top of page
რობერტ რაჟდესტვენსკი / სიყვარულის ექო
რობერტ რაჟდესტვენსკი / სიყვარულის ექო

Роберт  Рождественский / Эхо  любви
რობერტ  რაჟდესტვენსკი / სიყვარულის  ექო
.
გაანათებს  ზეცას  ვარსკვლავების  მტვერი
და  ყლორტებს  ამოიყრის  დედამიწა...
მე  შენს  ხმას  გავიგებ, თუნდაც,
სიშორიდან - ათასი  ვერსის!

ჩვენ  ვართ  ექო... ჩვენ  ვართ  ექო...
ჩვენ  ხანგრძლივი  ექო  ვართ  ერთმანეთის!
ჩვენ  ვართ  ექო... ჩვენ  ვართ  ექო...
ჩვენ  ყველაზე  ხანგრძლივი  ექო  ვართ  ერთმანეთის!

და  მე, რა  შორსაც  არ  უნდა  ვიყო,
გულით  შენს  გულს  რომ  შევეხო - მარტივია, იცი!
აი, ისევ  სიყვარულმა  მიგვიხმო  ღრუბლებს  ზევით...

ჩვენ  ვართ  გრძნობა... ჩვენ  ვართ  გრძნობა...
ჩვენ  მარადიული  გრძნობა  ვართ  ერთმანეთის!
ჩვენ  ვართ  გრძნობა... ჩვენ  ვართ  გრძნობა...
ჩვენ  სათუთი  გრძნობა  ვართ  ერთმანეთის!

და  თვით  მხარეშიც  კი, უკუნი  ბნელეთის;
სიკვდილ-სიცოცხლის  ზღვარს  იქით...
რომ  არ  დავშორდებით - მე  ეს  ვიცი!

ჩვენ  ვართ  ხსოვნა... ჩვენ  ვართ  ხსოვნა...
ჩვენ  საუკუნო  ხსოვნა  ვართ  ერთმანეთის!
ჩვენ  ვართ  ხსოვნა... ჩვენ  ვართ  ხსოვნა...
ჩვენ  მარადი  ხსოვნა  ვართ  ერთმანეთის!

ჩვენ  ვართ  ექო... ჩვენ  ვართ  ექო...
ჩვენ  ხანგრძლივი  ექო  ვართ  ერთმანეთის!
ჩვენ  ვართ  ექო... ჩვენ  ვართ  ექო...
ჩვენ  ყველაზე  ხანგრძლივი  ექო  ვართ  ერთმანეთის!

bottom of page