ევა
.
მე ვარ სიყვარული... შენი სისუსტე ვარ!
უკუნეთის მკვეთი სხივი - მე ვარ!
ცხელზე - ცხელი სისხლი...
თაფლი - სამსალა ნაზავი, მნუსხავი...
შენი იმედი, თანაც მარადი;
შემმძვრელი სულის სიღრმემდე - მე ვარ!
მაისის სითბო ვარ, ზამთრის სუსხთან ერთად...
გზა უსასრულო...
ღამის სიბნელე, მზის და დღის ნათელი - მე ვარ!
ყველაზე მწველი ცეცხლი ვარ და -
გამკივანი სიჩუმის ვარ რეკვა...
ოაზისი ვარ და უდაბნო უსასრულო...
შენი ყველაზე ტკბილი სიზმარი - მე ვარ!
აისის ღიმილი და მტირალა დაისი ვარ...
შენი სუნთქვა ვარ და შენი ღამეული სევდა!
მე გათბობ ყინვაში...
გატარებ დანის პირზე...
შენი მწარე ტკივილი და
შენს გულზე დამღა - მე ვარ!
მე ვარ სიყვარული; შენი სისუსტე ვარ!
შენი დარდი ვარ და შენი სიხარული...
მე ვარ... ევა!
My SlideShow... :)
To be continued...