top of page

Federico García Lorca / Canción del jinete
ფედერიკო გარსია ლორკა / მხედრის სიმღერა
.
კორდობა -
ერთადერთია ქვეყანაზე...
ჩემი შავი ცხენი... ცაზე სავსე მთვარე...
და საგზლად ზეთისხილი უნაგირის კავზე...
თითქოს გზა კი ვიცი და მაინც
ვერ მიმიღწევია კორდობამდე...
ზენა ქარის ქროლა ზედ - ზეგანზე...
შავი ცხენი... წითელი მთვარე...
და თვით მიქელ - გაბრიელი;
კორდობის მაღალი კოშკიდან, რომ -
ავად მიბრიალებს თვალებს...
ოჰ, გზა უსასრულო!
ოჰ, ჩემი უშიშარი ცხენი მოიშუშებს კვლავ იარებს...
ოჰ, მე სიკვდილს გადავყრილვარ უწინ,
ვიდრე თვალს შევავლებ კორდობის ტანად თაღებს!
კორდობა -
ერთია ქვეყანაზე...
.
bottom of page