
Federico García Lorca / Cancion del muchacho de siete corazones
ფედერიკო გარსია ლორკა / სიმღერა (ვაჟის სიმღერა შვიდ გულზე)
.
შვიდი გული
დამაქვს ქვეყნად...
ჯადოქრების მთებში, დედა,
წავედი ქართან შესახვედრად!
შვიდი ლამაზმანის ქიშპმა
შვიდი რაზის ქვეშ ჩამკეტა!
ამ ჩემი ხმის შვიდფერა მღერამ -
ცის კაბადონი ფარფატით გადასერა...
ამარანტისფერი, უაფრო, გემი
ნაპირთან მოცურებულიყო - კენტად!
სხვებისთვის ვიცხოვრე ამქვეყნად
და ვცხოვრობ...
ჩემივე სული...
გროშადაც არ უღირს ჩემს სანუკვარ სურვილს -
და გარს გამოფენილა, ურცხვი!
სალი კლდის ქიმზე, დედა,
(იქ, სადაც გული დამკარგვია,
როცა მისი ფეთქვა, ექოსთან ერთად, შეწყდა)
მე ნისლების მწვერვალებს შევწვდი!
შვიდი გული
დამაქვს ქვეყნად...
საკუთარს კი, ჯერაც ვერ შევხვდი!