top of page
ფედერიკო  გარსია  ლორკა / ზღვის  გემო (ბალადა  ზღვის  წყალზე)

იცინის  ზღვა,
შორს, ქარიან  ყურეში...
თერი  ეშვებით,
მწვანე  ტუჩებით!

- ლამაზო  გოგონავ,
ამას  რას  ჰყიდი, თვალებდახრილი,
რად  დაგიდარდია?!

- იყიდეთ, სენიორ,
ეს  წყალია...
ზღვის  წყალია!

- შავტუხა  ყმაწვილო, ეს  რა  ხმაურია?
სისხლის  ყივილია  თუ  ხორხოცა  გრიგალია?!

- ეს  სისხლი  არ  არის, სენიორ,
იყიდეთ,
ზღვის  წყალია!

- შენ  სტირი, დედა!
ასე  სველი  და  მწარე -
მაგ  ცრემლის  ღვარია?!

- ეს  ცრემლი  არ  არის, სენიორ,
შეხედეთ,
ზღვის  წყალია!

- გულო, მითხარი:
ეს  ჩემი  ჯავრი - ასეთი  რა  ჯავრია?!

- ეს  ჯავრი  არ  არის, სენიორ,
უსმინე,
ზღვის  წყალია!

იცინის  ზღვა,
შორს, ქარიან  ყურეში...
თერი  ეშვებით,
მწვანე  ტუჩებით!

Federico  Garcia  Lorca / La  balada  del  agua  del  mar
ფედერიკო  გარსია  ლორკა / ზღვის  გემო (ბალადა  ზღვის  წყალზე)

bottom of page