top of page
ჩემი  ლიტერატურული  საიტი

ევა

.
მე  ვარ  სიყვარული... შენი  სისუსტე  ვარ!
უკუნეთის  მკვეთი  სხივი - მე  ვარ!
ცხელზე - ცხელი  სისხლი...
თაფლი - სამსალა  ნაზავი, მნუსხავი...
შენი  იმედი, თანაც  მარადი;
შემმძვრელი  სულის  სიღრმემდე - მე  ვარ!
მაისის  სითბო  ვარ, ზამთრის  სუსხთან  ერთად...
გზა  უსასრულო...
ღამის  სიბნელე, მზის  და  დღის  ნათელი - მე  ვარ!
ყველაზე  მწველი  ცეცხლი  ვარ  და -
გამკივანი  სიჩუმის  ვარ  რეკვა...
ოაზისი  ვარ  და  უდაბნო  უსასრულო...
შენი  ყველაზე  ტკბილი  სიზმარი - მე  ვარ!
აისის  ღიმილი  და  მტირალა  დაისი  ვარ...
შენი  სუნთქვა  ვარ  და  შენი  ღამეული  სევდა!
მე  გათბობ  ყინვაში...
გატარებ  დანის  პირზე...
შენი  მწარე  ტკივილი  და
შენს  გულზე  დამღა - მე  ვარ!
მე  ვარ  სიყვარული; შენი  სისუსტე  ვარ!
შენი  დარდი  ვარ  და  შენი  სიხარული...
მე  ვარ... ევა!


 

My  SlideShow...  :)

To be continued... 

 Mr.David!... :)

bottom of page