top of page

წინასიტყვაობის მაგივრად:
ჩემს მეგობარს ჰყავდა დიდი ბებია (ბებიის დედა) - "ბებიკო" (ოჯახში ასე ეძახდნენ)... და მოხუცი იყო, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ულამაზესი მოხუცი გახლდათ:
მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის, არაჩვეულებრივი სახის ნაკვთებით... მოკლედ, ოთახში რომ შემოვიდოდა - შემოანათებდა ხოლმე!
(პიროვნულადაც უკეთილშობილესი, უთბილესი, უტკბილესი და რაც მთავარია, უპატიოსნესი)...

ბებიაჩემს კი დღემდე წამოსცდება ხოლმე ვინმეზე: "უპატიოსნესი ქალი იყოო!", მაგრამ "იყო"ო და არა "არის"ო, რამეთუ მსგავსი ღირსება - განსაზღვრება უკვე აღარ არსებობს!

ანუ აღარ არსებობს წესიერება და უწესობა... შესაბამისად, ნებისმიერი კაცთა მოდგმის მდედრი (ამ შემთხვევაში, ქართველი) - უბრალოდ მდედრია, ყოველგვარი განსაზღვრება - ეპითეტების გარეშე... თითქოსდა, ჩვრის ტიკინა იყოს!
(მოგეხსენებათ, ჩვრის ტიკინა ვერც ცუდი იქნება, ვერც კარგი: ჩვრის ტიკინა - უბრალოდ ჩვრის ტიკინაა და მეტი არაფერი)...

დავიჯერო, რომ ზღვარი წესიერებასა და უწესობას შორის წაიშალა, რატომღაც?!
ვითომ, კარგი და ცუდი (ღირსეული და უღირსი) აღარ არსებობს?!... :O)

სხვისი რა გითხრათ და, ჩემთვის ძველებურად არსებობს... აქედან გამომდინარე, უზომოდ მეამაყება ყველა ღირსეული ქართველი ქალბატონი, ხოლო ნებისმიერი ბილწი და ამძუვნებული დედაკაცი, ვინც ქართველობას იჩემებს, ისე მესირცხვილება - რომ რა გითხრათ!

ზუსტადაც იჩემებს იმიტომ, რომ ქართულ ხასიათში არ ზის და არანაირად არ ჯდება დედათა ამძუვნებული სიბილწე!
(უბრალოდ არ ჯდება)...

ყველა ქართველი ქალი უპატიოსნესი თუ ვერ იქნება... ჩემი აზრით, რაღაც თავმოყვარეობა მაინც უნდა გააჩნდეს - რომ რაღაც პატივისცემას მაინც იმსახურებდეს!
(ამდროს, ზუსტად ეს "უპატიოსნესი"ა საკვანძო მომენტი და გეტყვით რატომაც)...

ერთ მშვენიერ დღეს, სტუმრად ვართ მათთან და ბებიკო რაღაცას გვიყვება... ჰოდა საუბარში ახსენა: "23 წლის ვიყავი რომ დავქვრივდიო"...
(რამდენადაც მახსოვს, ქმარი ომში დაეღუპა; ალბათ, მეორე მსოფლიო ომში)...

და ერთმა სტუმართაგანმა ჰკითხა: "ასეთი ლამაზი ქალი როგორ არ გათხოვდით?!
წარმომიდგენია, რამდენი თაყვანისმცემელი გეყოლებოდათო!"...

ამაზე ბებიკომ უპასუხა: მთხოვნელი კი ბევრი მყავდა, მაგრამ მე სიყვარულით გავთხოვდი და ჩემი ქმრის ხსოვნას როგორ ვუღალატებდი, თან შვილს მამინაცვალს ხომ არ მოვუყვანდიო?!
(მაშინ პატარა ვიყავი და საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება მისი სიტყვებისთვის, მაგრამ მოგვიანებით გამახსენდა და გული დამწყვიტა)... : /

ქართველებს, მართლაც, რა სასახელო წინაპრები გვყავდა და რა სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით იმ განუმეორებელი შინაგანი ღირსების შენარჩუნება...
რომ განვითარების ნაცვლად, პირიქით, უკუპროცესი დაგვეწყო და სულიერ დეგრადაციასღა განვიცდით!... : /

დამეთანხმებით, დღეს 23 წლის ქვრივმა რომ სთქვას: "მეუღლის ხსოვნას როგორ ვუღალატებ, ან შვილს მამინაცვალს როგორ მოვუყვანო" - დასცინებენ!
(მერედა, რა არის სასაცილო იმაში, ქალს თუ საკუთარი მეუღლე ისე უყვარს და ისეთ პატივს სცემს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გაივლებს გულში ღალატს?!)...

ან კიდევ, დავყრით შვილებს კატის კნუტებივით და მერეღა ვიწყობთ პირად ცხოვრებას: ხან ერთთან, ხან მეორესთან, ხან მესამესთან...
(თანამედროვე ქცევის ნორმებზე მაქვს საუბარი; "პროგრესულად" მოაზროვნე მსოფლიო ტენდენციებზე, ანუ)...

დღეს ვინ ფიქრობს იმაზე: შვილს მამინაცვალი როგორ მოვუყვანოო?!
სიმართლე გითხრათ, ეგეთ რაღაცეებზე მეც მეცინება (და ზუსტად იმიტომ გვეცინება, რომ გადაგვარებულები ვართ), მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი გულით და სულით ვისურვებდი, რომ ქართული - ეროვნული ზნეობა შენარჩუნებული გვქონდეს, რამეთუ ეს გვხდიდა უნიკალურს, სრულიად განსაკუთრებულს, გამონაკლისს, ყველასგან განსხვავებულ - გამორჩეულს!

რა დასანანია, რომ ეროვნული სისპეტაკე თითქმის აღარ შეგვრჩა (ქალის პატიოსნებასავით) - იმ დონეზე გადავგვარდით... და რა სამწუხაროა, რომ არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები: მაღალ ზნეობაზე, მორალზე, წესიერებაზე - ჩვენში აღარ არის... შესაბამისად, უპატიოსნესი ქალბატონებიც აღარ გვყავს!... : /

უნიჭიერესი ერი კი ვართ, მაგრამ გადაგვარებული კაცის ნიჭს რაღა ფასი აქვს?!
შედეგად, უდიდეს ნიჭსაც ვეღარ ვიყენებთ სათანადოდ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნიჭი გახლავთ თავისთავადი, თვითნაბადი (ანუ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს, გენეტიკურად მოგვდგამს), ხოლო ფასეული რომ შევქმნათ რამე - ამას უკვე სჭირდება სწორედ ის თვითშეგნება, ის აზროვნება, ის თავმოყვარეობა, ის პასუხისმგებლობის გრძნობა, ის წესიერება, ის სისპეტაკე, რომელიც ვგონებ დაკარგული გვაქვს...
რომელიც, ასე ვთქვათ, პროგრესმა ხელიდან გამოგვაცალა!

ეჰ, რა დიდებული ერი ვიყავიიით... აფსუს; გული მწყდება პირდაპირ!
(ჯანდაბას, სამაგიეროდ, ყველა კუხე-კუნჭულიდან შემოსეული მტრ-დუშმანის მოგერიება ხომ მაინც აღარ გვიწევს და ეგეც საქმეა)... ;)

ერთი სიტყვით, მოთხრობა ეძღვნება ქართველი ქალის ფენომენს, ქართველი დედის ფენომენს... კერძოდ კი, ჩემი მეგობრის ბებიკოს!
ხოლო ლეგენდაში მოიაზრება "ნახევარტბა" (ბაშლეხელი)...

კერძოდ ქართველი დედის ფენომენს - იცით რატომ ეძღვნება?!
იმიტომ, რომ დედაშვილობა არის სიყვარულის უმაღლესი იერარქია, ხოლო სიყვარული ერთგვარი ნიჭია, რომელიც ნამდვილად არ გააჩნია ყველა ერს (ახალგაზრდა ერებს, მით უმეტეს)...

მეტსაც გეტყვით: მე, პირადად, ჯერ არ მინახავს არცერთი ეთნოსის წარმომადგენელი, რომელსაც ისეთი სიყვარულის უნარი გააჩნდეს, როგორიც ქართველებს ახასიათებთ!

აქვე დავაკონკრეტებ, თუ რას ვგულისხმობ:
სიყვარული, თავისი არსით, არის: მოწონება, სურვილი, ნდომა - ვიღაცის (ან რაღაცის)... ასე რომ, სურვილ - ნდომას ცხოველებიც კი განიცდიან, რადგან ეს გახლავთ სიყვარულის უმარტივესი ფორმა...

შემდეგ უკვე, ერთგვარი პრიმიტიული ჩანასახი (მოწონება - ნდომა - სურვილი) შესაძლოა გადაიქცეს ურთულეს გრძნობად, მაგრამ საქმეც ზუსტად ამაშია, რომ მხოლოდ გამონაკლისის სახით ხდება პრიმიტიული ჩანასახის რთულ (ან ურთულეს) სტრუქტურად განვითარდება - ჩამოყალიბება, ხოლო სირთულით, შესაძლოა იმდენად რთული და მრავალწახნაგოვანი გახდეს, რომ შესაძლოა ადამიანს სიყვარულის ობიექტი საერთოდ არ მოსწონდეს, მაგრამ სიგიჟემდე უყვარდეს!

მეტიც, შეიძლება ერთდროულად: სიგიჟემდე სძულდეს და თან სიგიჟემდე უყვარდეს!

თვალსაჩინო მაგალითად, ერთ კომპოზიციას მოვიყვან:
Романченко. Я не люблю...
https://youtu.be/EQFzakBmXm4

(იმის გათვალიწინებით, რომ საუკეთესო შემსრულებელი ამოვარჩიე, მათ შორის ვინც ვიხილე, სხვა დანარჩენების განწირული კივილი - მთლად გულზე შემომეყარა)... :O)

ეს რომანჩენკო, ყვირილით კი - მშვენივრად ყვირის, რას ერჩით (რამეთუ, ჩემი-ს ღრმა რწმენით, ეს საერთოდ არ არის სიმღერა), მაგრამ სრულიად ნათელია, რომ აზრზე არ არის - თუ რის შესახებ გაჰკივის მთელი მონდომებით, რამეთუ სრულიად ნათელია, რომ ცხოვრებაში არ განუცდია და ვერც განიცდის იმას, რაზეც ეგზომ თავგამოდებით "მღერის"!... :O)

გამოგიტყდებით და, ეჭვი მეპარება, რომ ბევრია ამქვეყნად, ვისაც აქვს იმის უნარი: მსგავსი რამ იგრძნოს (მსგავსი ლექსი დაწეროს)...
ხოლო ახალგაზრდა ერების წარმომადგენელი, მით უმეტეს, ვერ იქნება ასეთი სიყვარულის ნიჭით დაჯილდოვებული!
(ლერმონტოვი წარმოშობით შოტლანდიელია, ვინც არ იცით)...

Михаил Лермонтов / Я не люблю Вас, и люблю
.
Я не люблю Вас, и люблю,
На Вас молюсь и проклинаю!
Не видеть Вас я не могу,
Но встречи с Вами избегаю!

Вы так наивны, так умны,
Вы так низки и так высоки,
Вы так земны и неземны,
Вы так близки и так далеки!

Вы сладкий яд, Вы горький мед,
Вы божество, Вы сущий дьявол!
Вас ищу, от вас бегу,
Я не люблю Вас, и люблю!

У Вас небесные черты,
О нет! уродливая маска!
Вы черно-белы, Вы цветны,
Вы так грубы, в Вас столько ласки!


На Вас воздушные шелка!
Да нет же! Грязные лохмотья!
Желанье знать вас, и не знать
В себе не в силах побороть я!

ვერც დაწერენ და ვერც გადმოსცემენ მსგავს გრძნობას - რაზეც ლექსშია საუბარი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რუსებს (სლავებს ვგულისხმობ) ამგვარი სიყვარულის განცდის უნარი უბრალოდ არ გააჩნიათ!

ელემენტარულად, ვის მოეწონება: მისი საყვარელი ქალი რომ გამომწვევად იქცეოდეს და ყურადღების მისაქცევად პირდაპირ ტყავიდან ძვრებოდეს?!
მერწმუნეთ, მხოლოდ იმას, ვისაც მხოლოდ თავის მოწონება სურს ნივთით: "აი, ნახეთ, როგორი ნაშა მყავს და ვისთან ვკოტრიალობო!"... :O)

მაშინ, როცა უამრავი ქართველ მამაკაცი არსებობს, რომელიც თავის კახპასაც არ მისცემს იმის უფლებას, რომ გამომწვევად მოიქცეს!
რადგან, იმასაც კი, საკუთარ შეურაცხყოფად მიიჩნევს, რომ მისი კახპა სხვებს აწონებდეს თავს (სხვებისთვის იტყლარჭებოდეს)... ამდროს, ცხოვრებაში არ მინახავს ისეთი რუსი, რომლითვისაც დამამცირებელია, რომ მისი ცოლი გამომწვევად იქცევა (კახპას ვინ ჩივის)...

მაგალითად, მსახიობია ასეთი: Лариса Гузеева და ეს ქალი ამბობს: "მეო, ჯინსებსა და ბოტასებს არაფერი მიჯობს, მაგრამ ჩემი ქმარი გასაქანს არ მაძლევს - კატეგორიულად მოითხოვს, რომ მკერდი გამოვაჩინო, გვერდი გამოვაჩინო, მყვირალა მაკიაჟით ვიარო... ასე შემდეგ და ასე შემდეგო!"...
ანუ ქმარი მოითხოვს, რომ მისი ცოლი ერთობ გამომწვევად გამოიყურებოდეს და ცოლი ამას ამაყად ჰყვება!
(აი, მესმის სიყვარულიიი)... :D

ისევ და ისევ, რუსებისთვის ეს გახლავთ ნორმა, შესაბამისად, ისეთი რუსი ბუნებაში არ არსებობს, ცოლის მანჭვა-გრეხვა საკუთარ შეურაცხყოფად მიიჩნიოს... პირიქით, რაც უფრო მეტად იმანჭება - იგრიხება მისი მეორე ნახევარი, მით უფრო კმაყოფილია!... :O)

ვინაიდან ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ სიყვარულის პრიმიტიული ფორმის განცდის უნარ - შესაძლებლობა თუ გააჩნია, ეგ არის და ეგ!

ეს რაც შეეხება ხორციელ სიყვარულს, ხოლო დედაშვილური (მამაშვილური) სიყვარული გაცილებით მაღლა დგას, სიყვარულის მწვერვალია (რამეთუ ნებისმიერ ხორციელ გრძნობაზე ბევრად აღმატებულია) და მერწმუნეთ, მხოლოდ ერთეულებს აქვთ ასეთი ამაღლებული გრძნობის განცდის უნარი!

ამერიკელები, მაგალითად, არაჩვეულებრივი მშობლები არიან (ვინც კარგი მშობელია, მართლა ზედ ჰყვება შვილებს), მაგრამ 17-18 წლის ასაკში შთამომავლობა, როგორც წესი, ბუდიდან მიფრინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობლების სახლში, შვილი, ღამის გასათევად ვერ მივა, თუ წინასწარ არ შეუთანხმდა!
(გინდა დამიჯერეთ, გინდა არა; ადვილი შესაძლებელია, სახლში არ შეუშვან)...

ქართველი დედა (დედაც და მამაც) კიდევ, სულს ამოიღებს თავისი შვილებისთვის, თავს ანაცვალებს, შეეწირება... და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!

მეტსაც გეტყვით, საქართველოში შვილებისთვის თავგანწირული მშობელი ნამდვილად ვერავის გააკვირვებს თავისი თავგანწირვით... ასე რომ, ყოველგვარი მიკერძოვების გარეშე, კერძოდ ქართულ დედაშვილობაზე მაქვს საუბარი და კერძოდ ქართველ დედებს ვულოცავ გაზაფხულის საუცხოო დღესასწაულს: "დედის დღეს"!...💐

 

ცრემლის ზღვა
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.
ეს ამბავიც ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარა...
კახეთში, კავკასიონის თხემზე, მთის ბროლივით გამჭვირვალე ტბის ადგილზე, ადრე, უხსოვარ დროში, ფერდობებზე შეფენილი სოფელი ყოფილა... ჰოდა იმ სოფელში ერთ სანაქებო ვაჟკაცს უცხოვრია: მაღალს, ტანადსა და პირმშვენიერს...

- სახელად რა რქმევია?

- რა რქმევია და... დემნა!
ხალხი კიდევ, სიყვარულით, "დემნა უფლისწულს" ეძახდა თურმე...

ამავდროულად, მეზობელ სოფელში, ერთი კალმით ნახატი გოგო ყოფილა, რომელიც ამ ჩვენს "დემნა უფლისწულს" დღეობაზე შეუნიშნავს და მყისვე გულში ჩავარდნია!

ყმაწვილი ქალი კი, უკე დანიშნული ყოფილა, მაგრამ საქმრო თვალით არ ჰყოლია ნანახი და მასაც, დანახვისთანავე, შეჰყვარებია სანაქებო ვაჟკაცი...
ამასაც ბევრი არ უფიქრია: მოუტაცია სატრფო, თუშეთში გადაუმალავს და როდესაც მოყვრები დაშოშმინებულან მერეღა დაბრუნებია მშობლიურ კერას...

- გოგოს რაღა რქმევია?

- გოგოს რქმევია ნესტანი!

- და ხალხი რაღას ეძახდა?

- ნესტან-დარეჯანს; აბა, სხვას რას დაუძახებდა?!

მოკლედ, ისეთი ლამაზი წყვილი ყოფილა - "თვალი მომცა და მაყურებინაო!"...
მათი შემხედვარე იმასღა გაიძახოდნენ: "დაილოცოს თქვენი გამჩენიო!"...

მაგრამ ხომ გაგიგონია: "თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლისო!"... თან, მაშინ დროც ისეთი ოხერ-ტიალი იყო, რომ ყოველი მხრიდან მტერი ეხვია ქართველებს, ჰოდა 23 წლისა დაქვრივებულა საბრალო ქალი...

ეგ იყო და ეგ, იმ დღიდან: არც ძაძები გაუხდია და არც გვერდზე გაუხედავს!

მთხოვნელებს კარიღა ჰქონიათ ატალახებული, მაგრამ ქვრივს გაგონებაც არ უნდოდა:
"რას ამბობთ, ჩემი ქმრის ხსოვნას როგორ ვუღალატებ?!... ან კიდევ, შვილს მამინაცვალს ხომ არ მოვუყვანო?!"...

სოფელ-ქვეყანა მაინც თავისას გაიძახოდა: "მარტომ როგორ უნდა გასწიო ცხოვრების ჭაპანი, თან პატრონი ხომ გჭირდება, დედა-შვილი უპატრონოდ როდემდე უნდა იყოთო?!"...
მაგრამ არაფერმა გასჭრა!

მოგვიანებით, შვილი რომ მოესწრო, მთხოვნელებმაც თავისთავად იკლეს...
მერედა, რა შვილი მოესწრო... ქვეყნის თვალი, მისი ბადალი რომ არ მოიძებნებოდა მთელი დედამიწის ზურგზე, ოღონდაც განა შეარჩინა განგებამ: კვლავ ომიანობა დაიწყო და ომმა შეიწირა ქვეყნის თვალი, დედის საამაყო ვაჟკაცი!

დედას კი, მაინც არ სჯეროდა პირმშოს დაღუპვა (თან, ვიღაცას უთქვამს: შეიძლება ტყვედ ჩავარდაო - და ამ იმედს ელოლიავებოდა)... იმ იმედით ცოცხლობდა, რომ ერთ დღესაც, კარს შემოაღებდა მისი დედისერთა და შვილზე წუხილით ჩამომდნარ მშობელს გულში ჩაიკრავდა!

ამასობაში კაი გვარიანი დრო გაპარულა და ასე, შვილის ლოდინში, წლები გასულა... მერე, იქვე მახლობლად, მეწყერი ჩამოწოლილა; სოფელიც ერთიანად აყრილა და ბარში გადასახლებულა...

"სხვაგან რა დამრჩენია; შვილი რომ დამიბრუნდეს იმას დახვედრა არ უნდაო?!" - სასტიკი უარი განუცხადებია ქვრივს...

თანასოფლელებსაც რაღა გაეწყობოდათ, იმასღა დაჰპირებიან - დროდადრო ამოგაკითხავთო, მაგრამ ცოტა ხანში ისევ წყეული ომიანობა ატეხილა და მარტოხელა ქვრივის დარდი ვიღას ექნებოდა?!

კარგა ხნის შემდეგ, მონადირეებს გადაუწყვეტიათ ნასოფლარში ასულიყვნენ შვილის მომლოდინე დედის მოსანახულებლად...

ასვლით ასულან, მაგრამ სოფლის ადგილზე ზღვა დახვედრიათ - ზუსტად ქვრივის სახლის წინ!

ჩამქრალ კერიასთან კი, მოზრდილი გუბე დამდგარიყო, რომელიც ზღვაში ჩაედინებოდა...
(თითქოს გუბეს ცრემლი სდიოდა, წვეთ-წვეთად მიგორავდა და ზღვას უერთდებოდა)...

ასე და ამგვარად, მიმხვდარან, რომ ის ზღვა მგლოვიარე დედის ცრემლისგან გაჩენილა!
თავადაც ცრემლად დაღვრილა საბრალო დედა... და ვინ იცის, კიდევ რამდენი საუკუნე ასაზრდოვებდა ცრემლის ზღვას ცრემლად დაღვრილი, შვილის ნატრული, მშობლის გაუსაძლისი დარდი...

და რადგანაც შვილზე მტირალი დედის ცრემლზე ცხარე არაფერი ყოფილა ამქვეყნად - ცხარე ზღვაც ცეცხლის ალივით იკბინებოდა; გაალმასებული არანაირ სულიერს ახლოსაც არ იკარებდა თურმე, მაგრამ ხომ იცი, ჩემს ნაამბობს ბედნიერი დასასრული თუ ექნება მხოლოდ... შესაბამისად, ამ ლეგენდასაც ბედნიერი დასასრული აქვს:

ჟამთა სვლამაც უხვად აწვიმა და ათოვა ცრემლის ზღვას... ასე რომ, არც ბუნების ძალებს მოუკლიათ მისთვის საზრდო, მაგრამ დროთა განმავლობაში მაინც შემცირებულა, დაცოტავებულა, მომცრო ტბადღა ქცეულა, შემდეგ - ნახევარტბად და სიცხარეც სულ მთლად დაუკარგავს... ამიტომ ვფიქრობ, რომ სვეგამწარებულ დედას უთუოდ დიდი ნუგეში მიეცა... მისმა ცრემლმაც სწორედ ამიტომ იკლო: დაიწმინდა, დაილექა, გაკეთილშობილდა, წყაროს წყალივით ანკარა გახდა და უკარება, უსულო, სიცოცხლის უშრეტ სათავედ იქცა!

- რა საოცარი თქმულებაა...
ვგიჟდები, ისე მიყვარს შენი ძილისპირულები!

- მეც ძალიან მიყვარს ჩვენი ძილისპირულები!

 

bottom of page