top of page
ლექსები / Strangeness...
ლექსები / Strangeness!...

Strangeness...
.
უცნაურია, მაგრამ...

უცნაურია, მაგრამ...

ამ  ამოუხსნელ... რაღაც  სიზმარში...
ბრტყელი  დინების - მრგვალ  პლანეტაზე,
რომ  ვცხოვრობთ  მარად...
ბევრი, თუ  რამ  გვაქვს, სულ  არ  გვჭირდება...
და  რაც  გვჭირდება, რატომღაც, არ  გვაქვს!

გულებს  ცრემლით  და  ტკივილით  ვირჩენთ...
უცაურია, მაგრამ...
ყველა  ჩვენგანი  რომ  მოკვდავია -
ვიხსენებთ  მხოლოდ  სამარის  კართან!

სიყვარულს  კი, ვწერთ  ვარდის  ფურცლებით...
შორს... ქარს  რომ  გავატანოთ  სადღაც!
ჩირაღდანს  დღისით  იმიტომ  ვანთებთ...
მზე  რომ  ჩავიქროთ, ალბათ...

კიბეზე  თავქვე  მივექანებით...
ზევით  რომ  ისევ  დავიწყოთ  ასვლა!
თუნდაც  ბევრი  გვაქვს  ის, რაც  არ  გვინდა...
ბედნიერების  არ  მოაქვს  განცდა!

უცნაურია, მაგრამ...
ამ  ამოუხსნელ... რაღაც  სიზმარში...
გრძივი  ნისლების - მრგვალ  პლანეტაზე,
რომ  ვცხოვრობთ  მარად!

უცნაურია...
უცნაურია, მაგრამ...

 

ლექსები / Strangeness!...
bottom of page