე სურდა სჯა-ბაასი... არ ჯობდა უამრავი სხვა სახის ძალადობაზე ამოეღო ხმა და ორი სიტყვა მაინც ეთქვა?!

ძალადობა არ არის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთმა ვინმე მოცლილმა ქართული არ იცის და ამხელა გონორით ჩიქორთულს ასწავლის მწერალ - პოეტთა საზოგადოებას?!
(მეტიც, ხსენებული ინცესტური "შედევრის" ავტორი მთლად ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ყოფილა და მის თვალწინ, მით უმეტეს, არ უნდა ხდებოდეს მსგავსი რამ)... : /

"ზღვარზე", ავტორი: მძიმე ჯვარი
ცოტა სიტყვა ვარამი გამიტყდა, წკვარვმის ხარისხსის სიტყვაა (არც კი მკითხოთ რას ნიშნავს, ვვარაუდობ იმერული ლექსიკონის საგანძურიდანაა)
სათქმელი კი თქვა ლექსმა რაც მთავარია და დავაკვირდი შენს ლექსებს სულ რაღაც განსაკუთრებული მუსიკალობა აქვთ.
იცი ეს საქმე და გამოდის )))
+5
სერენა რომერსონ. 2018-11-03 15:25:17

:D :D :D  გულიანად კი გამეცინა ზემორე კომენტი რომ წავიკითხე, მაგრამ ეს სასაცილოა,"მწერალი" რომ მსგავს უვიცობას აღიარებს: "ცოტა სიტყვა ვარამი გამიტყდა, წკვარვმის ხარისხსის სიტყვაა"ო!... : /

კიდევ კარგი, ლევან გოთუა ამას ვერ მოესწრო, თორემ გული მიგრძნობს, "გმირთა ვარამი"ს დაწერაზე ხელს აიღებდა!... :D

(სწორედაც, ვარამი გმირთა... გუამთა ბრიყვულ უზნეობასა და უგნურობის ზეობასა ზედა)... : /

ამ გაჭირვებულმა სირენამ არც ქართული იცის, არც ეშვება ჩიქორთულ ჯღაბნას და თან გაცოფებული ებრძვის მის უდიდებულესობას, მის უაღმატებულესობას: ენასა ქართულსა!
(ლამობს მარა რას ლამობს, რომ უბრწყინვალესი ქართული სირენოვანი გაჰხადოს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ)... :D

თან, რამანისტი ნეფრიკოს ყურმოჭრილი მონა გახლავთ, ყველა სიკეთესთან ერთად, და ეს ყურუმსაღი ნეფრიკოიდი ვითომ ვერ ხედავს ზღვარგადასულ უვიცობასა და უტიფრობასა მონისა თვისისა!... :O)

ანუ მსგავსი ბრიყვული თავხედობა ხდება, თან სისტემატიურად, დიდი მგმობელის თვალწინ და რეაქცია არა აქვს, სამაგიეროდ ინცესტზე სურს სჯა-ბაასი ლექსადა!... : /

დავიჯერო, ინცესტის თვითმხილველიც ყოფილა და სანთელიც სჭერია ხელში?!
(ანუ: რასაც საკუთარი თვალით ხედავს იმას არ იმჩნევს, ხოლო რაც საკუთარი თვალით არ უნახავს - იმაზე ისე გაჰკივის, თითქოსდა საკუთარი თვალით ენახოს სიბილწე ყოველი)... : /

:D :D :D  აგე, თუ არა!... :O)

ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი:
იმდენად, რამდენაც არავინ არაფერი არ აუხსნა - შეაგნებინებინა, იფიქრა, ეს რა კარგი რაღაცა ვთქვიო და უტიფრად გაუგრძელებია ჩიქორთულის უფასო გაკვეთილები, ეგიდით: ადექით, ჩემს გასაცოდავებულ ჩიქორთულს დაეწაფეთ, რაღა დროს ანტიკური ქართულია (ღმერთების ენა) უვიცების საუკუნეში, გაუმარჯოთ სირენოვნებსო!... :D

"მიყვარხარ", ავტორი: ბასტალევი
ამხელა სქოლიოს განმარტებებით, მეტი გემუშავთ ლექსზე სჯობდა.
პირველრიგში დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება, სტილისტიკას და სიტყვები სწორ ბრუმვაში ჩასვათ.

"სიყვარულში არავის არ შურს,
სიყვარული მარტო ღმერთს ჰგავს." 

სიყვარულში>>სიყვარულის

ასე ხომ არ იქმებოდა უფრო მართებული ?
ან დავუშვად ასე:

სულ>>>ყოველთვის

მინდოდა>>>მსურდა
და აღარ დამანებებდე თავს>>> და რომ არ მანებებდე თავს.

რავიცი აბა დაფიქრდით )))
წარმატებები !

სერენა რომერსონ. 2018-11-06 08:53:04

ამიხსენით რა, ტრაგედია არ არის, "ავტორი" რომ სიტყვით გამოდის საქვეყნოდ და უსირცხვილოდ რატრატებს: თუ როგორ წერენ კატები პოემებს და თევზები როგორ ახლიან თავს ურთულეს განტოლებებს?!... : /

გასაგებია, რომ მას მეტი არც მოეთხოვება, მაგრამ თუ არ აუხსნა ვინმემ, როგორ იწავლის და როგორ განვითარდება?!
(ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ხალხს ისე ახარებს სხვისი უვიცობა - ლამის გადაეხვიონ და გადაკოცნონ აღფრთოვანებულებმა: აიჰ-და მალადეც, რომ არც შენი ნიჭით გაგვხეთქავ გულზე და არც შენი ცოდნით დაგვთხრი ორთავ თვალსაო)... : /

ნუთუ ეს ძალადობა არ გახლავთ, ამხელა მოარულ ტრაგედიას რომ ამხელა გონორი აქვს და ურცხვად აცხადებს: უგზო-უკვლოდ განათლებული გენიოსი ვარ და მადლობა მითხარით ამ დონის კრეტინიზმით რომ გამარაგებთ ხშირდახშირაო?!... : /

ჩვენში დარჩეს და, მაინც საიდან უნდა იცოდეს იმაზე მეტი, ვიდრე იცის: ვინმემ შეიწუხა თავი და რამე ასწავლა?!
(რაღა თქმა უნდა, არა)...

მხოლოდ აუგის თქმაში არიან მარჯვენი დღევანდელი ლი-წერა-წორები, მაგრამ საქმეც იმაშია, აუგის თქმაც რომ არ შეუძლიათ სათანადოდ - ლიტერატურულად, ამიტომაც ყოველი ნათქვამი მათი, აუგი კი არა და, ტრაგიკომედია გამოდის, როგორც წესი!... : /

აი, თვალსაჩინო მაგალითიც ამისა:
ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2019

თავქვე
ყველაზე მეტად რას მივტირი ქართულ ენაში?
იმას, რაც მასმედიისა და უწიგნური პოლიტიკოსების ვერმოქართულეობამ დაჰმართა.
მოქნილობა დაუკარგა, სიტყვათწარმოების ძალა დაუჩლუნგა...
ადრე დიალექტები იყო სალიტერატურო ენის მასაზრდოებელი თავანკარა წყარო, ახლა წყურვილს “კოკა კოლათი” იკლავს.
ხანდახან ასე მომენატრება ხოლმე ჩვენი ქართული, რომელიც ახლა, ალბათ თანამედროვე მკითხველის ნესტოებს ნაფტალინის სიმძაფრით შეუღუტუნებს და  ა-ააა- ბცხი!!!
სიცოცხლე და ჯანმრთელობა!

ზემოთაც აღვნიშნე, რომ ამ გამაოგნებელი ჩიქორთული ნაბოდვარის დამწერი, როგორც ავტორი, ოდესღაც მომწონდა, თან ერთობ!
(ანუ ლექსების წერა მშვენივრად ეხერხება)...

მაგრამ მომწონდა მანამდე, სანამ ხმას ამოიღებდა!
(სოკრატესი არ იყოს: "ხმა ამოიღე, რომ დაგინახო!"ო... და ვერ აღგიწერთ, ხმა რომ ამოიღო, რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება - მისი ნებისმიერი კომენტის კითხვისას რომ მეუფლებოდა)...

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს მცირედი ტექსტი (ნიმუში ჩიქორთული ნაბოდვარისა) ეკუთვნის ქართველი პოეტის კალამს, რომელიც, როგორც ვიკიპედია გვამცნობს, გახლავთ:

"ლიტერატურატმცოდნე, საქართველოს მწერალთა ნაციონალური კავშირის წევრი, შემოქმედებითი გაერთიანება "არილის" წევრი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი(წლები არ არის მითითებული, მაგრამ ეტყობა იმ წლებში ფილოოლოგიის ფაკულტეზე ქართულს არ ასწვლიდნენ, პრინციპულად!)... ამასთან, გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი (1990-1995), საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში (1994-1997), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ნომინანტი პუბლიცისტიკის დარგში (2005), ფილოლოგიის დოქტორი: დისერტაცია თემაზე "ქართული ვერლიბრი" (1992), 1999 წლიდან არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, 2000 წლიდან მუშაობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრში", 2001 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის "გალაკტიონოლოგიის" პასუხისმგებელი მდივანი, შეყვანილია ცნობარში "Who is Who among World Business and Art Women" (2002)"...

 

:D :D :D  ეგეც თქვენა!... :O)

დავიწყოთ იქიდან, რომ წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს "ფილოლოგიის დოქტორი"!...
(დამწერი, აშკარად, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის თქმას ლამობდა)...

გარდა ამისა, ამ დონის წარდგინება რომ ექნება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს (თავისი დაწერილია თუ სხვისი - ამას რა მნიშვნელობა აქვს), იმას ვისზე რა ეთქმის?!... : /

"ყველაზე მეტად რას მივტირი ქართულ ენაში?"ო?!
"ხანდახან ასე მომენატრება ხოლმე ჩვენი ქართული"ო?!... :O)

მერედა, რას მისტირის?!
(Слезами горю не поможешь)... ;)

ადგეს და თავად გამოიყენოს "ასე" მონატრებული "ჩვენი ქართული": ხელი ვინ, ან რამ შეუშალა?!

"იმას, რაც მასმედიისა და უწიგნური პოლიტიკოსების ვერმოქართულეობამ დაჰმართა."ო?!... :O)

ეს ხალხი გადაგრევს რა, "ფილოლოგიის დოქტორმა" თუ არ იცის ქართული (მოგეხსენებათ, "ვერმოქართულეობა"ს დონეს ქართულის ცოდნა არ ჰქვია), მასმედიისა და უწიგნური პოლიტიკოსების "ვერმოქართულეობა" რა სუფრასთან მოსატანია?!

მაშ, ნამუსი აღარ არის?!
მაშ, ქვეყანა ჩალით არის დახურული, ყვავი რომ მილეთს თავს დასჩხავის: თქვე მურიანებოო?!... :O)

ან კიდევ, ჯაყო ჯივაშვილი ნამუსს რომ ხდის, მთელ საიტს, თან ჟანგიანი მანტიროვკით, თან წლების განმავლობაში (კერძოდ, 2010 წლის 1 მარტიდან მოყოლებული), თან ყოველ ცისმარე დღეს (უფრო ზუსტად, დღეში რამდენიმეჯერ)... და პირადად, ინცესტზე მოღაღადე ავტორს, რომელიც ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრობს, საინტერესოა, მაინც როგორ წარმოუდგენია ამერიკელი (თუნდაც ყველაზე უვარგისი), რომ ასე იქცეოდეს?!
(ყველას საქმეში ცხვირი ჰქონდეს ჩაყოფილი, ნებისმიერ საკითხზე ენა გადმოგდებულ - ატარტალებული და არც მოსვენება იყოს მისგან, არც საშველი)...

მით უმეტეს, როგორ წარმოუდგენია სხვა ამერიკელები, რომლებიც უხმოდ აიტანენ ამდენ ნეგატივს და ამდენი შხამ-გესლის ნთხევას, თან დაუსრულებლად?!
მით უმეტეს, მონა-მხევლად რომელი ერთი დაუდგებოდა, ასეთ გააფთრებულ აგრესორს, ქართველებისგან განსხვავებით?!

მხოლოდ ქართულ სინამდვილეში თუ შეიძლება, რომ მოიძებნებოდეს ფრიად დაფასებული დედაკაცთაგი: უზნეო, ხეპრე, ორპირი, თვალთმაქცი, ქოსატყუილა, მლიქვნელი, უტიფარი, ფლიდი, ავი, აშარი და ასე შემდეგ, თავი რომ მოუბეზრებია ყველასთვის თავისი დაუსრულებელი ენის ტლიკინით!
(მერწმუნეთ, სხვაგან ვერსად იხილავთ მსგავს "სასწაულს")... : /

არ მესმის, ვინ რა ვალდებულია აიტანოს: თუ როგორ შემოვარდება, დღეში ცხრაჯერ, ერთი ვინმე ახირებული მოცლილი... და რამდენჯერაც შემოვარდება, იმდენჯერ ჩაიხდის ყველას თვალწინ, მოისაქმებს ყველას თვალწინ, ტონობით, შემდეგ კი არხეინად გავა!... : /

ამიხსენით, ეს არ გახლავთ ძალადობა?!
ხალხი თავისთვის ფუსფუსებს წყნარად, მშვიდად, მაგრამ ვინ აცდის: ვალდებულები ყოფილან, თურმე, ჯაყო ჯივაშვილის გაუსაძლისი სიმყრალე აიტანონ!
(და მაინც რასთან დაკავშირებით უნდა აიტანონ, გეკითხებით?!)... : /

იმაზე უკვე აღარ მაქვს საუბარი, თან აქეთ თავს რომ ამადლებს ყველას: მეო, ოქროს წუთებს ვხარჯავო, თქვენ რომ თავი მოგაბეზროთ შიზოიდური რატრატითო და დამიფასეთ "ამაგი" - ცხოვრებაში ვერ ამოხვალთ ჩემი ვალიდანო!... :D

თან ჩხუბსაც გააჩნია, ჩხუბიც ბევრნაირი არსებობს:
ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ საიტზე სიტყვა ვერ თქმულა დაუსრულებელი საქმეების გარჩევ-გამორჩევა, გაწევ-გამოწევა, გამიშვი - გამატარეს გარეშე!

ფაქტიურად, თითქმის არ გამოითქმის აზრი ისე, ერთი ვინმე, არამკითხე მოამბე, არ მივარდეს მთქმელს და დაჟინებით არ მოსთხოვოს პასუხს ყველაფერზე: რაც უთქვამს, რაც არ უთქვამს, როგორ უთქვამს, რატომ უთქვამს, რისთვის უთქვამს, რასთან დაკავშირებით უთქვამს და ა.შ...
(მოკლედ, ეს გახლავთ სუფთა ტრაგიკომედია: მრავალსერიანი იძულებითი შეხლა-შემოხლები ამ თავგასულ, ხეპრე, ენაჭარტალა არამკითხე მოამბესთან)... : /

ანუ ვალდებული ყოფილა, თურმე, სრულიად საქართველო, რომ ლიტ. პორტალზე ნეფრიკოს ქურდულ საქმეებიის გარჩევებს უყუროს!
(ჩვნში დარჩეს და, მთელ ინეტს თავზე დაიმხობდა - სხვა რომელიმე ენა იმ დონეზე რომ იცოდეს: ბრტყელ-ბრტყელი აზრები აფრქვიოს და იწიოკოს, თავი კი, ისე მოაქვს, ურცხვად, რომ მსოფლიოში არსებული ყველა ენა იცის, თან წყალივით)... :O)

ყველაფერთან ერთად, დღენიადაგ იქაურობას კბენს გამწარებულ - დაგეშილი, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ სხვა თუ არავინ აძლევს თავს მსგავსი რამის უფლებას, "ვერც" ვერავინ ხედავს იმ შემაძრწუნებელ ფაქტს, რომ ავტორი, რომელიც არც ავტორად უქნია ღმერთს - არც სხვაზე მეტი იცის რამე, მაინც ყველას ჭკუას ასწავლის გააფთრებით, გაგულისებული ეუფროსება - თავს ამეტებს, თან, დღენიადაგ, იქაურობას კბენს გაცხარებით და 24-საათი მაინც იქ არის ატუზული (სიმართლე გითხრათ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მის ცხოვრებაში ხსენებული საიტის მეტი არც არაფერი არსებობს, მაგრამ მაინც უტიფრად იგესლება) - გამოდის, ეს უსირცხვილობა არ ყოფილა და "ლოცვა" არ სჭირდება თურმე!

ნუთუ მართლა და ნუთუ ამ ძალადობის შედეგებს ვერავინ ვერ ხედავს?!
თუნდაც ეს სირენა ვისი ასლია: ჩემი, ვინმე სხვისი, თუ ნეფრიკოიდისა?!
(და ვინ იცის, სირენასნაირი კიდევ რამდენი გამოზარდა: დარწმუნებული ვარ, უამრავი)... : /

ზუსტადაც რომ, ეს ისეთი უსირცხვილო ძალადობა გახლავთ, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება, რამეთუ გამორიცხულია მსგავსი რამის ხილვა სხვა, ნებისმიერ, რესურსზე (სადაც ამ ჩვენს ჯაყოს ფესვები არ გაუდგამს) იმიტომ, რომ მსგავსი რამ არსად არ ხდება, მაგრამ ამაზე ხმას არ უნდა იღებდნენ, ესე იგი, მთავარია "მოვახერხოთ" და ინცესტზე ვიბაასოთ?!
(მერედა, ასეთ ხმალამოღებულ მებრძოლს ძალადობის წინააღმდეგ, მაინც რატომ არა აქვს რეაქცია ძალადობაზე, რომელიც მის თვალწინ ხდება, თან მომაბეზრებელ - ზღვარგადასული სიხშირით?!)... : /
 
ამ რაოდენობის ნეგატივი კი არა, ცივილიზებულ ადამიანებს, კარგი, სასიკეთო და სასარგებლო აბეზრებს თავს - ამხელა დოზებით მიწოდებული, არათუ მსგავსი უკმეხობა და სიკაპასე გაუთავებელი წივილ-კივილით!
(ბრძენკაცთ უთქვამთ: "არამკითხე მოამბეო მიტყეპე და მიაგდეო", მაგრამ ბრძენკაცი რომელი ერთია, რომ არამკითხე მოამბეს კუთვნილი ადგილი მიუჩინოს?!)... : /

პირადად, მე, ნამდვილად შევიწუხე თავი და დავიფრინე აგრესორი ჯაყოი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მხოლოდ შევაცბუნესავით და ისიც მცირე ხნით: მოგეხსენებათ, "კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებს!"...

საბოლოო ჯამში კი, ისე გამოვიდა, რომ არა მხოლოდ სრულიად მარტომ შევიწუხე თავი, არამედ აქეთ გამინაწყენდა ჩაგრული კლასი!
(დირექციამ ჩემი ერთი კომენტიც არ დატოვა წაუშლელი, ხოლო დანარჩენებმა დუმილის უფლება გამოყენეს, როგორც ყოველთვის)... :O)

და სავარაუდო შედეგმაც არ დააყოვნა:

"1", ავტორი: პალატამერვე
ნ-ი-კ-ი,
გეთანხმებით. სხვადასხვა ორბიტაზე ვართ. აწი ძალიან შორიდან გიყურებ და ასე ჯობია. არ გამოვიდა აქ  ოაზისი.  არ აგვისრულდა  ოცნება მე და თომას მორს. ის კი დარჩა კაცობრიობის დიდ ისტორიაში ამ ოცნებით, მეც უკვე დავრჩი საქართველოს უახლეს ისტორიაში (ცხადია არა როგორც ავტორი, სხვა რამის გამო).  მაგრამ ჩემი ნაწერით და წიგნით, ჩემი უტოპიზმის შეუმდგარ მოდელს (ურაკპარაკს) დავუბრუნე ვალი. რაც არცერთ აქ დაფრთიანებულ ავტორს არ გაუკეთებია.  ასე რომ, ყველაფერი გაქვითულია.
მაგრამ...როგორც გააქციე ქადა აი მასეთი კომენტარით (N7) - ისე მოაბრუნე. ურაკპარაკისთვის და ყველა აქაურისთვის ასე ჯობს. ვუთხარი ქადას, 10 წელი გავიდა და შეიცვალა კაცი-თქო, გემოვნებაც შეეცვალა და აქაურობასაც სხვანაირად უყურებს -თქო, ხდება ასე და გაუგე-თქო და... არაო, ნაწყენია. აი ასე...
ნეფერტარი. 2019-03-18 06:17:04

:D :D :D  "გეთანხმებით. სხვადასხვა ორბიტაზე ვართ."ო?!... :O)

მოგეცათ სიკეთე, კაცნი შერაცხადნი და შეურაცხადნი სხვადასხვა ორბიტაზე რომ სუფევდნენ... რაღა უჭირდა მაშინ ადამიანთა მოდგმას?!
(ავშენდებოდით და ეგ არის)... ;)

მთელი უბედურებაც იმაშია, ზუსტადაც რომ, ერთ ქვაბში იხარშებიან გიჟებიც და ჭკვიანებიც, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამ გახლავთ, კერძოდ ის, სათავისოდ რომ გაიგო და თავის სასარგებლოდ რომ შეატრიალ-შემოატრიალ-მოთარგმნა ნათქვამი ესე:

"ვახ ნეფერტარ, ნეფერტარ
რაღაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ აზრი არა აქვს...
სადღაც სხვაგან ხართ ასე მგონია მე..."

ანუ ვითომ ვერ მიხვდა რას ეუბნებიან!
(და კიდევ ის, ამ კომენტზე: ნ-ი-კ-ი. 2019-03-07 18:03:56 - პასუხი თუ როდის გაუცია: 2019-03-18 06:17:04)...

იმის გათვალისწინებით, რომ:
ჯერ ერთი, 24 საათი საიტზე ზის და ყველაფერს გამწარებული ქექავს!
მერე მეორე კიდევ, პასუხის გაცემამდე უამრავი კომენტი დაუწერია, რაღა თქმა უნდა!

ანუ: ისეთი უტიფარი გაიძვერა გახლავთ, რომ ფაქტია, ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა, მაგრამ თავხედურად შემოდიოდა - გადიოდა (ქეციანი თავი კი, ისე ეჭირა: "მე ვარ და ჩემი ნაბადიო!")... შემდეგ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მოიფიქრა და ნინო ქადაგიძე წააკლა თავის არაკაცობას: აქაოდა, მე მასზე შემტკივა გული, შენ კიდევ, ისეთი ცუდი ხარ, რომ ავტორი გააქციე შენი უსამართლო - უტაქტო გამოხტომითო!... :O)

ადმინმა ვინ უნდა გააქციოს, რა სისულელეა?!
(ეგეთი რაღაცეები რომ ეხერხებოდეს, ამ აშარ დედაკაცს დაისვამდა თავზე და მის ყეფა - ღრენა - რქენას აიტანდა ამდენი წელი?!)... :O)

და საერთოდ, არ მესმის, მაინც რატომ უნდა აიტანო იუზერი, რომელიც ჯერ ერთი, მაგრად აფრენს... მერე მეორე, არის უსაზიზღრესი პიროვნება: ურცხვი, ცრუპენტელა, თავხედი და უმადური?!
შესაბამისად, ისე დაპარპაშებს როგორც უნდა, საიტზე, რომელსაც ზუსტად ადმინი ინახავს საკუთარი ჯიბიდან, მაგრამ ეს არ აღელვებს, პირიქით, ყველას ეუფროსება (ადმინის ჩათვლით), ყველას თავს აბეზრებს და აქეთ ვალს ადებს ყველას იმით, რომ ეუფროსება და თავს აბეზრებს!... :O)

:D :D :D  "აწი ძალიან შორიდან გიყურებ და ასე ჯობია."ო?!... :O)

"აწი ძალიან შორიდან გიყურებ" რას ნიშნავს იცით: დღეში 1500 კომენტის მაგივრად 1450 რომ დაჯღაბნის!... :D

ნუ, ახლა, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეში რამდენჯერმე შემოდიოდა მოსასაქმებლად, ეს ჩვენი ჯაყოი, გამოდის რომ ცოტა დაბალ ხმაზე ღრიალი და განავალი ცოტათი ნაკლები დოზით, თან ცოტათი ნაკლები სიხშირით, მართლაც რომ, დიდი შეღავათია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეჭვი მეპარება: მის დაქადნებას დიდი დღე ეწეროს!
(თუ არადა, "აღდგომა და ხვალაო")...

"არ გამოვიდა აქ  ოაზისი."ო?!... :O)

ამდენი წელია საიტზე პარპაშებს, ეს მოარული გაუგებრობა, თან პარპაშიც არის და პარპაშიც: თავზე ხომ აქვს წამოცმული მთელი რესურსი და თან, გაუსაძლის სიმყრალეს აფრქვევს დღენიადაგ, ჰოდა, საინტერესოა, მეტი რა "ოაზისი"ღა უნდა?!... :O)

"არ აგვისრულდა  ოცნება მე და თომას მორს."ო?!
(რა "თომას მორს": რას ბოდავს, ნეტა, ეს ბეჩავი?!)... :D

"ის კი დარჩა კაცობრიობის დიდ ისტორიაში ამ ოცნებით,"ო?!... :O)

რა "ამ ოცნებით," დარჩა და რა "კაცობრიობის დიდ ისტორიაში"?!
(სინდისს გეფიცებით, თუ აზრზე ვიყო: ან "კაცობრიობის დიდი ისტორია" რას ნიშნავს, ან "კაცობრიობის პატარა ისტორია")... :D

:D :D :D  "მეც უკვე დავრჩი საქართველოს უახლეს ისტორიაში"ო?!... :D

და მაინც რა სახით დარჩა ნეფრიკო პუპკინა "საქართველოს უახლეს ისტორიაში"?!
(ჩვენც გაგვიმხილოს ერთი)... :D

:D :D :D  "(ცხადია არა როგორც ავტორი, სხვა რამის გამო)."ო?!... :D

აი, ამაზე გადავბჟირდი და ზუსტად ეს გახლავთ თვალნათელი მაგალითი იმისა, როდესაც ამ დონის გონებაშეზღუდულ რეგვენსაც კი მოეხსენება, თან მშვენივრად, თუ რისი მაქნისია!
(აი, ზუსტადაც, თავადაც მშვენივრად მოეხსენება, რომ "ცხადია არა როგორც ავტორი", მაგრამ მიუხედავად ამისა, დღენიადაგ თავის ქეციან რამანზე რომ გაუდის გნიასი, ურცხვად და თავხედურად, ამის სულაც არ ერიდება, ისეთი ნამუსგარეცხილია)... :O)

"მაგრამ ჩემი ნაწერით და წიგნით, ჩემი უტოპიზმის შეუმდგარ მოდელს (ურაკპარაკს) დავუბრუნე ვალი. რაც არცერთ აქ დაფრთიანებულ ავტორს არ გაუკეთებია.  ასე რომ, ყველაფერი გაქვითულია."ო?!... :O)

:D :D :D  აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე: ჯაყოი, თურმე, იმას ლამობს რომა, მორის "უტოპია" ჩააკვეხოს, როგორმე და რამენაირად, ამ თავის ჩიქორთულ ნაბოდვარში!... :D

:D :D :D  "ჩემი უტოპიზმის შეუმდგარ მოდელს"ო?!... :O)

ნეფრიკოიდის ჩიქორთულს, მართლაც რომ, ცალი არ ჰყავს, მაგრამ რა ვალის დაბრუნებას იყვედრება, რა საინტერესოა?!
(ეჭვი მაქვს, ისევ იმას მოსთქვამს, ცხარე ცრემლითა, ორგროშიანი უაზრო ფუნქცია რომ დააფინანსა)... :D

მერედა, მისი ქეციანი რამანის პრეზენტაცია, რომ იყო გამოფენილი საიტზე - რეკლამაში თანხა გადაიხადა?!
(დარწმუნებული ვარ, არაფერიც არ გადაუხდია, პირიქით, აქეთ ვალში დარჩენილა რეკლამის გამომფენი)... :O)

თან ისეთი "მაგარი" როჟაა და ისეთი "შედევრი" დასწერა - გამოაქვეყნა, რომ პრეზენტაციაზე ერთი კაცი მიუვიდა საიტიდან, მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ!... ;)

"მაგრამ...როგორც გააქციე ქადა აი მასეთი კომენტარით (N7) - ისე მოაბრუნე. ურაკპარაკისთვის და ყველა აქაურისთვის ასე ჯობს. ვუთხარი ქადას, 10 წელი გავიდა და შეიცვალა კაცი-თქო, გემოვნებაც შეეცვალა და აქაურობასაც სხვანაირად უყურებს -თქო, ხდება ასე და გაუგე-თქო და... არაო, ნაწყენია. აი ასე"ო?!... : /

ამაზე მართლა დავიშოკე და განა ცალტვინა ნეფრიკოსგან გამიკვირდა რამე, რაღა თქმა უნდა, არა, გასაკვირი ის არის, რომ ერთი ვინმე კაცთაგანი საჯაროდ, ურცხვად, პირზე ადგება მეორეს... ბრალს სდებს-რა იმაში, რომ შენო, შენს მეგობარს აწყენინეო და მერე იმ შენმა მეგობარმა, რომელიც ჩემი მეგობარიც არისო, შემომტირა რაც ეწყინაო შენგანო!
მე კიდევ, გამოვდექი აგერ და სახალხოდ გადმოგეცი მისი ნათქვამი (ენა მოგიტანე) სიტყვასიტყვით იმიტომ, რომ ერთი ენაგატლეკილი არამკითხე მოამბე ვარ, შესაბამისად, ყველაფერში ცხვირი მაქვს ჩაყოფილი, ჩემი დღე და მოსწრებაო!... : /

ეს ამდენი მილეთის ხალხი (უფრო სწორად, ცხვრების ფარა), ვითომც აქ არაფერი, ხმას არ იღებენ, ჯანდაბას... გასაკვირი ის არის, კიდევ იქით ფეხქვეშ რომ ეგებიან, თან პირში უცინიან და ხომ წარმოგიდგენიათ, გულში მასზე რა საშინელებას ფიქრობენ, რომ პრეზენტაციაზე 1-კაცი მიუვიდა!
(ხუმრობის გარეშე: მართლა ერთადერთი კაცი  მიუვიდა)... :O)

ვა, ესენი ვინ ყოფილან ე: "ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი"?!
(ნამდვილად არ არის, დარწმუნებული ვარ, მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიპოვება მეორე ნეფრიკო პუპკინა და ვერც მისი მონა-მორჩილი მლიქვნელების მსგავსს იპოვის ვინმე, სანთლითაც რომ ეძებოს)... : /

და რაღა თქმა უნდა, ეს ვაი-ისტორიაც (ისევე, როგორც ნებისმიერი ნეფრიკოიდული ისტორია) მრავალსერიანი გახლავთ, მაგრამ შემდგომ სერიებს მოგვიანებით იხილავთ, ნეფრიკოს სხვა ოინებთან ერთად!
(აქვე იმასაც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ხალხი ყველაფრის ღირსია, რაღა დაგიმალოთ და, ასე რომ, ქარველები იმდენ რამეზე ვართ სახრით საცემი - მაგას ვინ მოსთვლის, მაგრამ საკუთარი სისხლ-ხორცის სიყვარულს ნემდვილად ვერავინ გვასწავლის რა, ვერც ოჯახისთვის თავდადებას, თქვენ კიდევ: "ინცესტიო")... : /

არც დამწერს ეკადრება მსგავსი რამ და არც ქართველები იმსახურებენ ქართულად დაწერილ მსგავს რამეს, რამეთუ, ისევ და ისევ, ქართველებს ვერც შვილების სიყვარულს ასწავლის ვინმე, ვერც მშობლების, ვერც დედმამიშვილების და ვერც ბიძაშვილ - დეიდაშვილ - მამიდაშვილების, შესაბამისად, სანამ აუგს იტყვით, ჯერ კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და შემდეგ მოაღეთ პირი!
(არც ის დაგავიწყდეთ, რომ "რაც შეშვენის გლახა ბერსა, არ შეშვენის კახაბერსაო!", ამიტომაც თავად გადაწყვიტეთ - შეგშვენით ინცესტზე ღაღადისი თუ არა)... : /

სხვისი რა მოგახსენოთ და მე, პირადად, ზნედაცემულ ფილმსაც კი არ ვუყურებ პრინციპულად, რამეთუ ნამდვილად არაფერში მჭირდება თუკი რამ საზიზღრობა არსებობს ამქვეყნად ყველაფერი საკუთარი თვალით ვიხილო, საკუთარი ყურით გავიგონო და ათასგვარი ნაგვით დავიბინძურო გონება!... ;)

ჩემს მეგობარს აქვს სოც-ქსელი და წერის პროცესში გამახსენდა, რომ მის კინო-ფორუმზე მქონდა დატოვებული კომენტი, მსგავს თემაზე...
(მოვძებნე და პირდაპირ დავაკოპირე; სიმართლე გითხრათ, დამეზარა გადაკეთ-გადმოკეთება - განვრცობა)...

საუბარია ამ ფილმზე: The Color Purple / 1985...
Не, ну, ребята, старина Спилберг конечно же умеет снимать кино, и конечно же видно, что фильм, технически, снят безупречно... но, вы меня извините: история начинается с того, как несчастная, чернокожая девочка (лет 14-ти) спрашивает у бога: зачем её насилует отец и зачем горе-папаша продал ребёнка, которого она родила от него?!... : /

Только вот, было бы неплохо узнать, создатели таких опусов сами-то в курсе: зачем богу нужно родить, на свет, такого тупого двуногого животного, который только и хочет совокупляться?!

И куда таким несчастным деться?!
Сексуального партнера нету, мозгов нету, а бычья сущность только и просит: жрать, срать, ржать и совокуплятся, т.к. больше ему ничего не надо!

Спрашивается: а как им быть и что делать двуногим животным без мозгов?!
Нифига, что с них взять?!

Это, как бы, прерогатива бога, если уж ошибся (что-то, уж больно часто он ошибается!) и родил морального урода, то, пусть смотрит потом за ним: воспитывает, наказывает, наставляет на путь истинны и тэдэ и тэпэ!... :О)

Так, если сам бог бессилен, то, простым сметным как с этим справится (тем более, слабым и беззащитным?!)...
Выход только один: люди должны друг друга защитить от двуногого зверья!

Тем более мы должны защитить слабых и беззащитных, а эти горе-киношники, вдобавок, подобные мерзости снимают!
(Как будто в жизни, без их подачи и пропаганды, мерзости не хватает)... : /

И понятное дело, что тут разговорами ничего не изменишь, вопрос в другом: зачем, почти 2-часа пялится на экран и посмотреть весь этот немыслимый кошмар - моральное разлогательство?!... : /

Короче, 10-минут осилила, и то с трудом, и выключила ко всем чертям: оно мне надо?!

Шедевр?!
(Да неужели?!)...

А разве мерзость бывает шедевральным?!
(Не знала, если честно)... :О)

ძებნის პროცესში ამ კომენტსაც გადავაწყდი... და რამეთუ, აქაც უღმერთო ძალადობაზეა საუბარი, ესეც წამოვიღე:

(Agnes of God / 1985)
Чёткая, антикварная, психологическая драма с элементами детектива...
Фильм, сам по себе, отличный и не слишком тяжёлый (средней тяжести), так что, смотреть можно!

Для размышления:
(Прочитайте после просмотра, т.к. это спойлер)...

Кино о том, что бог дал ребёнка (девочку) проститутке и алкоголичке, которая издевалась над ней и пытала: не заботилась, не кормила, запирала в темноте, унижала, била, тушила сигареты о гениталиях дочери и т.д...
(Т.е. боженька не смог её родить ни в благополучной среде, ни защитить не смог от всяких бед)...

Дальше, эта несчастная девочка, неразвитая и даже придурковатая, попадает в монастырь (т.е. в дом божий)... И, конечно же, там тоже никакой помощи от бога, наоборот: позже, бедняжка втихаря встречалась с мужчиной (непонятно о чём думала - чокнутая же была), забеременела, родила, и задушила младенца, т.к. решила, что это ошибка!

И тут ключевой момент: она "верила", что забеременела от святого духа...
Т.е. психологически уничтожает божьего сына, т.к. считает его ошибкой!
Т.е. подсознательно презирает бога за свои страдания и уничтожает его физически!

А ещё дальше, в сюжете, появляется второе дно:

Оказывается, что она не верит в бога!
Т.е. полоумная, придурковатая послушница понимает, что никакого бога не существует и вырисовывается иная картина: она убила не сына божьего, а сына своего!
Т.е. психологически убивает самого себя; своё продолжение, настоящее, будущее и т.д...

Одним словом, весь этот религиозный бред называется: жизнью, бытом, и страданием человеческих особей...
("Дурная голова ногам покоя не даёт!" - в общем)...

Ах, да, о "чудесах", в сюжете, всё же идёт речь:

У героини на запястьях появляются стигматы (круто же?!)... :D
Смешнее другое: то, как монахиня говорит, что "ждёт не дождётся чудес, но они Уууже не случаются!"... :O)

Во-первых, ни с того ни с сего появляющийся кровоточащие раны на теле монахини - это что, не чудо?!
(Суть именно в том, что ожидательница чудес прекрасно понимает: сами по себе кровоточащие раны никаким образом не появятся, соответственно, это никакое не чудо)...

А во-вторых, с какой такой стати - они (эти чудеса) случались, но больше не случаются?!... Что изменилось?!

Ничего не менялось, просто мир стал цивилизованнее:
Понятное дело, что церковным шарлатанам легче было обмануть средневековую темноту, чем современного человека!... И понятное дело, что то, что действительно существует, по-любому, проявится (даст о себе знать) всегда и во всём; хотим мы того или нет, верим мы в это или нет!... ;)

Heart3.gif

ჰოდა კვლავ იგივეს გავიმეორებ: ღმერთი ვერაფერს გვიშველის, საკუთარ თავს თუ არ ვუშველეთ და ერთმანეთი თუ არ გავიტანეთ!
(მუდამ ასე იყო და მუდამ ასე იქნება: "კაცი კაცითაო, ღობე - ქაცვითაო!")...

მეც, მიუხედავად იმისა, რომ არც დრო მქონდა საამისო და არც დაწერის სურვილით ვიწვოდი, ჩავთვალე რომ ვალდებული ვიყავი ხმა ამომეღო... და ვერც იმას დამაჯერებს ვინმე, რომ მხოლოდ მე მრცხვენია ამისა!... : /

ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ვიტყვი, რომ ქართველთათვის ნამდვილად განსაკუთრებულობა უბოძებია განგებას, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია რომ:
საქართველო, ტერიტორიულად, ისედაც პრახადნოი დვორია, რამეთუ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზა მასზე გადის!
ისედაც მუსულმანური ტომების გარემოცვაში იყო მოქცეული და ყველა მხრიდან მტერ-დუშმანი ესეოდა!
ისედაც ყველა გზააბნეული ამ მრავალტანჯულ საქართველოზე გადი-გამოდიოდა დღენიადაგ, საბოლოოდ კი, ესეც არ აკმარა არსთა განმრიგე - დიდმა საბჭოთა ბელადმა ტავარიშჩ სტალინმა, "მოახერხა" და საქართველო ინტერნაციონალურ რესპუბლიკად გამოაცხადა, მაგრამ იმდენად, რამდენადაც საბჭოთა კანონმდებლობით მოძმე რესპუბლიკებში ორი სახელმწიფო ენა არსებობდა, შესაბამისად, განათლებაც ორენოვანი იყო და იმდენად, რამდენადაც ინტერნაციონალურ მოსახლეობას არ სჭირდებოდა მოძმე რესპუბლიკელის ენაზე მეტყველება - ნებისმიერი სახის გaნათლებას იღებდა რუსულ ენაზე, შესაბამისად, ინტერნაციონალი ადგილობრივ მოსახლეობაში არ ითქვიფებოდა, რამეთუ ინტერნაციონალი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ადგილობრივი მოსახლეობა - თავისი... სანამ საბჭოთა იმპერია არ დაიშალა და სანამ არ გამოჩდნენ გულმხურვალე მამულიშვილები, რომლებიც ხმამაღლა და დაჟინებით აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერნაციონალურმა ნაწილმა ქართული არ იცოდა!

მერედა, მაინც რატომ უნდა იცოდეს ყველა ჯიშისა და ჯილაგის ვიგინდარამ უნიკალური - ანტიკური ენა?!
რა საქმე აქვს ქართულთან თუ, მაგალითად, ენათმეცნიერი არ არის?!
ან იმაში რა იყო ცუდი, ქართველებმა თუ რუსული მშვენივრად იცოდნენ?!... : /

მოკლედ, გულმხურვალე მამულიშვილთა დიდი ძალისხმევის შედეგად ინტერნაციონალური ვინეგრეტი იძულებული გახდა ქართულ ენაზე მიეღო განათლება და რამეთუ საქართველოში მცხოვრებმა ინტერნაციონალმა ქართული შეისწავლა... მკვიდრი მოსახლეობა, თავისთავად, ინტერნაციონალში აითქვიფა!
შედეგად, საქართველო, დე-ფაქტო, გახდა ინტერნაციონალური ვინეგრეტი და თუ დღესდღეობით, ჯერ კიდევ, შეინიშნება მკვეთრად გამოხატულ - არსებული ქართული გენეტიკა... ცოტა ხანში, ალბათ, საერთოდ გაქრება სუფთა ქართული ჯიში!
(დარჩება მხოლოდ ინტერნაციონალური საქართველო, ინტერნაციონალური ქართული, თუ ინტერნაციონალი ქართველი)...

მთელი უბედურება იმაშია, რომ საქართველო იმპერია ხომ არ არის, ერთი ნამცეცა ქვეყანა ვართ, ერთი მუჭა ხალხით: 7-მილიონი ქართველია, დაახლოვებით, მთელი დედამიწის ზურგზე (შედარებისთვის, მოსკოვში 15-მილიონი ცხოვრობს) და აქედან ნახევარზე მეტი ქართველად იწოდება თორემ, ისე - გაურკვეველი გენეტიკური ნაზავია!
(ჰოდა აბა, თავი როგორღა უნდა გადავირჩინოთ გადაგვარებისგან, თუ ათასნაირი ჯიშის ხალხში ავითქვიფებით?!)...

ასე რომ, "Hell is full of good meaning and wishings!" / George Herbert
(კეთილი ზრახვებით პირდაპირ ჯოჯოხეთის კარს მივადექით და ჯოჯოხეთი სავსე დაგვხვდა "საუკეთესო" პატრიოტული ზრახვებით, თუ "საუკეთესო" ეროვნული სურვილებითო, ანუ)... : /

შედეგად, საქართველო გახდა ათასგვარი არეულ-დარეული მომთაბარე ტომების გადმოქართულებულ - გაქართულებულ - გაქართველებული აჯაფსანდალი და ვცხოვრობთ ასე "მხიარულად", სხვა რა დაგვრჩენია?!... : /

მე თუ მკითხავთ, დღესდღეობით ფერეიდანელი ქართველები უფრო არიან სუფთა ქართველები, ვიდრე საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ერი!
(ჩემი აზრით, ისინი არიან დაკონსერვებული ძირძველი ქართველები და სავარაუდოდ, ბევრიც არაფერი გვაქვს, უკვე, მათთან საერთო)...

აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები ეროვნულ საქმეს იმ შემთხვევაში გააკეთებდნენ თუ, მაგალითად, ფერეიდანში გააგზავნიდნენ სახელმძღვანელოებს, ქართულ ლიტერატურას და ა.შ... იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართული უნდა იცოდეს მხოლოდ ქართველმა, ან მათ - ვისაც ძალიან უყვარს ქართველები!
(სხვამ რატომ უნდა იცოდეს, თან ძალდატანებით?!)... : /

ხოლო რასაც ვამბობ იმიტომ ვამბობ, რომ ვთვლი: თქმა აუცილებელი იყო, თუნდაც არაფერი შეიცვლოს!
იმედია, სხვებისგან განსხვავებით, თავად არც მხედველობა მიღალატებს, არც სმენა, არც შეგრძნების უნარს დავკარგავ და ზომბირებულ მასას არასდროს დავემსგავსები)...

ეჰ, ზომბირებულიც არის და ზომბირებულიც... ჩვენში დარჩეს და, ამ დონეზე გამათხოვრებულ - დაგლახავებულ ხალხს რა ჭკუა მოეკითხება?!

რომელ სამართლიანობაზე, ზნეობაზე და მაღალ იდეალებზეა საუბარი, როცა ელემენტარულად, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ მხოლოდ უკიდურეს გაჭირვებას თუ შეეძლო ადამიანი ხელგაშვერილ მეროჭიკნედ ექცია, მაგრამ მას შემდეგ რაც ვირტუალური მათხოვრები ვიხილე, უხვად, თან პრეტენზიებით: ჩვენაო, მწერალ-პოეტები ვართ, უბრალო მათხოვრებში არ აგერიოთო! - ამის მერე რაღა უნდა გამიკვირდეს, ან კარგს რას უნდა მოველოდე ვირტუალური ქვაწვიებისგან და ვირტუალური მათხოვრებისგან?!
(თუმცა, თავისი არსით ეს ერთი და იგივეა)... : /

ხომ წარმოგიდგენიათ ადამიანის ფსიქოლოგია, იმას რომ დაინანებს რასაც არანაირი ფასი და ღირებულება არ გააჩნია, ანუ ვირტუალურ ქულას!
ან იმის გამო დაიმცირებს თავს (უბრალოდ დამცირებული კი არა, მიწასთან გასწორებულნიც კი მინახავს), რომ ვიღაცა ვირტუალურმა გრაფომანმა რეგვენმა კუდი აუქიცინოს!
(ვერ წარმოიდგენთ, ეს რა სანახავი ყოფილა: მათხოვრები რომ ერთმანეთს ეპირფერებიან: ვერც ამაზე სასაცილოს ნახავს კაცის თვალი და ვერც ამაზე შემაშფოთებელს)... :O)

მოკლედ, იგავი "Кукушка и петух" მონაგონია:
"За что же, не боясь греха,
Кукушка хвалит Петуха?
За то, что хвалит он Кукушку"... :O)

მთელი უბედურება კი იმაშია, რომ კაცს თუ ცუდი ვერ დაუნახავს, ვერ შეუმჩნევია, ვერ შეუფასებია... ბუნებრივია, ის ვერც კარგს დაინახავს, შეამჩნევს (ან არ შეიმჩნევს), დააფასებს, რამეთუ მისთვის ცუდსაც და კარგსაც ერთი ფასი აქვს, რამეთუ ერთმანეთისგან ვერ არჩევს!
ჰოდა ამიხსენით, იმას ვისაც ცუდი და კარგი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან - სხვა რაღაზე უნდა ელაპარაკო... და საერთოდ, რა აზრი აქვს მასთან ლაპარაკს?!
არც არაფერი!

მაგრამ ყოველგვარ ზღვარს რომ გადავლენ და "კეთილშობილური" განზრახვით ინცესტზე აყიყინდებიან, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს მოთმინების ფიალა აევსება და იტყვის მერე სათქმელს, აბა, რას იზამს?!... : /

P.S. კაი ხნის გამოქვეყნებული მქონდა ეს "ამბავი"... კვლავ რომ გადავაწყდი: თუ რა მწვერვალებისთვის მიუღწევია უსირცხვილო მდედრის უსირცხვილო "ლოცვა"სა - შეერთებულს შტატებსა შინა!
(უფრო სწორად, შიგან)... :D

"ლოცვა უსირცხვილობისათვის", ავტორი: ნინო დარბაისელი
მადლობა, ჩემო კარგებო!
ბოლო კომენტარები ნანახი არ მქონდა და ჩემი თამარასიც ყოფილა, გული ჩამიკოკლოზინდა.
ახლა დაუჯერებელი ამბისთვის  მოემზადეთ.
ნატა ვარადას რჩებით ეს ლექსი ვთარგმნე ქართველ ქალთა პოეზიის ორენოვანი ანთოლოგიისათვის.
ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ცნობას, რომ აქ, ამერიკაში ტ არსებობდა სილვია პლეთის სახ. ინტერნეტ  კონკურსი პოეზიაში.
კადნიერებასაც ხომ აქვს საზღვარი, არა?
აი, ჩემსას - მორღევეული აქვს.
ავაკოპირე ლექსის თარგმანი და გავუშვი.
ვიფიქრე, იყოს რა, მე რა მეკარგება- მეთქი.
წარმოიდგინეთ,  რა დამემართებოდა, როცა მაცნობეს, რომ  ფინალში გავედი, მესამე -მეოთხე ადგილზე...
მერე?
გინდათ, იცოდეთ რა მოხდა მერე?
მე თვითონაც არ მჯერა, ვიდრე პრიზს ხელში არ დავიჭერ, ალბათ ვერც დავიჯერებ...
ჯერ ფინალისტი რომ გავხდი, ისიც კი არ მჯეროდა...
აბა, რომელ ადგილზე გავედი?
რომელზე და მთლად პირველზე!!!
ნინო დარბაისელი. 2019-05-28 05:15:45

"ლოცვა უსირცხვილობისათვის", ავტორი: ნინო დარბაისელი
ძალიან მაგარი ამბავია, ქალბატონო ნინო!
გილოცავთ, მთელი გულით და კიდევ ბევრ წარმატებას გისურვებთ!<3
ანა ჯავახიშვილი. 2019-05-28 06:43:49

"ლოცვა უსირცხვილობისათვის", ავტორი: ნინო დარბაისელი
ნამდვილად მაგარი ამბავი! ქონგრეთიულეიზსენზ
ტასო. 2019-05-28 07:56:14

"ლოცვა უსირცხვილობისათვის", ავტორი: ნინო დარბაისელი
გილოცავთ, ნინო! რა მაგარია, ეს ერთი და სხვა მრავალი!
მზია თვალაბეიშვილი. 2019-05-28 14:40:03

 

არ კი გეგონოთ, რომ წაიკითხა ჩემი აღშფოთებული ღაღადისი და მაინც თავისას აწვება უსირცხვილოდ (უსირცხვილო ლოცვითა)... არა და არა!
იქაური "მკითხველები", რაც იქ იდება იმის მეტს არც არაფერს "კითხულობენ", შესაბამისად, თვალით არავის უნახავს ეს პუბლიკაცია და დარწმუნებული ვარ, არც არავინ ნახავს, ასე რომ, გამოდის: სათქმელი ვთქვი - ყური არ მომიყრუებია, მაგრამ წყენით - არავისთვის მიწყენინებია!

მიუხედავად იმისა, რომ პირში ვუთხარი (ფაქტია, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის) ხმა მაინც ვერ მივაწვდნე და ამას რა სჯობს, რამეთუ მაინც ვერაფერს გავაგებინებდი და ტყუილა წყენინებას რაღა აზრი ჰქონდა?!
(თავად განსაჯეთ, დიაცი რომ ამხნის მოიყრება, თან ქმარ-შვილის პატრონი, სიძის პატრონი, შვილიშვილების პატრონი და მეტი შეგნება არ ექნება... იმას მე რაღას შევაგნებინებ?!)... : /

ისე, ალბათ სჯობს კიდეც, შეუგნებელმა არ/ვერ შეიგნოს და ცუდი ბოლომდე ცუდობდეს, კარგი - კარგობდეს, რომ მათ შორის თვალსაჩინო ზღვარი იყოს გავლებული!
(ანუ ცუდმა თავის წილი კალო ცუდად უნდა გალეწოს, კარგმა - კარგად)...

ყველა კარგი ხომ ვერ იქნება, ან ყველა ცუდი ხომ არ იქნება, მაგრამ ჩირთი-ფურთებსა, ვითომ ჭკვა და გონება რომ მოეკითხება (თავის ჭკვა და გონებაში), აი, ეგ მშოკავს რა!

ჩვენში დარჩეს და, ჩირთი-ფურთებსა ისევ თავისნაირი ჩირთი-ფურთები არქმევენ ჭკვა და გონებასა... და ეს სრულიად ბუნებრივია: ცუდმა ცუდს უნდა უკმიოს გუნდრუკი, კარგმა - კარგს!
(მუდამ ასე იყო და მუდამ ასე იქნება, მაშ)... ;)

გამარჯვებითაც "გაიმარჯვებდა", აბა, რა იქნებოდა?!
ამერიკელებს და ევროპელებს ინცესტის მეტი არც არაფერი აქვთ სავიშვიშო: ფილმსაც კი ნაკლებად ნახავ - ინცესტი რომ არ გასდევდეს ლაიტმოტივად!
(გული მერევა უკვე... და ისეთი წარმოდგენა მრჩება, რომ აპედოფილია - ინცესტით არის დაავადებული მთელი ცივილიზებული სამყარო)... : /

რა სისულელეა!
უბრალოდ, თუ სიბინძურეზე არ იგნიასეს - არ იციან სხვაგვარად როგორ გამოაცხონ დრამტული სიუჟეტი, ეს არის და ეს, მაგრამ ისევ და ისევ, ამერიკელი ამერიკელია - ქართველი ქართველია!

ან კიდევ, ამერიკელებს ქართველების ზნეობა რაში ედარდებათ?!
(პირიქით, გაუხარდებათ კიდეც: თქვენც ჩვენნაირი, ინცესტით შეწუხებულ - შეღონებულიღა, ყოფილხართო)... : /

P.P.S. ამონარიდით მინდოდა დამემთავრებინა, ვაჟას უბრწყინვალესი შედევრიდან, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე პოემა მთლიანად დამედო!
(გაფერადებულია ნაწყვეტი, რომლიც ჩაფიქრებული მქონდა)...

P.P.P.S. გაგიკვირდებათ და, პოემის მხოლოდ ორი ვარიანტი ამოაგდო საძიებელმა:
ვიღაცას fეისზე დაუდია ნაწყვეტი, ხოლო მეორე რესურს მოუღია მოწყალება და პოემა სრულად გამოუქვეყნებია... და ამდაგვარ შემაშფოთებელ ფაქტებს ვერავინ ხედავს!
(მთავარია ინცესტს ხედავენ და ვის რაში სჭირდება იმის დანახვა, რომ ქართული პოეზიის შედევრები ინეტში არ დევს?!)... : /

ივანე კოტორაშვილის ამბავი.PNG

ივანე კოტორაშვილის ამბავი / ვაჟა–ფშაველა (1896 წ.)

(კარახელის ნაამბობი)

I
გული აღარ სძგერს ძველებრივ,
აღარც რო ჩქამობს ნაღარა,
აღარ ღირს ჩალის ფასადა
ჩემი სიტყვა და ჭაღარა.
მეტყვიან: ყრილობაშია
რატომ დავდივარ აღარა;
რისთვის წავიდე, უმისოდც
გული ნაღველმა დაღარა.
მე გარეთ რაღა გამიყვანს,
ძველის ამბების მნახველსა;
ვინღა დაეძებს ამ დროში
კაცობას, ანუ სახელსა;
კახი ჩვენ გვეუცხოვება,
ჩვენც ვეუცხოვეთ კახელსა.
ახლანდელების ყრილობას
რაღა ყრილობა ჰქვიანო:
ვინ იცის, რას გადასცემენ,
ვინ იცის, რას სჩადიანო;
ლანძღვა-გინების „ალავერდს“
ურთ-ერთთან გადადიანო.
ვითომ იმასა ფიქრობენ,
უფრო რა არგებს სოფელსა, –
ან ემხრობოდენ სიტყვასა
მათთვის კეთილის მყოფელსა?!
არა. თუ კბილ-მოსაჭიდი
გაუჩნდა ერთსა სხვასთანა,
მირბიან თავ-გადაგლეჯით
სუდია-ნაჩალნიკთანა.
ჩივიან, ფიქრად ისა აქვთ,
ერთმა მეორე გათელოს
და ამით კაი ბიჭობა
ვითომ „თავის მტერს“ აჩვენოს.
დიახ „მტერს“ – ქათმის მომკვლელსა,
ან ერთი კვერცხის გამტეხსა, –
თუ ნება მიეც, უროთი
თავში ჩაურჭობს სატეხსა.
აი, ეს თქვენი დროება,
აი, ეს თქვენი ნამუსი.
ჩემი დრო ახლანდელთანა
სადარად არის აფსუსი.
ერთა ქალაი გავზარდე,
მის მეტი არც-რა მყოლია,
ისიც მე როდი მიგონებს,
ეშმაკმა აიყოლია.
მე კაცსა ვრთავდი კაცის ფერს,
ის კი სხვამ დაიყოლია –
ერთმა ვიღაცა უტვინომ,
ჯიში არ აქვს და გვარია.
იმის ქცევამა უფროცა
ჭკვა-გონებიდამ ამრია.
მე იმას ვეღარ ვიშვილებ,
ახლა ის ჩემთვის მკვდარია.
ის სახლში როგორ მივიღო,
როგორ გავუღო კარია!
წავიდეს, იუდის კერძი,
წყალმავე ზიდოს წყალია.
ეჰ, მორჩა ძველი დროება,
უკეთურობამ დალია.
სად გაქრა ასე უცბადა
მისი გზა, მისი კვალია?!
ცხოვრებამ ფერი იცვალა,
დაბრუნდა ცოდო-ბრალია.
სად გაგონილა ძველს დროში
ასეთი ყოფა-ქცევაო,
დედ-მამის უკითხავადა
კაცისად გადასევაო
ქალისა, მეტიღა გინდა
ჭკვა-გონის გადარევაო!
ძველად ერთ-ურთი გვიყვარდა,
დანდობაც იყო მეტია;
ახლა ხალხს ღმერთი გაუწყრა,
თავზე დაესხა რეტია:
თუნდ აიაზმა ასხურე,
თუნდა დაარტყი კეტია;
იმისთვის ორივე ესა,
თუ დაიჯერებ – ერთია.
კაცს ახლანდელს დროს ქვეყნისთვის
თავი ვერ გაუმეტია.
გულის და გონების კარი
ურდულით დაუკეტია,
და კაცად იმასა სთვლიან,
ვისც ფული მოუხვეტია.
ჩემ დროს სად იყო ამდენი
ფული და იმის ჩხრიალი?
მაგრამ პურ-ღვინოს, გეშველოს,
ყელში ჩაჰქონდა ხრიალი.
ზოგი სიბერით კვდებოდა
და არ ენახა ტიალი
ფული, – ეგ თქვენი ხატ-ღმერთი,
ეგ თქვენი წყლულის მალამო.
სად გაჰქრი, ძველო დროებავ,
ძველო ძმობავ და სალამო?!
ძველს დროში თოფი და ხმალი,
გული – კლდე გაუტეხელი,
და ერთმანეთთან სავალად
წყალს ხიდი ჩაუტეხელი –
აი, იმ დროის ელფერი,
მისი მადლი და დიდება!
ახლა რას ვხედავთ მის ნაცვლათ,
ან გული რისგან მიკვდება?
გულში ჩამკვდარა სილაღე,
მის ნაცვლად ჯავრი დიდდება.
– ეგ მართალია, ბიძიავ,
მაგრამ ამბობენ იმასა,
რომ ძველს დროს თუმცა ფულითა
არა სჭედავდით ქისასა,
ბარაქას ვერვინ ასწყავდა
ბარისასა და მთისასა,
ვერ უდიოდა ქვეყანა
მოწყალებასა ღვთისასა,
თან რომ იტყვიან სიმცირეს
წინანდელ კაცთა ჭკვისასა:
თუმცა ცულს ქვისას ჰხმარობდენ
და საკვეთელსა ხისასა,
ხარს მიათრევდენ დანასთან
და არა ხართან იმასა.
– დღეს სადღა ჰნახავ, რას ამბობ,
იმ ჩემი დროის რკინასა?
სუყველამ ფერი იცვალა,
სუყველა იშლის ბინასა.
სად ჰპოვებ ახლა ძველებურს
მჭედელსა, ხმლისა მკვერავსა,
ან ტყვია-ხმალის შეუვალს
ლურჯის ბექთარის მკერავსა?
დღევანდელს ჩირთი-ფურთებსა
დაარქვით ჭკვა და გონება.
თუ ჭკვამ იმატა, მაშ ხალხის
გული რიღასთვის ღონდება?!
მის გული, ძველად ამაყი
თანდათან რადა მონდება?
შორს რად მივდივართ: აგერა
ძველი ბეღელი, ნგრეული;
წაიღე ბარი, წერაქვი
და გაუსინჯე სხეული:
კაცი იქნები და ცოტას
ააფხვნი კირით ნაგებსა!
ბევრს სხვას გიამბობ, თუ მისმენ,
ძველთა გმირობის ამბებსა.
– თუ მაგრე კარგნი იყავით
და მტკიცე გქონდათ პირია,

რისთვის დაჰღუპეთ ქვეყანა, –
გამოუთხარეთ ძირია?
– დავსუსტდით, მტერთა სიმრავლემ
გატეხა ჩვენი მხნეობა
და, როგორც ჰხედავ, მოწამლა
ქართველთა კეთილდღეობა.

ერთს გეტყვი: ერის უფროსთა
სჭირდათ ავი რამ ზნეობა.
ბოლოს ჟამს გლეხნი ვიბრძოდით,
მტერს არ უშვებდით სახლშია,
და ამ დროს წარჩინებული
გამოჩნდებოდა ხალხშია.
უყურებთ – შაზიკულია
ზინზილით ათასფერითა
და მოძმეთ გასაწვრთნელადა
მობრძანდა ხელში კვერითა.
ჩვენ გვიკვირს, ეგ ზინზილები
მიიღო ვისა ხელითა?
უსირცხვოდ შემოგვიტევდა:
„დაემორჩილოთ სჯობია!“
და ჩვენც ვმორჩილობდით… ის თურმე
ქვეყნის მუხანათს სძმობია.
ჩვენც რომ უსმენდით ჩვენს ძმასა,
ადვილად ასაცნობია.
ღმერთმა ერეკლე აცხონოს,
ბევრი გადაჰხდა ომები,
ღმერთმა ისინიც აცხონოს,
ვინც იმას ახლდა ლომები; –
არ იყო ქართველთ სამტეროდ
ადვილად შასალომები!
როცა ომს გავათავებდით,
დაისვენებდა ლაშქარი,
მოვიდის, შუა ჩაგვიჯდის
როგორც ძმა, როგორც ამქარი.
გვითხრის: „ფშავებო მასმინეთ
ის თქვენებური მღერანი“.
გვერდით უდგია თავისი
შავარდენივით მერანი.
გულს რამდენს უკლავს ალალ კაცს
წუთისოფელი ვერანი!
როგორ გაცუდდა საწყლისა
ფიქრი და გულის ძგერანი!
ჩვენც დავიწყოდით ღრეობა,
მწკრივად დავსხდოდით ყველანი.
მტრის ლეშს კი ამ დროს წიწკნიდენ
სვავნი, ორბნი და ძერანი.

II
ერთი გვერია ჯარშია,
სწორედ ქარ-ცეცხლი, მეხია,
რამდენჯერ მარტოს მტრის ჯართან
მას ომი აუტეხია.
მაგრამ, ვით ეშმაკს უფალი,
ის ვერვის გაუტეხია.
არა დროს იმას გმირობა
არსად არ დაუკვეხია.
როცა საფიხნოდ დავსხდოდით,
ვსთქოდით, რაც გადაგვხედია:
ვის სად რამდენი მოგვეკლა
თათარი, ანუ ლეკია, –
კოტორაშვილსა ივანეს
თავიც არ მოუქექია.
„შენც რამა თქვიო“, უთხროდით,
„პირი რას მოგიკუმია?!“
ყურს არ იბერტყდის, მდუმარებს,
ვით ძროხის ხორცი უმია.
იჯდის ქუდ-ჩამოფხატული,
დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდის
და ხშირს წარბებს ქვეშ თვალები
ცეცხლის ალივით ჰბჟუტავდის.
შავგვრემანაი ნისლს ჰგვანდის
გაბუტვილს, ხევში მძინარეს,
ან კლდისგან შევიწროებულს
აღელვებულსა მდინარეს.
ვერა ნახავდი ივანეს
მხიარულსა და მცინარეს.
თმა-წვერი ესხა ისეთი,
როგორც ეკალი, ჯაგარი,
ხელს მოჰკიდებდი – უდრეკი,
როგორაც რკინა, მაგარი.
მუდამ იცვამდა თხის ტყავსა
გარექცევ, ბეწვი ჩნდებოდა.
ხმალს სქელი თასმით იბამდა,
რაც კი წელთ შამოსწვდებოდა.
ხანჯარი წვერ-შემოხრილი,
ფარი იღლიას სწვდებოდა.
ეს იყო მისი ქონება
სრული შინა და გარეთა,
ღარიბი იყო ივანე,
დედა ემდურის მწარედა.
ან სად ეცალა სახლისთვის,
სულ ტყე-ტყის პირად ძვრებოდა,
სადაც მტერს დაიგულებდა,
მყისვე თავს დაევლებოდა.
ის დრო, ხომ იცი, კაცს მარტოს
გარეთ არ გაევლებოდა.
დიახ… ის ტყავი… ივანე,
ღმერთმა გაცხონოს სულითა,
განათლებულო, სცოცხლობდი
მართლა ვაჟკაცის რჯულითა.
გვიყვარდა. შავეხუმროდით,
უწოვდით ტყავსა კალთაზე,
ან გავთხიფოდით ლაფითა,
მაგრამ არ გაწყრის ამაზე.
ძლივ მაშინ გამაიცვალის,
ძლივ მაშინ გავაცინოდით,
როცა მუგუზლით ვდაღავდით,
ან ლაფში ჩავაწვინოდით.
„ამიშვით, თქვენი ჭირიმე!“
გვეხვეწებოდა ძირითა.
მაშინ ძლივ ვათქმეინოდით
სიტყვა საამო პირითა.
არას დასდევდა ტანთ-ჩაცმას,
არც რო სახელსა ჰყვარობდა.
როცა ლეკებსა ჰჟუჟავდა,
მარტო მაშინა ხარობდა.
მეფისგან ჰქონდა ნაძღვნევი
ივანეს სამი ხალათი,
მაგრამ ივანეს ბეჭებმა
არა იცოდა ამათი,
შინ ეწყვენ, იმჭვარტლებოდენ,
საცა ეკიდა კალათი.
ერთხელ ერეკლეს უნდოდა
ჩაეცმევინა ძალათი;
ივანეც თავის მეფესთან
იყო თამამი, ხალბათი.
– რატომ არ იცვამ, ივანე? –
სთქვა მეფემ, გახდა კამათი.
– მე რა ხალათის ღირსი ვარ,
დღე-მუდამ ვძრები ჯაგებში,
შენი ჭირიმე, მეფეო,
შინ მილაგია ბარგებში.
ვინახავ გველის თვალივით,
თვალ-გულის საამურია.
გავცვითო, რამღა მაგონოს
ხელმწიფის სამსახურია?
ერეკლემ ვაჟკაცის სიტყვას
დინჯად დაუგდო ყურია.
და გაიღიმა, გაუგო,
რადაც ივანე ღონობდა,
ან თავის გასამართლებლად
რომ მარჯვე სიტყვას გონობდა.
აღარა უთხრა, გაბრუნდა,
წავიდა თავის ქნევითა,
თავის კარავში მიბძანდა
პატარა კახი ქვეითა.

III
გიამბობ, კიდევ გიამბობ,
ყური დამიგდე კარგადა,
თუ არ მიიჩნევ ნაუბარს
გულის და გონის ბარგადა.
სრულ ვერ გიამბობ, ივანეს
რაც საქმე ჩაუდენია.
ცოტას კი გეტყვი: მრავალი
ტყვეობას გადურჩენია,
ქართველი კაცის მას სისხლი
მტრისთვის არ შაურჩენია,
ბევრის სიკეთის მოქმედსა
თავი არ დაუჩენია.
არ უყვირია სხვებსავით –
„ეს მადლი დამითესია“,
ყოფილა ჩუმად თავისთვის,
როგორც ვაჟკაცის წესია.
სხვებს უთქვამთ, მტრისთვის ივანეს
რაც ცეცხლი დაუკვესია.
დღე და ღამ სოფლის დარაჯსა
ერთხელ არ დაუკვნესია.
დაჩლუნგებული მახვილი
ისივაც გაულესია.
რა ნდომა ჰქონდის ომისა!
როგორაც ლოთსა ღვინისა;
ომის წინ ჟრჟოლა მოულის,
ტანს ურხევს მოვლა ჟინისა.
წესი არ იყო საფერხედ
ცხენ-ჯორის ყოლა იმისა.
ქვეითა იყვის მგელივით,
ქორ-შავარდენზე მარდია –
ოღონდ მტერს ეტევებოდეს,
სხვა არა ჰქონდის დარდია.
ან ცხენი რისთვის უნდოდა,
ტყეში ათასი ბარდია.

IV
ერთხელ ყვარლის თავს ვიყვენით
ჯარად დამდგარნი მთაზედა.
ლეკებს აეკლოთ კახეთი,
იმათ მივდევდით კვალზედა.
ადგილს ვემწყვდიეთ ჭიდროსა,
ქანჩახებს შორის უგზოსა.
მოგვპარებიყვნენ ლეკები,
ფიქრსა ფიქრობდენ უღვთოსა.
დაღლილ-დაქანცულთ გვეძინა,
ნამი ნაბდებზე გვმცვრეოდა,
მარტო ივანეს ეფხიზლა:
ლაშქრობას ძილი სცხვენოდა.
მტრის მოპარება ამ დროსა
ვაჟკაცს ძალიან სწყენოდა.
მანამ ჩვენ გავიმართენით,
იმას ხელთ ხმალი ჰშვენოდა.
ლეკების სისხლი თხის ტყავზე
ჭიაფრად გადაჰფენოდა.
შაეთოთქორა მტრის ჯარი
და შაეჩერა სერზედა.
ანგელოზს ჰგვანდა ივანე,
რო დაგეკვლია ფერზედა.
ერეკლემ მაშინ ჩაუდვა
თავის ბეჭედი ხელზედა…
ჩვენც მივეშველეთ და მტერი
წინ გავირეკეთ ხევზედა.
ხმალ-ხანჯრის ელვა-პრიალი
ჰშვენოდა დილით, მზეზედა.
დაგროვდა ლეკის თავები
უმრავლეს ქვიშა-ბზეზედა.

V
ერთხელ მოსულან ლეკები,
ის დაღისტნელი ძაღლები,
არხლით ტყვედ წაუყვანიათ
კაცი, ქალი და ბალღები.
თურმე ერთ-ურთზე გაბმული
მიუდისთ ჩვენი ტყვეები,
პირ-ილტოსაკენ გადვიდენ,
გავლეს ჩაბანოს ტყეები.
გაიგო კოტორაშვილმა,
ცეცხლი დაენთო სახეზე.
„არ გათრეინებთ რჯულ-ძაღლთა“ –
ზედ დაეწერა კვახეზე.
გაუდგა მდევრად მარტოკა,
ოფლი დიოდა შუბლისა.
იმან თავის დრო იცოდა,
დრო ტევების და ჩხუბისა;
უკილოდ როდი დაიწყეს
ქნევა ხმლისა და შუბისა!
მისდევდა შორი-ახლოსა –
თვალს ადევნებდა შორითა;
ნახა რომ ლეკის ლაშქარი
თავქვე დაეშვა გორითა.
ილტოზე როცა ჩავიდენ,
შეუდგენ ლოცვა-ბანასა,
რას მოელოდენ მდევარსა
და ვაგლახს იმისთანასა.
ტყვეები დაბუზვილები
წვანან წყლის პირას ჩალასა.
ივანე ახლოს მიუჯდა
იმ ხელ-მოსახმარს ხანასა.
ხმლით დაერია ლეკებსა,
მისთიბდა როგორც ყანასა.
გაჟლიტა ყველა და ერთიც
აღარ გადურჩა მძლევრადა;
არ დარჩა ერთი წამღები
ამბის დაღისტნის ველადა:
აღარ ეღირსა არც ერთსა
დაჯდომა თავის კერადა.
ტყვეებს დაუხსნა ხელები,
მისცა ლეკების აბჯარი,
თავისთვის არ გაუწირავს
დანაც კი, გან თუ ხანჯარი.
აბა რა გაამდიდრებდა,
გუნება ჰქონდა ამგვარი!
გაჰქრა თვით უღრანს ტყეშია,
გაფრინდა, როგორც კანჯარი.
ღონესთან ჭკუაც დიდ ჰქონდა,
გული ხომ ედვა ლომისა,
მეტად ლამაზად იცოდა
წესი და რიგი ომისა.
მას არა ჰქონდა წესადა
მტრისად მოეჭრა მარჯვენა;
ან კი სად დაეტევოდა
მას ერგებოდა რამდენა?!
მტერს რო მოკვლიდის, იტყოდის:
„ვეღარა ვჯიჯგნი: მცხვენია,
მკვდარს რო მარჯვენა მოვაჭრა,
რა ჭკვაში მოსახდენია!
რა ბიჭობაა, უსულოს
ლეშს კიდევ სისხლი ვადინო,
რა გაიგება, უფალსა
იქნებ ამით რამ ვაწყინო?!.“
ერთი შეემთხვა მას საქმე,
მინდა ამ ამბით გაცინო.

VI
მკათათვე არის, ხომ იცით,
გაჩაღებული ზაფხული;
მთა-ბარი ამწვანებული,
ველი ყანებით შემკული.
ადგა ივანე, წავიდა
და იორშია ბანაობს,
ერთს დიდს მორევში დაცურავს,
ტივის ხესავით ქანაობს.
ივრის პირს დიდი ლოდია
ჩამოგორვილი მთიდამა,
შავ-ფერა, ჩამოგლეჯილი
მაღალის შავის კლდიდამა.
ამოხდა, ქვაზე ჩამოჯდა,
მარტოკა შალვრის ამარა;
შუადღის ხანიც მოვიდა
და ცამაც მოიკამარა.
იქავე ტყეა. ახლა ტყე
ხომ აღარ არის ხშირია,
ერთი გორობა ჩამოსდგამს,
ჭალას უბჯენავ ცხვირია.
სოფლიდამ ვერ მიწევდა
იქამდის დანაყვირია.
კარგა შორია. ცხენისთვის
თითქმის ერთ მუხლად სარბენი.
იმ ცხონებულსა, ვაიმე,
საქმე გადაჰხდა რამდენი!
კაცს, ალბათ, არ თუ ასცდება
რასაც დაუწერს გამჩენი.
ის ნიადაგა ცხონდება,
იმ საქმეების ჩამდენი.
თურმე იმ გორზე ლეკებიც
მგლის ჯოგივითა მსხდარიყვნენ,
სადავლოს უთვალთვალებდენ,
რჩევა-თათბირზე მდგარიყვნენ:
ვინ დაეტანჯათ, ეწვალათ,
ელხინათ იმის ბრალითა –
და ამ დროს არ დაინახეს
კოტორაშვილი თვალითა!
ჩვენის ივანეს დაჭერა
ერთს ლეკს აეღო კისრადა.
ტიტვლის ტყვის შესაპყრობადა
კიდეც წასულა ფიცხადა.
უკანით მიჰპარებია,
დაუტაცია ხელები.
რიღათ აიხსნას ივანამ
მკლავს დახვეული გველები?
„ლეკო, შენ მიჭერ?“ ეს კი სთქვა,
ხმალს ბეჩავს ვინღა მისცემდა;
ხმალი შორს იდვა, ფარიცა,
თუმც იქით გული მისწევდა.
ესღა იღონა: წამოხტა – და გამოიქცა შინაო,
ლეკი კი ზურგზე აკვრია,
კისერში გაეკბინაო;
კბილით ეგლიჯა კისერი
და სისხლი ჩაედინაო.
ცოცხალ-ცოცხალი ლეინა
სოფელში მოგვიჩინაო.
ზურგით რო ვხსნიდით მეკობარს,
მაშინ კი გაიღმინაო.
რა აცინებდა ბეჩავსა,
სისხლი კოჭამდი სდენოდა,
რჯულ-ძაღლს ძაღლივით ეგლიჯა.
მხარ-ბეჭზე ჩამოსდენოდა;
მაგრამ ივანეს მის კბენა
ოდნავაც არა სტკენოდა.
ლეკი ცოფიანს ძაღლს ჰგავდა,
სისხლიანს კბილებს აღრჭენდა
და თვალებს გაფაციცებით
აქეთ და იქით არბენდა.
რა აშინებდა ბეჩავსა? –
იმას არავინ არბევდა.
გაოცებული გვიცქერდის,
იღმიჭებოდის ცუდადა,
ის თუ ეგონა – მოვკლავდით
და გავბერავდით გუდადა.
სწორა ნაფიქრი ხანდახან
კაცს აუხდება მრუდადა!
უფრო ივანეს უცქერდის,
თავით ფეხამდე ჰზომავდა;
თავის თავსა და იმასა
თითქოს თვალითა სწონავდა.
თვალებით „შემიბრალეთო“
გვეუბნებოდა ყველასა.
ღუნთს კი არ აგდებს, მარტოკა
აცმაცუნებდის წვერასა.
ლეინა ჰგვანდა მაშინის
ხაფანგში გაბმულს მელასა.
ივანემაც სცა ნუგეში:
„ნუ გეშინიან, ძმობილა,
არ მოგკლავს კოტორაშვილი
ივანე დედი-შობილა!“
და არც რო მოჰკლის, როს მტერი
გვივარდებოდა ხელადა,
გულში კი მაინც ჰშურობდა,
ეკიდებოდა ხმელადა…
არ გვაცემინა ლეკისად,
შემოგვიტია მკვახედა:
„მოჰშორდით, თავი ანებეთ,
ავს ფიქრს ნუ გაიძრახებთა!
რა ქნას, თავისას ცდილობდა,
სხვა რომ არ ჰქონდა სახსარი,
კბილები იყო მაგის ხელთ, –
მაგის ხმალი და ხანჯარი“.
ჩვენც გაუგონეთ… მაგრამ კი
ბალღები სჩხვლეკდენ ჯოხებსა
და აფარებდენ თვალებზე
ზოგი ქუდს, ზოგი ჩოხებსა.
მთელი ქვეყანა იქ შეკრბა
სოფლიდამ, დიდი, მცირია.
ქალებს ივანეს საცქერლად
მოელამაზათ პირია.
შაჰფოფინებდენ ვაჟკაცსა,
რაკი მოსწონდათ გმირია:
მაგრამ ვაჟს რას ათამაშებს
მათი დაკრული სტვირია?!
ვერც კი ჰხედავდა, სად იყვნენ,
სხვაგნით ეჭირა ცხვირია.
ამ შემთხვევაში ნამდვილად
იყო უცოდვი მწირია.
არ დაგიდევდა ქალთ ტრფობას,
ჩალად არ ჩაგიხედავდა;
დიაცთ მიმყოლსა ვაჟებსა
ძლიერ ცუდს თვალზე ჰხედავდა…
ბოლოს კი ცოლიც მოვგვარეთ,
გადავეკიდეთ სოფელი:
„უძეოდ რად იკარგები,
რად ჰხდები ღვთისა მგმობელი?“
და როგორც იქნა გავხადეთ
ერთის ვაჟაის მშობელი.
ცოლი ჰფიცავდა თვითონა,
როდი ჰმალავდა ამასა:
„თუ არ მე, ახლა ეგ ბალღი
არ ექნებოდა მამასა.
ძალათი დავწევ ქმართანა,
ვლანძღე, ვარცხვინე ბევრჯელა:
თუ მართლა ვაჟი კაცი ხარ,
დაწევი ჩემთან ერთხელა.
თუ არა – შინავ გამგზავნე,
იმ ჩემის მამის სახლშია,
ანა და, კვეთილში ჩამაგდე,
ვეღარ გამოვჩნდე კარშია“.
ეს იყო მისი გუნება,
იყო ამგვარის ზნისაო,
კოტორაშვილი ივანე,
ლეგა მიმინო მთისაო.

VII
დედამ უჩივლა მეფესთან:
„მეფევ, დამიგდე ყურიო,
ივანე, შენი ნაქები,
მამშევს, არა მაქვს პურიო.
ტანთ არ მაცვია და ფეხთა,
ამან მომიკლა გულიო.
განა ეს სამართალია?
რასა სწერს თქვენი რჯულიო?
შენცა გმსახურობს, სოფელსაც,
მე დამწვარ-დადაგულიო
ვზივარ შინ მშიერ-მწყურვალი
მთელ კვირაობით, თვეობით.
მიშველე რამე, ხელმწიფევ,
აგრემც იხარებ ძეობით.
რად მინდა შვილის სახელი,
თუ არა ეთლებ-ეხრვისა:
დედასა სიმშილითა ჰკლავს,
მტერს კი თამამად ებრძვისა.
უბრძანე, შენ დაარცხვინე,
უდროოდ ნუ ჰკლავს დედასა,
თორემ საძრახად გახდება,
არავინ ეტყვის ქებასა.
ვარ ერთი ტიელ-ოხერი,
მაგ ერთის შვილის ამარა,
ეგეც არ მიგდებს მოხუცს ყურს,
ხომ სული ამომეპარა?“
განა ისე რამ უჭირდა,
მაგრამ ფლიდობდა ბებერი,
შვილის შინ ყოფნა უნდოდა,
არ გაელაღა მას მტერი,
ივანე არვის მოეკლა,
არვის მოეჭრა მარჯვენა,
ამიტომ ასე ბეჩავად
თავი ერეკლეს აჩვენა.
დიდად დაფიქრდა ერეკლე
ივანეს დედის მოთქმითა
და საქმის გარემოება
მალე შაიტყო მოწმითა.
ბებერს კი უთხრა: დედილო,
რა სასჯელს უწერ შვილსაო?
თუნდ თვალებს დავთხრი, თუნდ ერთსაც
აღარ შავარჩენ კბილსაო,
რაკი შენ აგრე გეპყრობა,
და დღეს გიმწარებს ტკბილსაო.
– არა, მე მოვკვდე და შვილს კი
ვერ ვნახავ თვალებ-დათხრილსა,
ის კი მინდოდა, რომ ტანზე
არ შაარჩენდი მახვილსა.
როცა იარაღს ჩამოჰყრი,
რიღათი ირბენს გარეთა?
მგონია ქალაქში არის,
გთხოვთ ეხლავ დაიბარეთა.
მეფეც დათანხმდა და ბებერს
მყის გაუჩინა ულუფა,
თანაც აჩუქა ფულითა
სავსე მოზდილი ყულუფა.
„წადიო“ მეფემ უბრძანა:
„ეხლა ჩვენ ვიცით იმისა,
ჩვენ ავასრულებთ შენს თხოვნას,
როს ჟამი მოვა დილისა“.
და მართლაც, მეფემ დილითა
მოაყვანინა ივანე;
მეფე გამწყრალი დაუხვდა,
წინანდლებრ აღარ მღიმარე.
„ბიჭო, შენ, კოტორაშვილო, –
დაუწყო მეფემ წყრომითა, –
დედა რომ გაჰზდის თავის შვილს
ვაებით, წვით და შრომითა,
განა იმიტომ, შვილმა კი
არ დაუფასოს ამაგი?
ხელი არ აკლდეს და თვალი,
ჰქონდეს სახნავი ალაგი,
დედას კი სიმშილით ჰკლავდეს,
ეს ცხადია, თუ არაკი?!
აქამდის მოწყალე გყავდი
და მაწყენინებ ახლა კი.
დღეს დედაშენი აქ იყო,
იბასრებოდა ცრემლითა
და მთხოვა იარაღები
შემოგხსნა ჩემის ხელითა,
რომ ეგებ ყური მიუგდო
და არ აწუხო ბებერი.
არა თხოულობს თათუხსა,
არ აკლდეს პურად მას ქერი!“
– როდის დავაკელ, ბატონო,
განა ეგრეც ვარ ღატაკი?
პურიც შინა აქვს, წყალიცა,
საგებ-სახურად ფარდაგი.
იმას სხვა დარდი აწუხებს,
მეც კი მაწუხებს ათასი.
განა ბალღი ვარ, კაცი ვარ,
თავი ჩაუდვა კალთაში.
შენც სამსახურსა თხოულობ,
ქვეყანა უფროც მეტადა.
ლეკებისათვის გამხდარან
ჩვენები მოსახვეტადა.
მაგრამ ჩემ ძმებსა ურჯულოს
ვერ მივსცემ დასაკვნეტადა.
„სრულად აჰყარეთ აბჯარი,
დანაც თუ უძე ჯიბეში.
მეც რომ სამსახურს მაყვედრებს,
თითქოს მეტია ბიჭებში,
და ფეხსა ჰყუდებს უბირი
ერეკლეს ჩანაბიჯებში!“
– კოტორაშვილი აბჯართა
სხვას კი მისცემდა არვისა,
შენ კი მეფე ხარ, ნება გაქვს
მოჭრაც უბრძანო თავისა.
მზასა ვარ… მაინც სიკვდილზე
ნაკლები აღარც ეს არი,
სულ კი უბრალოდ დამადე
დღეს სამარცხვინო ბეგარი.
რატომ მალევე არ მოვკვდი,
თავს არ დამეცა მედგარი?!.
ერეკლე სცდიდა ივანეს,
იმან ეს როდი შაიტყო,
წავიდა უიარაღო,
პირზე ნაღველი დაიტყო.
სწრაფად გავარდა კარშია,
თავბრუ ესხმის და რეტია,
უიარაღო ვაჟკაცი
დიაცზე რითღა მეტია?
სიმწარისაგან ივანეს
თითები დაუკვნეტია,
მაგრამ საგმობლად ხელმწიფე
მაინც ვერ გაუმეტია.
მირბის, არ იცის საითა,
როგორც გიჟი და ცეტია.
ერეკლემ კაცი აფრინა,
აბჯრისთვის იხმობს შინაო:
უნდა სხვა ხმალიც აჩუქოს,
ის ხვარასნული რკინაო.
მაგრამ ივანემ ბოკონზე
ტყის პირპირ შაირბინაო.
წავიდა, იალნოს ძირზე,
ტყე-ტყე მგელივით დიოდა
გაბენტრებული ჯავრისგან,
წყლული ჰკლავს, გული სტკიოდა.
„რაღა ვქნა, რა მეშველება?“
დადის, სულ ამას ჩიოდა
და ბალღისავით ცრემლები
თვალებზე ჩამოსდიოდა.
წამოწვა ერთის ხის ძირას,
დაბლა იორი ხვიოდა,
ის დღეს სულ უნაწილოა,
პურიც აღარა შიოდა…

VIII
აგერა ხედავს პირდაპირ,
სერ-სერ მოდიან ლეკები,
ბელადს მოსდევენ უკანა,
როგორაც ძაღლსა ლეკვები.
იმ სერსა იქით და აქეთ
უდგია დიდი ბექები.
უცბად ცამ ფერი იცვალა,
დადგა ღრუბლები გორადა,
აქოთდა, ასტყდა, აყვირდა,
წარღვნასა ჰგვანდა სწორადა.
ისეთი დელგმა მოვიდა,
რომ დაამსხვრია მთა-ბარი,
ცა თუ ზღვად იქცა, იტყოდი,
და დღეს გაეღო ზღვის კარი.
მუშტის სწორს სეტყვას ისროდა,
ხეებს ჰკაფავდა ტოტებსა,
ცა მწყრალი ყინულისასა
მიწას ესროდა ზოდებსა.
დასქდა ღვარები, აყეფდენ,
მკაცრი ასტეხეს ყაყანი,
მთელს სამყაროსა გლოვისა
შავი ეხურვის საბანი.
სისხლით გაბასრულს ლეშს ჰგვანან
ხევები ღვარით ნაბანი.
იქ გაღმა, სერზე, ტყეშია,
ჯერაც სდგას ძველი საყდარი.
ერთი კარი აქვს მარტოკა,
სხვა შესავალი არ არი.
ლეკებმა საყდარს მიჰმართეს,
დგომა არ სწადისთ მინდვრადა.
ღამე იქ უნდა ათიონ,
ლეკებს ესა აქვთ ფიქრადა.
კოტორაშვილს კი დარდი ჰკლავს,
იგონებს თავის ფრანგულსა,
და კბილის ღრჭენით, მწყრომარე,
მწარედ იმჯიღავს თან გულსა.
„არა უშავსო“ – წამოდგა,
მოძებნა სიპი თხელია,
იმით გამოჭრა კომბალი,
კარგა მოზდილი, სქელია.
და ამ ჯოხითა ორმოცს ლეკს
დღე დააყენა ცხელია.
ბინდის დროს კარზე მიუხდა
და დაუყვირა მედგრადა:
„გამოდით, ვინ ხართ საყდარში,
სულ გამოლაგდით გარეთა.
გეყოფათ ტკბილი ცხოვრება,
ახლა დღე გაიმწარეთა!“
თავი გამოჰყო ჯერ ერთმა,
ივანეც არის მარჯვედა.
უცხუნა თავში კომბალი
და დააწვინა მკვდარია,
ასწვადა ხმალი და დადგა
სალის კლდის მინაგვარია.
რამდენმაც თავი გამოჰყო,
სუყველა ქვიშას გაჰრია,
როგორც არწივმა წერონი,
მტერი ერთ-ურთში არია.
რამდენიც მოკლა, იმდენი
ლეში ჭალაში ჩაჰრია.
ასეა, უიარაღომ
იღბლით ურჯულოთ დაჰრია,
ასეა, ვისაც უფალი
სწყალობს და მასთან არია.
ბევრი ვიუბენ და შენცა
სამაგალითოდ გკმარია.
აჰყარა იარაღები,
იმ დილით კაი დარია.
აჰკიდა ჯორას, დაბარგა,
წინ თვით დაუძღვა ხარია,
და მეფის კარზე მივიდა,
დინჯად ეზოში მდგარია.
იძახის: „მეფევ, აბჯარი
წაიღე, მოიხმარია,
მაინც ხომ გიჭირს, მიიღე,
მე ხომ არ შამიწყნარია“.
ღმერთმა აცხონოს ივანე,
აღარა ცოცხლობს, მკვდარია.

bottom of page