top of page
ფედერიკო  გარსია  ლორკა / მუნჯი  ბიჭუნა

Federico  Garcia  Lorca / El  nino  mudo
ფედერიკო  გარსია  ლორკა / მუნჯი  ბიჭუნა

.

ბიჭუნა  ეძებდა  თავის  ხმას...
(კალიების  პრინცის  გადამალულს)...
ბიჭუნა  ეძებდა  თავის  ხმას -
ყვავილების, ცვრიან, კალათებში  ჩაწნულს!

- მე  ხმისგან  გამოვძერწავდი...
ბეჭედს, ლამაზზე - ლამაზად...
და  ამ  ბეჭედში, შემდეგ, შევძლებდი -
ჩემი  დუმილის  დამალვას!

ბიჭუნა  ეძებდა  თავის  ხმას,
ყვავილის  ნამიან  ფურცლებში,
სიცხისგან  გათანგული!
 
(ხმა  კი, სადღაც, შორს, ჟღერდა...
მწვანე  კალიად  გადაცმული)...

bottom of page