top of page

Serenade
.
შემოდგომა... ჩვენი შემოდგომა!
გრილი ღამეების და ჟღალი დღეების -
ყვითელი ფოთლების სურნელი!
ფრინველთა გადაფრენა... ფერთა - გადაფერვა...
ცას ჰკვეთენ წეროების გუნდები...
მედიდური სიმშვიდის მწველი სინაზე
და წვიმის მოშხაპუნე ფარდა...
შემოდგომის ნაირფერ ციმციმში -
ჩვენც თავი დავკარგეთ ალბათ...
ეს ხომ... სიზმარად ვნახეთ!
დრო კი, დღეებს ითვლის...
და კვლავ მოუთმენლად ელის,
როდის ააჭრელებს მთა-ბარს...
შემოდგომის ფოთოლცვენა ჩვენი!
bottom of page