top of page
ფედერიკო  გარსია  ლორკა / მადრიგალი  ქალაქ  სანტიაგოს

Federico  García  Lorca / Madrigal  a  la  ciudad  de  Santiago
ფედერიკო  გარსია  ლორკა / მადრიგალი - ქალაქ  სანტიაგოს
.
სანტიაგოში  წვიმს...
გული  კი, სიყვარულით  არის  სავსე!
თეთრ  კამელიად, ცაში,
ანათებს  ლაქა  მზის!

სანტიაგოში  წვიმს...
ბნელი  ღამეების - ღამეული  ფიქრები,
ბალახის  ანარეკლი  და  სიზმრების  ფარსი -
მთვარეს  უქარგავენ  პირს!

ხედავ, მოკირწლულ  ქუჩებს  ზევით,
ციმციმით, ეცემა  ბროლი?!
ხედავ, გიგზავნის  ზღვა
მტვრიან  ქარს, სველს, სევდით?!

გიგზავნის  შენი  ზღვა  ნესტიან  სალამს...
მზეს  დავიწყებია  სანტიაგო
და  ამ  ჩემს  გულშიც, დილიდან,
იმედი  ცრემლებს  მალავს!

bottom of page