top of page
ფედერიკო  გარსია  ლორკა / რომ  შემძლებოდა (ჩემს  ხელებს  რომ  შესძლებოდათ - მშვენიერების  განადგურება)

Federico  García  Lorca / Si  mis  manos  pudieran  deshojar
ფედერიკო  გარსია  ლორკა / რომ  შემძლებოდა
(ჩემს  ხელებს, რომ  შესძლებოდათ  მშვენიერების  განადგურება)
.

მე  შენსას  ვიმეორებ  სახელს...
ყოველი  ღამის  სიჩუმის  უკუნეთში!
როგორც  კი, გაკრთებიან  ვარსკვლავები -
მთვარის, წყალმოვერცხლილ, ნესტში!
ჩამომჭკნარი  ფოთლები, რომ  ჩასთვლემენ -
გარანდული  ბილიკების  ზევით...
მეჩვენება  ჩემი  თავი  ამ  დროს -
ცარიელი... ბგერების  და  ტკივილების  ექოდ!
წუთისოფლის  გაშმაგებულ  როკვად...
წარსულზე  რომ, უნებურად, მღერის!

მე  შენსას  ვიმეორებ  სახელს...
დღევანდელი  ღამის  სიჩუმის  უკუნეთში
და  ის, ისე  განწირული,
როგორც  არასდროს, ისმის  შორეთში!

შორს  არის...
უფრო  შორს, ვიდრე  ვარსკვლავების  მოციმციმე  წნული...
და  უფრო  სევდიანი, ვიდრე  წვიმა  მოთქმით  დაქანცული!

შეგიყვარებ  კი, ისევ  თავიდან, ნეტავ,
როგორც  ოდესღაც  შემეძლო  შენი  სიყვარული?
ნუთუ  გულია, ჩემი, დამნაშავე  შენთან?
და  როგორად  გადარჩება  გრძნობა,
როცა  თეთრ  ნისლებს  გაფანტავს  ელდა?
იქნება  ჩუმი  და  იქნება  ნათელი?
არ  ვიცი!
რომ  შემძლებოდა, მთვარის  შუქზე, ბედისწერის  წაკითხვა...
ხომ  გვირილასავით  ფურცელ - ფურცელ  გავცლიდი!

bottom of page