top of page
ლექსები / ლამპიონები

ლამპიონები
.
ერთგან... მთვლემარე  არემარეზე...

ქარი  ქარგავდა, ბინდისგან, მაქმანს!
ლამპიონები  ლამბავდნენ  ჩრდილებს...
აფრქვევდა  სხივებს, პირბადიანი,
მთვარე... ვერცხლისფერ  ნისლებს!

ხან  იღვრებოდნენ  ციდან  სევდები
და  ასველებდნენ  დიად  მირაჟებს...
ფორიაქობდნენ  უქმი  დღეები
ტყუილუბრალო  ბედის - ფინალზე!

ყოველ  საღამოს  ბჟუტავდა  მზერას
იდუმალება  ზეცის, მარადი!
გამოუცნობი  სამყარო (ფლიდი),
დღე  ფატალური,
წერტილდასმული  ტყუილ-მართალი!
___
სადღაც, მთვლემარე  არემარეზე,
ლამპიონები  ფხიზლობდნენ  დილამდე (ღამიდან)...
თავნება  ჩრდილების  ჯერს  ჰფენდნენ  არშიად...
დაბინდებულზე  აენთებოდნენ,
იფერფლებოდნენ... და  ელოდნენ  განთიადს!

bottom of page