
Lolly Jane Blue / White Swan
ლოლი ჯეინ ბლუ / თეთრი გედი
.
თეთრო გედო,
შენი ფრთის ქვეშ შემიფარე!
ფაფუკი ბუმბული საბნად დამაფარე!
ტბა გადავცუროთ მე და შენ ერთად -
ტალღების ნაირფერ კამკამზე
ვუმზიროთ ღრუბლების პენტვას!
მინდა დავივიწყო საიდან მოვდივარ...
საითკენ მივდივარ - სულაც არ ვიცოდე ნეტავ!
თეთრო გედო,
თეთრო გედო,
შენი ფრთების ქვეშ საიმედოდ დამმალე!
ფაფუკი ბუმბული საბნად გადამაფარე!
მოციმციმე ნამცეცები, ზეცის, თავზე გადმომაყარე!
ტბის ზედაპირს გაანათებს
შუქ-ჩრდილები მოფარფატე ფრთების;
თითქოს და,
შუქურის იყოს ბრწყინვა - ღამის უკუნეთში...
თითქოს და, სარკე იყოს სულის შენი...
თეთრო გედო,
თეთრო გედო,
გული დარდითა მაქვს სავსე
და არ მსურს ეს გული -
საერთოდ ყველაფრის გამო!
არასდროს არ მინდოდა აქ ყოფნა:
აქაური სიმწარის, რომ გამეგო გემო!
ამ შავბნელ სიჩუმეში
ვერ ვიძინებ,
თეთრო გედო!