top of page
ლექსები

ერნესტ  ჰემინგუეი / კატა  წვიმაში
.

იქნებ... გავიხსენო...
რაზე  ვოცნებობდი  ადრე...
და  მაინც  რა  ამიხდა... თუნდაც, სულ  მცირე  დროით!
განთიადამდე -
თუ  როგორ  დარჩა, მხოლოდ, მარტოსული  ღამე...
და  როგორ  გაიბურდა...
შემოდგომის  ოქროსფერ  პალმებს  შორის...

იქნებ... გავიხსენო...
ამ  ცხოვრებაში  შენ  არსებობდი, თუ  არა...
და  მაინც  რა  ფერის  იყო - შენი  თვალების  ფერი...
თუ  როგორ  აწვიმდა  აუხდენელი  ოცნებები  მთა-ბარს...
და  უტყვი  საღამო, როგორ  უკრავდა  თავს,
მთვარეს...
დიადი  თმენით!

იქნებ... გავიხსენო...
მაინც  საით  ჰქონდა  გულის  კარი... მზეს...
და  მაინც  სად  მივკარგე... აღთქმული  მარჯნების  ზღვა!
თუ  როგორი  უფერული  დაისი  იყო  დღეს -
ვითომდა, სულაც  გამქრალიყო  ცა!

იქნებ... გავიხსენო...
წყალქვეშა  ლოდებს  ასე  რატომ  ახავსებს  ღვარძლი...
მაინც  როდის  არის  პატიების  თხოვნა  უკვე  გვიან!
თუ  როგორ  აკვნესებდა  მძიმე  დარაბებს  ოქტომბრის  ქარი...
და  ალიონებს  მიქანებდა  სადღაც  შორს -
გულგრილად...
უფრო  სწორად, ძალიან  ცივად!

იქნებ... გავიხსენო...
ყველაფერი - როგორც  არის... და  როგორ  იყო  უწინ!
მთავარზე  მთავარი  რა  არის...
და  მაინც  ასეთი  რა  მოხდა  გუშინ?!
თუ  ყოველი  დღე...
დღითიდღე, როგორ  ჭაღარავდება  და  კვდება...
ღამე  კი...
რატომღაც...
მარად  ახალგაზრდა  რჩება!

 

bottom of page