top of page
ქედმაღალი კაცი

ქედმაღალი კაცი

.

ერთმა კაცმა ძმებთან გაყრა და მათგან მოშორებით დასახლება გადაწყვიტა...
 
თავის წილად არც არაფერი მოუთხოვია: რომ გავიყოთ, ამათ რაღა დარჩებათო (აწონ-დაწონა), ჩემთვის კი, განგებას მარჯვე ხელიც მოუცია (რა არის რომ ხელიდან არ გამომივიდეს), თავიც მადგას მხრებზე, არც შრომა-გარჯა მეზარება, ცოტა რაღაც მოქუჩებულ - გადანახულიც მაქვს და სადაც გული გამიწევს... წავალ, იქ დავსახლდებიო!

რაღაცნაირად ნაწყენი იყო - მოშორებით დასახლება ამიტომაც დაიჟინა...

სთვლიდა, და სრულიად სამართლიანადაც, რომ რადგან ამხელა ოჯახის რჩენა, ძირითადად, მის კისერზე გადადიოდა: პატივისცემა - დაფასებასაც გაცილებით მეტს იმსახურებდა... ისინი კიდევ, წავიდოდნენ - წამოვიდოდნენ და: შენო, როგორც ყველაზე უმცროსს, სიტყვაც ჩვენს შემდეგღა გეთქმისო!

ფიფქი

ფიფქი

.

მე ვარ ფიფქია!
ეს ჩემი ზღაპარია... და იწყება ისევე, როგორც... საქვეყნოდ ცნობილი ზღაპარი ფიფქიაზე:

დიდი ხნის წინათ (შესაძლოა, არც თუ ისე), ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფე თავის დედოფალთან ერთად - ტკბილად და ბედნიერად... სულ ცოტა ხანში კი, რაღა თქმა უნდა, გოგონაც შეეძინათ (ანუ: მე), მაგრამ სრულიად მოულოდნელად, ახალგაზრდა დედოფალი გარდაიცვალა!

მეფის მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ერთ მშვენიერ დილას თუ საღამოს, მეფე იგი, სრულიად შემთხვევით, გადაეყარა სახელგანთქმულ გულთამპყრობელს, რომელიც დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდა, ხოლო ამას თან მოჰყვა... უდიდესი ვნებათაღელვა!

მაგრამ ჩემს ზღაპარში, მომავალი "დედინაცვალი" - ჯადოქარი სულაც არ გახლდათ (მით უმეტს, ბოროტი), სამაგიეროდ გათხოვილი ბრძანდებოდა, ქმარს კი, თავისი ცოლი არავისთვის ემეტებოდა და ამიტომაც, პოზიციებს კატეგორიულად არ სთმობდა!

შედეგად, მეტოქეებს შორის გაჩაღდა უსასტიკესი ბრძოლა, ყოველგვარი წესების გარეშე, თუმცა, მიუხედავად უამრავი ქარტეხილისა, უამრავი წინააღმდეგობისა, მამაჩემმა, საყვარელი ქალი, საბოლოოდ, მაინც წაჰგვარა "ვერაგ" მეტოქეს და მასზე თავად იქორწინა!

ანთეოზი

ანთეოზი

.

ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროში, უცხოვრია ერთ ოსტატობით განთქმულ მჭედელს... ყმაწვილკაცი ყოფილა და რქმევია: ანთეოზი!

აი, რა საოცრება გინდათ მისი ხელიდან რომ არ გამოსულიყო... ნალბანდიც კი, ისეთი გახლდათ თურმე: მისი დაჭედილი ნალი არც გაცვდებოდა, არც გატყდებოდა, არც მოირყეოდა!
(მეტი რაღა გითხრათ)...

სხვა მხრივაც, სიკეთით და სათნოებით სავსე!

განსაკუთრებით პატარებს ანებივრებდა და ხისგან გამოთლილი თუ თიხისგან გამოძერწილი სათამაშოებით ხშირად ასაჩუქრებდა... ჰოდა ონავარ ცეროდენებსაც მეტი რა უნდოდათ, სულ მის გარშემო გაუდიოდათ ჟივილ-ხივილი!

ისიც, განა დაუტატანებდა: "მომწყდით თავიდან, ტვინი ნუ წაიღეთო!"...
პირიქით, იმას გასძახებდა: "აქაურობას ნუ მოსცილდებით, შორს არსად წახვიდეთ, ხიფათს არას გადაეყაროთო!"...

ყურე

ყურე

.

- ზღვაო, გუშინ-ღამ ეგზომ გაგულისებული რას ღელავდიო?! - კაცმა...

- ვაჰ, ზღვა ვარ და ვღელავ!
ან ამ ტიალ წუთისოფელში ასაღელვებელს რა გამოლევს?!

გუშინაც ქარაშოტმა ამიფორიაქა ზედაპირი, მაგრამ აშარი ქარი მაინც ვერას დამკლებს: როგორც არ უნდა ავბობოქრდე - ჩემს წიაღში სულ მუდამ სრული სიმშვიდე სუფევს...
თავად რაღამ არ მოგასვენა, გამთენიამდე ჭრაქი რომ გენთოო?!

- გამზრდელი მყავდა შეუძლოდ, სახსრებში სტეხდა და სატკივარმა თვალი არ მოგვახუჭინაო...

მოთხრობები

"ვალოდია ჯინჭარაძე" და "ვალოდია" მაიაკოვსკი
.

შაქროს, ქალაქში რო სწავლობდა, ერთი შეუხედავი ჯგუფელი ჰყოლია განა, მაგრამა... როი ვერღა გაიხსენა...
(თავი-კი ბევრი იმტვრია, მარა მაინც ვერ მიხვდა ვისზე გახლდათ საუბარი)...

სამეგობრო ეწვია კახეთში და იმათ მაახსენეს: ასე და ასეო, ჩვენი ჯგუფელი ლამზირა შუაგულ ევროპაში წასულაო, მწერალ-პოეტ-მთარგმნელიც გამხდარა კოხტათა და ლამაათაო, ამასაც არ დასჯერებია და ხატვაც დაუწყია მეტად ამაყადაო!

რაო, მწერალ-პოეტ-მთარგმნელ-მხატვარიო?! - გაიოცა შაქარამ...

ოქროს გუნდა / 22.03.2020

ოქროს გუნდა
.

ეს ამბავი, უმშვენიერესი, ნამცეცა ქვეყნის სატახტო ქალაქში მომხდარა...

ქალაქი მარადმწვანე ტევრით ყოფილა გარშემორტყმული და ზედ ტყის პირას, აივნებიან ქვის სახლში, რომელიც მესერით შემოღობილ - საუცხოოდ მოვლილ კარ-მიდამოში იწონებდა თავს, ერთ დევივით ბრძენკაცს უცხოვრია: თოვლივით თეთრი თმითა და თაფლისფერი მზერით...
(უფრო ზუსტად, თაფლის ფერით, რადგანაც მის თვალებში, თითქოსდა, მაისის კამკამა თაფლს გაუდიოდა ლივლივი)...

სითბო ხომ, უსაზღვრო ედგა იმ მოოქროვილ მზერაში და თან, ისე უცინოდა თვალები, თითქოს, ეს-ეს არის, იმხელა სიხარული განუცდია, რომ ვერაფრით დაუფარავსო...

Eka Chichua

ფერია
.

თავის ბავშვობის ქალაქში, ვერაზე, ისეთი ულამაზესი თოჯინა ხვდებოდა, რომ ენა ვერ აღწერს:

თმაგაშლილს ხომ, საერთოდ, თვალს ვერ მოსწყვეტდა კაცი... მხრებზე დაყრილი თმა, ლამის, წელამდე სწვდებოდა: მონარნარებდა, მოაშრიალებდა მბზინვარე - ქერა ტალღებს და ყველა მას შეჰყურებდა პირდაღებული!
(დედა-შვილიც, თავისთავად)...

ერთად ჩაივლიდნენ გამზირს და მეტროში, როგორც წესი, მის პირდაპირ სხდებოდნენ... ესეც, დედის გვერდით მოკალათებული, ბავშვური აღტაცებით, თვალმოუშორებლად შესცქეროდა საოცარ სილამაზეს... მერე, შინ დაბრუნებულები, მამას უყვებოდნენ ამბებს და ისიც იცინოდა: "ჩემო ცეროდენა ვაჟკაცოო!... მამის გულის გამხარებელოო!... ვატყობ, ისეთ რძალს მოგვიყვან - ქვეყანას თვალი ზედ რჩებოდესო!"...

ცრემლის ზღვა

ცრემლის ზღვა
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.
ეს ამბავიც ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარა...
კახეთში, კავკასიონის თხემზე, მთის ბროლივით გამჭვირვალე ტბის ადგილზე, ადრე, უხსოვარ დროში, ფერდობებზე შეფენილი სოფელი ყოფილა... ჰოდა იმ სოფელში ერთ სანაქებო ვაჟკაცს უცხოვრია: მაღალს, ტანადსა და პირმშვენიერს...

მაკრინე

მაკრინე
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.
დღეს ერთი საგულისხმო ნართაული უნდა გიამბო და ყური კარგად მიგდე!

სოფლის მზეთუნახავს, მაკრინეს, ერთადერთი საგარეო კაბა ჰქონდა, პატარძლობის-დროინდელი, რომელსაც ხან რუში მიაკერა, ხან საყელო - სახელოები გადაუკეთა... ხან ასე გადაახალისა, ხან ისე და წლებია, თავი როგორღაც გაჰქონდათ: მასაც და მის ერთადერთ კაბასაც!

იავნანა

იავნანა
(ციკლიდან: ძილისპირულები)
.
ეს ამბავი მეორე მსოფლიო ომის ქრონიკებში მაქვს წაკითხული და გადავწყვიტე შენთვის მომეყოლა...

ასე მგონია, იაკობ გოგებაშვილმაც ნამდვილ ამბავზე დაწერა "იავნანამ რა ჰქმნა", რადგან მსგავსი რამ სხვაც მომხდარა!

საქმე კი, აი, რაში ყოფილა: შვილს მშობლებისთვის ფრონტიდან მიუწერია, რომ მისი ცოლი დაბომბვაში მოყოლილა, ხოლო ბავშვი გადარჩენილა და რუსეთის, რომელიღაცა, თავშესაფარში იმყოფებოდა...

მშობლებსაც უკან აღარ დაუხევიათ, ამდგარან და იმ გაგანია ომში, შვილიშვილს წამოსაყვანად, საქართველოდან რუსეთში წასულან!

bottom of page