top of page
ლექსები / Autumn - Insomnia
ლექსები / Autumn - Insomnia

Autumn  Rain
.

ეს  შემოდგომა... ისევ  ისე, იღვრება  წვიმად!
შენელებულ  პულსს, ისევ  ისე, ჩურჩულით... ითვლის...
სველ  ნამსხვრევებად, ზეციდან, ისევ, ნაღველი  ცვივა...
ლანდების  დუმილი... ისევ  ისე, შრიალებს  ძილში...
ოქტომბერს, ისევ, ესიზმრება  იანვრის  ყინვა...
ქარი... გამხმარი  ფოთლებისთვის, ისევ, სისინით  იცლის...
ამოწურული  დრო... ისევ  ისე, ლამობს:
უნდა, რომ -
ისევ, დავიწყებას  მისცეს  ყველაზე  უსახური  ტიტრი!
წარსული  დღეების  გამჭოლ  ქარებს  გააქვთ  რია-რია...
წვიმიან  ბინდბუნდში, ისევ, ეშვება  პირნათელი  სხივი...
და  ისევ, თავის  წესით  და  რიგით -
ყველაფერი  ძველებურად  მიდის!

ცა  კი... კვლავ, დილიდან  მოსთქვამს!
ისევ  ისე, დაიღალა  ფიქრით:
თუ  როგორ  შეიშროს  თვალზე  ცრემლიანი  დარდი...
რული  ერევა  და...
წყენას, ისევ  ისე, ვერ  ივიწყებს!
მთელი  მონდომებით, ისევ, მოგონებებს  ალტობს... ნაწილ-ნაწილ...

 

 

bottom of page